დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2015 წლიდან დღემდე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 83 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო - სამინისტრო

2015 წლიდან დღემდე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 83 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო - სამინისტრო

2023-07-29 11:29:59

2015 წლიდან დღემდე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 83 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, განკურნების მაჩვენებელი 99%-ია, - ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების განმავლობაში, ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა.

შეინიშნება B და C ჰეპატიტების რისკფაქტორების მკვეთრი შემცირებაც.წარმატებული ვაქცინაციისა და ინფექციის მართვის სხვა კომპონენტის სრულყოფით, C ჰეპატიტთან ერთად რეალური ხდება B ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები