დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გადადგა ჯანდაცვის მინისტრი  - პრემიერის პასუხი

რატომ გადადგა ჯანდაცვის მინისტრი - პრემიერის პასუხი

2024-03-01 13:01:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიასთან განმარტება გააკეთა, თუ რატომ დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნიკაციის მიმართულებით ის პრობლემას ხედავდა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან მიმართებით.

„მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა. შესაბამისად, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა“,- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფართო კონსულტაციებით შეირჩევა და ამ პროცესში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება.

„რაც შეეხება ახალ მინისტრს, ეს დღეს გადაწყვეტილი საკითხია, ჩვენ გვექნება კონსულტაციები გუნდის წევრებთან და ასევე, შეიძლება, დარგის წარმომადგენლებთან. ჯანსაღი პროცესი გვექნება. გუნდის წევრებზე რომ მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, სადაც საჭიროა გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილია. რაც შეეხება იმას, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს ფართო კონსულტაციებით უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

იგივე თემაზე: 

ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები