დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს პენსიის მიმღებთა რაოდენობა 838 100-მდე გაიზარდა

2023 წელს პენსიის მიმღებთა რაოდენობა 838 100-მდე გაიზარდა

2024-02-09 12:27:00

2023 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 838.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 71.1 პროცენტი ქალია, ხოლო 28.9 პროცენტი - კაცი.

პენსიის მიმღებთა 30.3 პროცენტი თბილისშია, 15.8 პროცენტი - იმერეთში, 10.5 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.0 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.7 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია.

სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 181.9 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.9 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.1 პროცენტი - კაცი. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.7 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს - ომის მონაწილეები, 11.7 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.2 პროცენტი თბილისშია, 16.2 პროცენტი იმერეთში, 11.8 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები