დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის მონაცემებს +6.4% -ით გადააჭარბა

2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის მონაცემებს +6.4% -ით გადააჭარბა

2024-04-22 10:59:00

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში  938,644 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა +6.4%-ს შეადგენს.

იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ზრდა  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4% აღდგენაა.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული  მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები