მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდმა, ვარშავაში საინვესტიციო ღონისძიება გამართა

news image

ამბასადორი აილენდი ბათუმისა და Exclusive Poland-ის თანაპარტნიორობით, ვარშავაში, ექსკლუზიური საინვესტიციო ღონისძიება გაიმართა, რომელიც პროექტის საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენას მიეძღვნა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ამბასადორის კუნძულის კონცეფცია, განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო მოდელი, რომელიც პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ქვეყნისა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის.

„ჩვენ გვსურდა, ინვესტორებისთვის დეტალურად გაგვეცნო ის ეკონომიკური ფუნდამენტი, რაც საქართველოს დღეს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე გამოარჩევს. ამბასადორი აილენდი სტრატეგიულ აქტივს წარმოადგენს, სადაც ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტები, ბაზრის გამჭვირვალობა და შავი ზღვის რეგიონის მზარდი შესაძლებლობები ერთიანდება. ვარშავაში გამართულმა დიალოგმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო ინვესტორები ეძებენ სწორედ ასეთ სტაბილურ და მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომელთაც გრძელვადიანი ღირებულების შექმნა შეუძლიათ.” - განაცხადა მარიუშ გაჯევსკიმ Exclusive Poland-ის მმართველმა პარტნიორმა.

ღონისძიების ფარგლებში ინვესტორები გაეცნენენ ინფორმაციას ამბასადორის კუნძულის მიმდინარე პროგრესის შესახებ და წარედგინათ დეტალური ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: პროექტის გენერალური გეგმა და დივერსიფიცირებული საინვესტიციო მოდელები, რომლებიც მორგებულია ქართული ბაზრის მზარდ მოთხოვნებზე.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ზარის დარეკვა, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟის სიმბოლური ტრადიცია

30.04.2026.18:29

ფინანსურ სამყაროში ცოტას თუ ვხვდებით ისეთ სიმბოლოს, რომელსაც ისეთივე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, როგორიც საფონდო ბირჟაზე ზარის დარეკვას. ფორმით მარტივი, მაგრამ შინაარსით მნიშვნელოვანი ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე - ნიუ-იორკიდან ჰონგ-კონგამდე, ფრანკფურტიდან ლონდონამდე - კვლავ აუწყებს მსოფლიოს განსაკუთრებულ ფინანსურ თუ კორპორატიულ სიახლეებს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზარის გამოყენების ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება. დროთა განმავლობაში მისი პრაქტიკული დანიშნულება (სავაჭრო დღის დაწყებისა და დასრულების მინიშნება) გლობალურად აღიარებულ სიმბოლურ ცერემონიად გადაიქცა. ეს ტრანსფორმაცია კი როგორც თავად ბირჟის, ისე თანამედროვე ბაზრის განვითარებას ნათლად ასახავს.

ზარი, როგორც სავაჭრო დღის დასაწყისისა და დასასრულის მანიშნებელი

ლონდონის საფონდო ბირჟის ადრეულ წლებში სავაჭრო გარემო სრულიად განსხვავებული იყო. ბირჟის დარბაზში ისმოდა ბროკერების ხმაური, შეკვეთები ხელით იწერებოდა, სწრაფად იცვლებოდა საბუთები და შეთანხმებები. ასეთ ქაოსურ, მაგრამ ორგანიზებულ გარემოში ზარს განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა, ის იყო სიგნალი, რომელიც დღის დაწყებას ან დასრულებას ოფიციალურად მიანიშნებდა.

იმ დროს ზარი სიმბოლო არ ყოფილა. იგი უფრო მეტად მანიშნებელი იყო.

ცვლილებები Big Bang-ის დროს

1986 წლის 27 ოქტომბერს ბრიტანეთის ფინანსურ სექტორში განხორციელებულმა რეფორმამ, რომელიც „Big Bang“-ის სახელითაა ცნობილი, ბაზრის წესები რადიკალურად შეცვალა. ელექტრონულმა სისტემებმა ტრადიციული სავაჭრო დარბაზი ჩაანაცვლა, ეკრანებით ვაჭრობამ კი ფიზიკური ზარის საჭიროება გააქრო.

ამის შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოფიციალური გახსნისა და დახურვის ცერემონიების გარეშე ფუნქციონირებდა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ბაზარი ტექნოლოგიურ ეფექტიანობაზე უფრო მეტად იყო ორიენტირებული, ვიდრე ინსტიტუციურ რიტუალებზე.

ტრადიციის დაბრუნება

მომდევნო წლებში მსოფლიოს სხვა ბირჟებმა საკუთარი ისტორიული ტრადიციების აღდგენა დაიწყეს, მათ შორის ლონდონის ბირჟისთვისაც მნიშვნელოვანი გახდა საკუთარი ცერემონიული იდენტობის დაბრუნება.

2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟამ წარმოადგინა ბაზრის გახსნის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ცერემონია, რომელმაც კლასიკური ზარის დარეკვის ტრადიცია ახალი ფორმით გააცოცხლა.

დღეს ზარის ნაცვლად, ბაზრის გახსნა სპეციალურ სივრცეში მინის ბლოკის განთავსებით მიმდინარეობს,, რის შემდეგაც იწყება ათვლა და ციფრულ ეკრანებზე ვაჭრობის დღის დაწყების ეფექტური ვიზუალური ინსტალაცია ისახება, რომელიც ვარსკვლავურ თემატიკას იმეორებს. გამორჩეული, სიმბოლური ცერემონიით იხურება სავაჭრო დღეც, რომელსაც ბაზრის სხვდადასხვა მონაწილეები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებიან.

კომპანიებისთვის კი ეს არა მხოლოდ საზეიმო მომენტია, არამედ წარმოადგენს მაღალი დონის პლატფორმას ორგანიზაციის გზავნილების გასაჟღერებლად. ლონდონის საფონდო ბირჟის სივრცეში ჩატარებული ცერემონია საერთაშორისო აუდიტორიისთვის მკაფიო სიგნალია კომპანიის მასშტაბის, სანდოობისა და განვითარების შესახებ.

დღეს სავაჭრო ოპერაციების დიდი ნაწილი ალგორითმებითა და მილიწამებზე სწრაფი სისტემებით ხორციელდება. ასეთ რეალობაში ცერემონიები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს - ის ყოველ სავაჭრო დღეს გვახსენებს, რომ ბირჟა მხოლოდ სავაჭრო პლატფორმა არ არის: ეს არის ინსტიტუტი ისტორიით, კულტურით და უნარით, ღირსეულად აღნიშნოს მომენტები, რომლებიც ბიზნეს სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა