დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
21–24 მაისს, Expo Georgia-ში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა - Tbilisi Art Fair 2026 გაიმართება. ღონისძიება SOLO-ს მხარდაჭერით და Expo Georgia-ს ორგანიზებით იმართება.
გამოფენა-გაყიდვა წელს უკვე მეხუთედ ტარდება და აერთიანებს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და ხელოვნების მოყვარულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
TAF 2026-ზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო 35 გალერეა და კურატორული პლატფორმა, ხოლო დამოუკიდებელი არტისტების სექცია The Hive გააერთიანებს 42 არტისტს - მათ შორის 31 ქართველსა და 11 საერთაშორისო მონაწილეს, 8 ქვეყნიდან. მონაწილე საერთაშორისო არტისტებსა და გალერეებს შორის არიან Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები.
პლატფორმა მიზნად ისახავს ადგილობრივი არტისტების მხარდაჭერას, მათი ხმის გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც ხელს უწყობს ქართული ხელოვნების წარმომადგენლების გლობალურ ინტეგრაციას.
გამოფენებთან ერთად, ვიზიტორებს მრავალფეროვანი პროგრამა ელით, რომელიც თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამა მოიცავს:
• პერფორმანსებს
• ვორქშოპებს
• SOLO X TAF TALKS-ს
• SOLO X TAF KIDS-ს
• და სხვა აქტივობებს
ბაზრობა 21 მაისს, 17:00 საათზე გაიხსნება.
სამუშაო საათები:
21 მაისი - 17:00 - 21:00
22–24 მაისი - 12:00 - 20:00
დამატებითი ინფორმაციისა და ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ვებგვერდს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely-მ ესპანეთში Ford-ის ავტომობილების წარმოების ობიექტების ნაწილი შეიძინა
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს Rolf Deckenkonstruktionen 2026 წლის პირველ კვარტალს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
08.05.2026.16:00
2026 წლის პირველი კვარტლის გეგმას თებერვლის თვეშივე გადავაჭარბეთ და მომდევნო კვარტლებშიც ანალოგიურ შედეგებს ველოდებით , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს უჯრედული ჭერების მწარმოებელი საწარმოს Rolf Deckenkonstruktionen -ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ბეკარაშვილმა განუცხადა.
როგორ აფასებთ 2026 წლის პირველი კვარტლის შედეგებს - გაამართლა თუ არა მოლოდინებმა და რა ძირითადი მაჩვენებლები გამოიკვეთა?
2026 წლის პირველი კვარტლის გეგმას თებერვლის თვეშივე გადავაჭარბეთ და მომდევნო კვარტლებშიც ანალოგიურ შედეგებს ველოდებით. მკვეთრად არის გაზრდილი მოთხოვნა, როგორც მცირე ბისზნესში, ასევე მსხვილ დეველოპერულ კომპანიებში, რასაც შესაბამისი მზადყოფნით ვპასუხობთ.
როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და რა ძირითადი მიზნები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
2026 წლის ნოემბრიდან დაგეგმილი გვაქვს დამატებით ახალი საწარმოს D სექტორის მშენებლობა, რომელიც წინა 3 სექტორთან შედარებით 3-ჯერ დიდი იქნება. ზოგადად, მიმდინარე წელი ჩვენი სტრატეგიული გეგმის თანახმად ძირითადად უფრო საექსპორტო მიმართულების მაქსიმალურ სტიმულირებას დაეთმობა, რომლის თვალსაჩინო შედეგებსაც წლის ბოლოს ველოდებით.
ინფორმაციისთვის, კომპანია ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. წარმოების დაწყებას წინ უძღოდა მრავალწლიანი გამოცდილება გრილიატოსა და ხაზოვანი (რეიკული) შეკიდული ჭერების იმპორტის, რეალიზაციისა და სრული სამონტაჟო-საგარანტიო მომსახურების მიმართულებით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.