მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა

news image

25 აპრილს, „არქი იასამნების“ დიდი ფასდაკლების დღეს 291 ბინა გაიყიდა. ამ დღის მიმართ უპრეცედენტოდ მაღალი იყო ინტერესი, წინასწარი რეგისტრაცია 20,000-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა გაიარა. 

„გრანდ ავენიუს“ სივრცეში გამართული ღონისძიების ფარგლებში, მომხმარებლებმა ექსკლუზიური პირობებით ისარგებლეს და ბინა განსაკუთრებულ ფასად შეიძინეს, რომელიც ტრადიციულად მხოლოდ ამ დღის ფარგლებშია ხელმისაწვდომი.

სიმბოლურად, დიდი ფასდაკლების დღე გახსნილად იმ არქელმა გამოაცხადა, რომელმაც არქიში ბინა თავადაც გასული წლის ფასდაკლებაზე შეიძინა: „მადლობა ყველას ამ საოცარი დღისთვის! კარგად ვიცი, რამხელა ემოცია და სიხარულია საკუთარი ბინის შეძენა. ყველას გილოცავთ! მე უკვე დიდი ხანია არქის ოჯახის წევრი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემი  საუკეთესო არჩევანია“, - აღნიშნა კახა იმერლიშვილმა.

საჩუქრები, ბავშვებისთვის მოწყობილი სპეციალური კუთხეები, სასიამოვნო მუსიკალური გარემო და ღონისძიების კონცეფციაზე მორგებული დეკორაციები „გრანდ ავენიუზე“ გამორჩეულ განწყობას ქმნიდა. სპეციალურად ამ დღისთვის ახალგაზრდა არტისტმა  სიმბოლური ნამუშევარც შექმნა. 

„ვულოცავ თითოეულ არქელს, რომელმაც დღეს ბინა შეიძინა. მათთვის ეს განსაკუთრებული დღეა. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ნდობისთვის“, - აღნიშნა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა პროექტის პრეზენტაციისას.

საცხოვრებელი პროექტი - „არქი იასამნები“ მუხიანში, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ 5 წუთის სავალზე, რადიო ქალაქის გვერდით, ყველა საჭირო ობიექტთან ახლოს, ხელსაყრელ ლოკაციაზე მდებარეობს. კომპლექსთანაა სავაჭრო ცენტრები, სკოლა, ბაღი, უნივერსიტეტები, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები, მათ შორის თემქის განახლებული პარკი და თბილისის ზღვა.

„არქი“ - #1 დეველოპერი საქართველოში, 20-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც დღეს 55 დასრულებული და 31 მიმდინარე პროექტით, სექტორის ლიდერის სტატუსითა და 52 000-ზე მეტი არქელის უპირობო ნდობით სარგებლობს.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბიზნესმენ ბექა გონაშვილის განცხადებით, ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნის ნაკლებობა უშლის

25.04.2026.22:39

ფერმერი და ბიზნესმენი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნა უშლის.

“ქვეყანაში იმპორტით შემოგვყავს მაღალპროდუქტიული ძროხა, დედალ ხბოს მერძეული ფერმების უმეტესობა თვითონ ვერ ზრდის. ერთი ძროხა დღეს დაახლოებით 11 000 ლარი ჯდება. ერთ ძროხას შეუძლია წელიწადში 4 000 ლარის მოგება მოუტანოს ფერმერს. ანუ გამოდის 3 წელი უნდა წველოს, რომ თვითღირებულება ამოიღოს, მაშინ როდესაც ის ძროხა თვითონ რომ გაზარდონ, მაქსიმუმ 3 500 ლარი ექნებათ თვითღირებულება. ამას თუ არ ვისწავლით, მეცხოველეობას ვერ განვავითარებთ. იგივეა მებაღეობაში, მემცენარეობაში. ნელ-ნელა ვისწავლეთ უკვე კახეთში ხორბლის მოყვანა, მაგრამ ამას წლები დასჭირდა. აქაც ზოგიერთმა კარგმა პროექტმა იმუშავა ”, - განაცხადა გონაშვილმა.

გონაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანას მეცხოველეობაშიც და ხორცის წარმოებაშიც ბევრი რამის “გადატეხვა” შეუძლია.

“ყოველ ორ კვირაში ფასი იმატებს და „ვაიმე რატომ იმატებს“? მოიმატებს, ფიზიკურად ცხოველი აღარ არის ქვეყანაში, რომელსაც ხორცად აქცევ. ამ დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროპაში ცოცხალი წონის ფასი 7 ევროზე არის ასული, მთელს მსოფლიოში ცხოველის დეფიციტია, ამას FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ამბობდა 10 წლის წინ”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ფერმერი გამოსავალს ქვეყანაში ცოდნის შემოტანაში ხედავს.

“შენ თუ გინდა შენი წარმოება გაზარდო, ცოდნა უნდა შემოიტანო ქვეყანაში. ცოდნა რომ შემოვიტანოთ ბიზნესი უნდა გამსხვილდეს, სამინისტროს როლს ვხედავ როგორც ფასილიტატორის”, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა