მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.1
-0.0134
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 39.51
0.0044
flag
EUR 3.1636
-0.0048
flag
GBP 3.6621
-0.0018
flag
KZT 58.05
0.0001
flag
TRY 0.0594
0
flag
USD 2.6874
-0.0009
news banner

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა

news image

ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), თიბისი კაპიტალისა და გალტ&თაგარტის ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ ვითარდება ენერგეტიკა რეგიონში და რა როლი აქვს ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების პარტნიორობას ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განახლებად ენერგიას - მონაწილეებმა განიხილეს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ისე საქართველოს ბაზრის გამოწვევები.

ღონისძიება პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს მოიცავდა: EBRD-მ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დღემდე 890 მილიონი ევროს განხორციელებულ ინვესტიციაზე, რომლის 61% კერძო სექტორზე მოდის. ბანკის მიმდინარე ენერგეტიკული პორტფელი საქართველოში დაახლოებით 600 მილიონ ევროს შეადგენს. ღონისძიებაზე თიბისი კაპიტალმა ქარის ენერგიასთან დაკავშირებული გლობალური და რეგიონალური განვითარებები წარადგინა, ხოლო გალტ&თაგარტმა კავკასიაში ენერგეტიკული ბაზრის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა.

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები რეგიონიდან, მათ შორის: სელიმ გიუვენი – ACWA Power-ის გენერალური დირექტორი აზერბაიჯანსა და თურქეთში. ACWA Power მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, გლობალური პორტფელით დაახლოებით 80–95 გიგავატი. რეგიონში მას ეკუთვნის 240 მეგავატიანი ხიზი-აბშერონის ქარის ელექტროსადგური (აზერბაიჯანი) და თურქეთში 5 გიგავატიანი განახლებადი ენერგიის მზის პანელების პროექტი. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა ეპიტაციო მირანდა – Actis-ის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ვიცე-პრეზიდენტი.

„უკვე სამ ათწლეულზე მეტია, EBRD საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და აფინანსებს განახლებადი ენერგიის პროექტებსა და გადამცემ ინფრასტრუქტურას, რათა სექტორი გახდეს მდგრადი, უსაფრთხო და სტაბილური. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს განახლებადი ენერგიის ღირებულებათა სრულ ჯაჭვს - დაწყებული დიდი და მცირე ჰიდროელექტროსადგურებით, გაგრძელებული საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის დაფინანსებით. ახლა კი ვაფინანსებთ ყველაზე დიდ, 206 მეგავატიან, რუისის ქარის ელექტროსადგურს. ასევე ვგეგმავთ სხვა მსხვილი მოცულობის ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსებას უახლოეს წლებში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი როლი ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში, მათ შორის, მნიშვნელოვანი გადამცემი ხაზების პროექტების მეშვეობით, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოს ინტეგრაციას ელექტროენერგიის რეგიონულ ბაზრებთან, გააუმჯობესა მიწოდების საიმედოობა და გახსნა კერძო ინვესტიციების გზა განახლებადი ენერგიის სფეროში. ლოკალურ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლავ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კერძო სექტორს ენერგეტიკული სისტემის უფრო მწვანე, მდგრად და კონკურენტუნარიანად გარდაქმნაში“, - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.

“ენერგეტიკული ბაზარი და საინვესტიციო გარემო რეგიონში სწრაფად იცვლება. თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, ამ პროცესების შესახებ მუდმივად აწვდის ინფორმაციას საკუთარ პარტნიორებს, შედეგად, მათ ბიზნეს პროცესებს უმარტივებს. დღეს ბაზარზე აქცენტი განახლებად ენერგიასა და მდგრად ინვესტიციებზე კეთდება, რაც თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამან განაპირობა, რომ 55%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ განახლებადი ენერგიის დაფინანსებაში. ჯამში, თიბისის ენერგეტიკული პორტფელი მილიარდ ლარს აღწევს და დაახლოებით 2 100 მეგავატს მოიცავს - ეს ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების 45%-ია. ამ დროისთვის 800 მგვტ-ის პროექტებს ვამუშავებთ, რომელთა დიდი ნაწილი ქარსა და მზის ენერგიაზე მოდის. პარალელურად ვაგრძელებთ ჰიდროენერგეტიკის მხარდაჭერას, სადაც ქვეყნის პოტენციალი სრულად ათვისებული ჯერ კიდევ არ არის”,- მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.

“ენერგეტიკა ქვეყნისთვის სტრატეგიული და სწრაფადმზარდი მიმართულებაა და საქართველოს ბანკი ამ დარგის დაფინანსების ლიდერია. ბოლო მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის ჯამური საკრედიტო პორტფელიდან, რომელიც 3.05 მილიარდ ლარს შეადგენს, 1.42 მილიარდი ლარი, სწორედ საქართველოს ბანკზე მოდის. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია განახლებადი ენერგია, რაც ჩვენს საინვესტიციო დინამიკაშიც ჩანს. 2025 წელს, 2022 წელთან შედარებით, ამ მიმართულებით ჩვენი საკრედიტო პორტფელი 3.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო, ზოგადად, ენერგეტიკის პორტფელის წლიურმა ზრდამ 2025 წელს 42.7% შეადგინა. მხოლოდ 2025 წელს, ბანკის კორპორაციული მიმართულების მხარდაჭერით, 10-ზე მეტი სისტემური მნიშვნელობის ახალი პროექტი დაკონტრაქტდა, მათ შორის აღსანიშნავია კერძო სექტორის ინვესტიციით განხორციელებული პირველი ქარის ელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. ვფიქრობთ, რომ განახლებადი ენერგეტიკა უახლოეს წლებში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო სფერო იქნება. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ სექტორის აქტიურ მხარდაჭერას როგორც ფინანსური რესურსებით, ისე ცოდნის გაზიარებითა და პარტნიორობის გაღრმავებით” - ზურაბ ქოქოსაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს Rolf Deckenkonstruktionen 2026 წლის პირველ კვარტალს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

08.05.2026.16:00

2026 წლის პირველი კვარტლის გეგმას თებერვლის თვეშივე გადავაჭარბეთ და მომდევნო კვარტლებშიც ანალოგიურ შედეგებს ველოდებით , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს უჯრედული ჭერების მწარმოებელი საწარმოს Rolf Deckenkonstruktionen -ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ბეკარაშვილმა განუცხადა.

როგორ აფასებთ 2026 წლის პირველი კვარტლის შედეგებს - გაამართლა თუ არა მოლოდინებმა და რა ძირითადი მაჩვენებლები გამოიკვეთა?

2026 წლის პირველი კვარტლის გეგმას თებერვლის თვეშივე გადავაჭარბეთ და მომდევნო კვარტლებშიც ანალოგიურ შედეგებს ველოდებით. მკვეთრად არის გაზრდილი მოთხოვნა, როგორც მცირე ბისზნესში, ასევე მსხვილ დეველოპერულ კომპანიებში, რასაც შესაბამისი მზადყოფნით ვპასუხობთ.

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და რა ძირითადი მიზნები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

2026 წლის ნოემბრიდან დაგეგმილი გვაქვს დამატებით ახალი საწარმოს D სექტორის მშენებლობა, რომელიც წინა 3 სექტორთან შედარებით 3-ჯერ დიდი იქნება. ზოგადად, მიმდინარე წელი ჩვენი სტრატეგიული გეგმის თანახმად ძირითადად უფრო საექსპორტო მიმართულების მაქსიმალურ სტიმულირებას დაეთმობა, რომლის თვალსაჩინო შედეგებსაც წლის ბოლოს ველოდებით.

ინფორმაციისთვის, კომპანია ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. წარმოების დაწყებას წინ უძღოდა მრავალწლიანი გამოცდილება გრილიატოსა და ხაზოვანი (რეიკული) შეკიდული ჭერების იმპორტის, რეალიზაციისა და სრული სამონტაჟო-საგარანტიო მომსახურების მიმართულებით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა