მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

„გაიარე მეტი“ Bridgestone-თან ერთად - თბილისში „თეგეტა მოტორსის“ მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა

news image
mbc image

„გაიარე მეტი“ - ამ გზავნილით დაწყებულ კამპანიას „თეგეტა მოტორსი“ ახალი, მასშტაბური აქტივობით განაგრძობს. ამჯერად კამპანიის ცენტრში ავტოინდუსტრიის ლიდერი ბრენდის, Bridgestone-ის საბურავებია. გიგანტური საბურავის ინსტალაციამ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ქუჩა მოიარა და უკვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მალე ის კონკრეტულ ლოკაციაზე განთავსდება. პროექტის გაფართოება რეგიონებშიც იგეგმება - ინსტალაციები ზაფხულის სეზონზე ქუთაისსა და ბათუმშიც გამოჩნდება.

ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „კამპანიამ სტარტი ერთი თვის წინ აიღო და ახლა ახალ ეტაპზე გადავიდა. ამჯერად გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ, თუ გინდა „გაიარო მეტი“ უსაფრთხოდ, ამისთვის ავტომობილის სხვადასხვა კომპონენტის გამართული მუშაობაა საჭირო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სწორედ საბურავია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ აქტივობის ცენტრში საბურავი ყოფილიყო და პარტნიორ ბრენდად Bridgestone შევარჩიეთ. არჩევანი მსოფლიოს წამყვან ბრენდზე შემთხვევით არ შეგვიჩერებია - საბურავების პრემიუმ მწარმოებელი სწორედ ხარისხსა და უსაფრთხო გადაადგილებასთან ასოცირდება.

ინსტალაციის იდეაც, სწორედ ამ გზავნილის განსხვავებული და დასამახსოვრებელი ფორმით გადმოცემას ემსახურებოდა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის შეგვეხსენებინა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავს უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის – იქნება ეს ქალაქში თუ უფრო გრძელ გზაზე. ამასთანავე, გვსურს, ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ „თეგეტა მოტორსი“ არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს ისეთი მაღალი ხარისხის პროდუქტი, როგორიც Bridgestone-ია, და გაიაროს მეტი უსაფრთხოდ და კომფორტულად“.

კამპანიისთვის Bridgestone შემთხვევით არ შერჩეულა. „თეგეტა მოტორსისა“ და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 27 წელს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც „თეგეტა“ იაპონური პრემიუმ ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში. მოგვიანებით კომპანიამ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსიც მიიღო, დღეს კი ბრენდის უმსხვილეს პარტნიორად მიიჩნევა რეგიონში.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს Bridgestone-ის როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე SUV-ებისა და სატვირთო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს. ბრენდის პროდუქტი ინოვაციური ტექნოლოგიებით, გამძლეობით, გზასთან სტაბილური მოჭიდებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა. Bridgestone-ის საბურავები გათვლილია სხვადასხვა სეზონსა და გზის პირობაზე, რაც მძღოლებს კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს როგორც ქალაქში, ისე გრძელ მანძილზე მგზავრობისას. შესაბამისად, „თეგეტა მოტორსში“ მიიჩნიეს, რომ Bridgestone მათი კამპანიის კონცეფციას ყველაზე ზუსტად გამოხატავს.

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსის“ ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი კამპანიაა, რომელიც რამდენიმე სეზონს მოიცავს და სხვადასხვა აქტივობის საშუალებით ავტომობილის მოვლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. კამპანიის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს ეტაპობრივად შესთავაზებს შემეცნებით და სპორტულ აქტივობებს, ახალ ანიმაციურ კონტენტსა და მასშტაბურ ინსტალაციებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტსა და ავტომობილის კონკრეტულ კომპონენტს დაეთმობა. კამპანიის მთავარი მიზანია, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კულტურა ყოველდღიურ და აუცილებელ ჩვევად იქცეს, რადგან უსაფრთხო გადაადგილება, როგორც მძღოლებისა და მგზავრებისთვის, ისე ქვეითებისთვის, სწორედ გამართული ავტომობილით იწყება.

თეგეტა მოტორსის შესახებთეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ინვესტორების სტაბილურ ინტერესთან ერთად, კორპორაციულ გარიგებებში ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობაც მზარდ დინამიკას ავლენს - ირაკლი გილაური

06.06.2026.12:54

Georgia Capital-მა პორტფელში არსებული m²-ი გაყიდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპერია. აღნიშნული გარიგება შეესაბამება GCAP-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებულ საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტის მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.

გარიგებას უმნიშვნელო, თუმცა დადებითი გავლენა აქვს GCAP-ის ბოლო გამოქვეყნებულ წმინდა აქტივების ღირებულებაზე (NAV), 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით.

აღნიშნული ტრანზაქციის დასრულების შედეგად GCAP-ის რისკ-პროფილის გაუმჯობესების ფონზე, კომპანია ლიკვიდობის ბუფერის სამიზნე მოცულობას 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. ეს, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გაანგარიშებული პრო-ფორმა NCC კოეფიციენტის 0.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.1%-ს მიაღწევს.

GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა:

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ბიზნესმა თავი დაიმკვიდრა, როგორც საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა საცხოვრებელი უძრავი ქონების პლატფორმამ, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებსა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკის უწყვეტი ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის მნიშვნელოვანი რესურსების ფორმირებას და განსაკუთრებით მიხარია, რომ საერთაშორისო ინვესტორების მუდმივი ინტერესის პარალელურად, კორპორაციულ ტრანზაქციებში ადგილობრივი ინვესტორების მონაწილეობაც მზარდია.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა