მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.1
-0.0134
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 39.51
0.0044
flag
EUR 3.1636
-0.0048
flag
GBP 3.6621
-0.0018
flag
KZT 58.05
0.0001
flag
TRY 0.0594
0
flag
USD 2.6874
-0.0009
news banner

„გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

news image

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ კამპანია ავტომობილის მოვლის რუტინულ პროცესს მარტივ გამოცდილებად აქცევს. უკვე 30 წელია კომპანია ცდილობს, მძღოლებისთვის გზაზე გავლილი ყოველი კილომეტრი თავისუფლების, ახალი გეგმებისა და თავგადასავლებისკენ სვლად აქციოს, სადაც გადამწყვეტი როლი გამართულ ტრანსპორტს აქვს.

კამპანიის ფარგლებში, სპეციალური შეთავაზებები Bridgestone-ისა და Petlas-ის ზაფხულის საბურავებზე გავრცელდება და 15%-იანი ფასდაკლება პრემიუმ ბრენდების აკუმულატორებს შეეხება. აქცია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილ Varta-ს, Energizer-ისა და Exide-ის პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება. აღნიშნული ბრენდები ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში საიმედო მუშაობით გამოირჩევა.

დამატებით, 11 მაისის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, Bridgestone-ის პრემიუმ ხარისხის საბურავები ონლაინ - Tegetashop.ge-ზე ან „თეგეტას“ აპლიკაციაში - თიბისი ბანკის განაწილებით შეიძინონ და ღირებულების 30%, მაქსიმუმ 300 ლარი დაიბრუნონ. ქეშბექი ერთგულის ყულაბაზე 15 მაისამდე აისახება.

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტის კატეგორიის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ტემპერატურაც იმატებს, რაც ავტომობილზე პირდაპირ გავლენას ახდენს. იმისათვის, რომ ამ ყველაფერს მომზადებული შევხვდეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპონენტების განახლება, როგორიც საბურავებია. ზამთრის საბურავების ზაფხულის საბურავებით ჩასანაცვლებლად მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასდაკლება შევთავაზეთ Bridgestone-ის პრემიუმ და Petlas-ის საშუალო სეგმენტის პროდუქციაზე, რომლებიც ხარისხით, გამძლეობითა და ეფექტიანობით გამოირჩევა.
ანალოგიური საჭიროება დგას აკუმულატორების შემთხვევაშიც. ზამთრის პერიოდში მათი რესურსები ხშირად ბოლომდე ამოწურვადია და ზაფხულის სეზონისთვის განახლებას მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც შეთავაზებაში მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების პროდუქტები შევარჩიეთ - VARTA-ს, Energizer-ისა და Exide-ის. ჩვენი მიზანია, ზაფხულის სეზონის დადგომისას წარმოქმნილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მომხმარებლებისთვის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამისთვის კი გარდამავალი დრო, მაისის თვე შევარჩიეთ“. 

მაისის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას უკავშირდება. ამიერიდან „თეგეტა მოტორსში“ გადახდა შესაძლებელია American Express (AmEx)-ის საკრედიტო ბარათით, რაც მომხმარებლებს დამატებით სარგებელს აძლევს. 31 მაისის ჩათვლით AmEx ბარათის მფლობელები „თეგეტა მოტორსში“ გადახდისას 10-ჯერ მეტ Membership Rewards (MR) ქულას დააგროვებენ - მაქსიმუმ 10 000 ქულას თვის განმავლობაში.

ამ შეთავაზებების მნიშვნელობა პირდაპირ უკავშირდება სეზონურ ცვლილებებს. ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის ტექნიკური მზადყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ, სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის ტექნიკური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი კომპონენტების ჩანაცვლება აუცილებელია.

„თეგეტა მოტორსის შესახებ:  „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO

08.05.2026.15:44

21–24 მაისს, Expo Georgia-ში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა - Tbilisi Art Fair 2026 გაიმართება. ღონისძიება SOLO-ს მხარდაჭერით და Expo Georgia-ს ორგანიზებით იმართება.

გამოფენა-გაყიდვა წელს უკვე მეხუთედ ტარდება და აერთიანებს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და ხელოვნების მოყვარულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

TAF 2026-ზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო 35 გალერეა და კურატორული პლატფორმა, ხოლო დამოუკიდებელი არტისტების სექცია The Hive გააერთიანებს 42 არტისტს - მათ შორის 31 ქართველსა და 11 საერთაშორისო მონაწილეს, 8 ქვეყნიდან. მონაწილე საერთაშორისო არტისტებსა და გალერეებს შორის არიან Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები.

პლატფორმა მიზნად ისახავს ადგილობრივი არტისტების მხარდაჭერას, მათი ხმის გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც ხელს უწყობს ქართული ხელოვნების წარმომადგენლების გლობალურ ინტეგრაციას.

გამოფენებთან ერთად, ვიზიტორებს მრავალფეროვანი პროგრამა ელით, რომელიც თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამა მოიცავს:

• პერფორმანსებს

• ვორქშოპებს

• SOLO X TAF TALKS-ს

• SOLO X TAF KIDS-ს

• და სხვა აქტივობებს

ბაზრობა 21 მაისს, 17:00 საათზე გაიხსნება.

სამუშაო საათები:

21 მაისი - 17:00 - 21:00

22–24 მაისი - 12:00 - 20:00

დამატებითი ინფორმაციისა და ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა