მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა

news image

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაცია საქართველომ ელექტრონული კომერციის სექტორის ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ინდუსტრიის წარმომადგენლებს გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული საქართველოში ელ-კომერციის ბაზრის სიღრმისეული კვლევის შედეგები წარედგინათ.

კვლევა მოიცავს როგორც ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ანალიზს, ისე საერთაშორისო ონლაინ გამოწერების დინამიკასა და ტენდენციებს, მათ შორის ბაზრის ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს, სტრუქტურულ ცვლილებებსა და სექტორის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ელექტრონული კომერციის სექტორის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებმა.

„გალტ & თაგარტისთვის პრიორიტეტულია ეკონომიკის მზარდი სექტორების მხარდაჭერა. მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი კვლევის მიგნებები წარგვედგინა ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისთვის. გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი კომპანიებს ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში დაეხმარება“, — აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი, გალტ & თაგარტის კვლევების სექტორის უფროსი.

„გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული სიღრმისეული კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ელ-კომერციის სექტორისთვის. ასეთ მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი ბიზნესებს რეალური სურათის დანახვაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვაში ეხმარება. მოხარული ვართ, რომ ასოციაციასთან ერთად დაიგეგმა ამ კვლევის პრეზენტაცია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება“, — აცხადებს ვლადიმერ კანდელაკი, იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე.

იქომერს ასოციაცია საქართველოს მიერ ორგანიზებული ნეთვორქინგ ღონისძიებები მიზნად ისახავს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ასოციაციის მიზანია, შექმნას პლატფორმა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და ხელი შეუწყოს ქართული ელ-კომერციის სტაბილურ და მდგრად ზრდას.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია

30.04.2026.20:00

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.

„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა