მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

news image

წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა გალტ & თაგარტმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე, საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარადგინა. ფორუმი 7 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა და მას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ინვესტორები და უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები ესწრებოდნენ.

ფორუმზე საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ პრეზენტაცია გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა წარადგინა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარვადგინეთ და მონაწილეებს ეკონომიკაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციები გავაცანით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს, საინვესტიციო გარემოსა და იმ სექტორულ ტენდენციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ უძრავი ქონების ბაზარზე. საერთაშორისო ინვესტორებს გავაცანით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები და ის პოტენციალი რაც ამ სექტორში არის,“ — განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია

30.04.2026.20:00

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.

„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა