მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7261.2
-0.001
flag
AZN 1.5828
-0.0005
flag
CNY 39.403
-0.0019
flag
EUR 3.1593
0.0093
flag
GBP 3.6611
0.0242
flag
KZT 58.09
-0.0002
flag
TRY 0.0596
0
flag
USD 2.6908
-0.0008

გერმანიის სამოგზაურო ინტერნეტი საჩუქრად ყველა გულშემატკივარს! Roamingo გერმანიაში მიმავალ ყველა გულშემატკივარს 1GB პაკეტს ჩუქნის

news image

ქართული, სამოგზაურო ინტერნეტის აპლიკაცია Roamingo eSIM ევროპის ჩემპიონატზე მიმავალ საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარს გერმანიის 1GB პაკეტს ჩუქნის. Roamingo ამ ისტორიულ თამაშებზე დამსწრე გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს ინტერნეტ პაკეტი წინასწარ, საქართველოში ყოფნისას გაიაქტიურონ, რათა გერმანიაში ჩასვლისას ჰქონდეთ ინტერნეტთან უწყვეტი კავშირი.

მომხმარებლებს საჩუქრის მიღება შეუძლიათ სწრაფად და მარტივად iPhone ან Android აპლიკაცია Roamingo eSIM-ით, სადაც მათი პროფილის გვერდზე, საჩუქრის გააქტიურების ველში უნდა შეიყვანონ სასაჩუქრე კოდი - EUROAMINGO, რის შემდეგაც უნდა გაიაქტიურონ eSIM ტელეფონებში.

საჩუქრის გააქტიურება ყველა მომხმარებელს შეუძლია 30 ივნისის ჩათვლით.
იხილეთ საჩუქრის გააქტიურების დეტალური ინსტრუქცია - https://euro2024.roamingo.com/

 

ამასთანავე, Roamingo-სა და VISA-ს საერთო კამპანიის ფარგლებში, ყველა ის მომხმარებელი, რომელიც დამატებით შეიძენს ნებისმიერი მიმართულების ინტერნეტ პაკეტს VISA ბარათით, საჩუქრად მიიღებს +1GB-ს შეძენილ პაკეტზე.

კომპანია Roamingo უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს მსოფლიოს 190 ქვეყანაში. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს, მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეარჩიონ ქვეყანა და შეიძინონ გიგაბაიტები ხელმისაწვდომ ფასად, სასურველი ვადით. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iPhone-ის, ისე Android-ის eSIM-თავსებად ტელეფონებთან. კომპანიის მიზანია, სწრაფი და მარტივი eSIM ინტერნეტის აპლიკაციით სარგებლობა მარტივ და კომფორტულ პროცესთან იყოს დაკავშირებული ყველა მომხმარებლისთვის.

news banner news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები - „რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე

02.05.2026.15:58

„რითეილ ასოციაცია“ გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, - ნათქვამია „რითეილ ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ასოციაცია აღნიშნავს, კომისიის რეკომენდაციის ფარგლებში, მათთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, შესაბამისად, აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის. 

ასოციაცია იმედოვნებს, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ საბაზისო პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.

"კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციების და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში ჩვენთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის. 

აღნიშნულის ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.

„რითეილ ასოციაცია“ მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები," - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა