მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

გიორგი ჩახავა - არქიტექტორი, რომლის იდეები 103 წლის შემდეგაც მომავალზე გვიყვება

news image

2026 წელს გიორგი ჩახავა 103 წლის გახდებოდა - არქიტექტორი, რომელმაც ქართული და მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კვალი დატოვა. მისი ხედვები დროს უსწრებდა, ხოლო იდეები დღემდე თანამედროვე და შთამაგონებელია. სწორედ ამიტომ, ჩახავას სახელი უკავშირდება არქიტექტურას, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიას, თავისუფლებასა და ინოვაციას აერთიანებს.

„აუცილებელია მოვერგოთ გარემოს, რომელიც მუდმივად იცვლება და ეს განსაკუთრებით ქალაქმშენებელ არქიტექტორს და ინჟინერს უნდა ახსოვდეს”, - ეს სიტყვები გიორგი ჩახავას ეკუთვნის და ზუსტად ასახავს მის პროფესიულ ფილოსოფიას.

მისი შემოქმედება მხოლოდ შენობების პროექტირებით არ შემოიფარგლებოდა - იგი ქმნიდა სივრცეებს, რომლებიც გარემოსთან ჰარმონიაში მოდიოდა.

არქიტექტორი, რომელმაც შექმნა განსხვავებული ხედვა

გიორგი ჩახავას პროფესიული გზა სამხედრო ავიაციიდან დაიწყო. იგი სწავლობდა როსტოვის სამხედრო მფრინავთა სკოლაში, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, მოგვიანებით კი არქიტექტურას დაუკავშირა ცხოვრება და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.

პროფესიული გზა „თბილქალაქპროექტში“ დაიწყო და წლების განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა - იყო მთავარი სპეციალისტი, მთავარი არქიტექტორი, გზების მშენებლობის მინისტრის მოადგილე.

თუმცა, მას გამოარჩევდა არა ადმინისტრაციული პოზიციები, არამედ იდეები - იდეები, რომლებიც საბჭოთა ეპოქის სტანდარტულ მიდგომებს სცდებოდა.

ჩახავასთვის არქიტექტურა ბუნებასთან თანაარსებობას ნიშნავდა. სწორედ ქართული ლანდშაფტი, მთები, ფერდობები და ხედები იქცა მისი შთაგონების წყაროდ.

„უბრალო ქართველი გლეხ-კაცის უნარი, ააშენოს საცხოვრებელი იქ, საიდანაც იხსნება ყველაზე მომხიბვლელი ხედი, ყოველთვის იწვევდა ჩემს გაოცებას“, - ამბობდა იგი.

შენობა, რომელიც მსოფლიო არქიტექტურის სიმბოლოდ იქცა

გიორგი ჩახავას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაა - არქიტექტურული ნამუშევარი, რომელმაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო და დღემდე საერთაშორისო გამოცემებისა და არქიტექტორების განხილვის საგანია.

1975 წელს აშენებული შენობა საბჭოთა მოდერნიზმის, კონსტრუქტივიზმისა და იაპონური მეტაბოლიზმის უნიკალური შერწყმაა. მისი კონცეფცია ეფუძნებოდა იდეას, რომ შენობა ბუნებისთვის ბარიერი კი არა, სივრცესა და ადამიანებს შორის „ხიდი“ უნდა ყოფილიყო.

შენობა მხოლოდ 450 კვადრატული მეტრით ეხება მიწას, მაშინ როდესაც მისი საერთო ფართობი დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრია - არქიტექტურული გადაწყვეტა, რომელიც დღემდე ინოვაციურ მაგალითად მიიჩნევა.

გიორგი ჩახავასთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არქიტექტურას ლანდშაფტი არ დაეზიანებინა. სწორედ ამიტომ, მისი პროექტები ბუნებრივ რელიეფს ერგებოდა და არა პირიქით.

არქიტექტურა, რომელიც თავისუფლებაზე საუბრობდა

იმ ეპოქაში, როდესაც საბჭოთა არქიტექტურაში ერთგვაროვნება დომინირებდა, გიორგი ჩახავას ნამუშევრები სრულიად განსხვავებულ ხედვას გამოხატავდა. მისი შენობები ინდივიდუალიზმის, თავისუფალი აზროვნებისა და პროგრესული არქიტექტურული იდეების სიმბოლოდ იქცა.

ამიტომაც, დღეს ბევრი არქიტექტორი და მკვლევარი ჩახავას პროექტებს არა მხოლოდ არქიტექტურულ, არამედ კულტურულ და ისტორიულ მოვლენად განიხილავს.

მისი ხედვა განსაკუთრებით ახლოს იყო „საჰაერო ქალაქის“ კონცეფციასთან - იდეასთან, რომლის მიხედვითაც ქალაქი და ბუნება ერთმანეთის კონკურენტები კი არა, თანაარსებული სისტემები უნდა ყოფილიყო.

ინოვატორი, რომელმაც არქიტექტურის საზღვრები გააფართოვა

გიორგი ჩახავა მხოლოდ არქიტექტორი არ ყოფილა - იგი გამომგონებელიც იყო. მის ინოვაციებს შორისაა რკინა-ბეტონის სამშენებლო ელემენტები, კონვეიერული სისტემები და სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც მშენებლობის პროცესს ამარტივებდა და დროსა და რესურსებს ზოგავდა.

მისი ავტორობით შეიქმნა არაერთი პავილიონი, ავტოსადგური, პანორამული გადასახედი და საკულტო სივრცე, მათ შორის ცნობილი კაფე „ფანტაზია“, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

გიორგი ჩახავას პროექტებმა საქართველოს ფარგლებსაც გასცდა - მისი ნამუშევრები განხორციელდა უკრაინაში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ავღანეთსა და ლიბანში.

103 წლის შემდეგ - იდეები, რომლებიც კვლავ ცოცხალია

დღეს, გიორგი ჩახავას დაბადებიდან 103 წლის შემდეგ, მისი არქიტექტურა ისევ თანამედროვედ აღიქმება. იგი რჩება მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგია, ბუნება და ადამიანის გამოცდილება ერთიან სისტემად იქცეს.

მისი მემკვიდრეობა გვახსენებს, რომ ნამდვილი არქიტექტურა მხოლოდ შენობების შექმნა არ არის - ეს არის ხედვა, რომელიც დროს უძლებს.

მემკვიდრეობა, რომელიც ახალ თაობებს შთააგონებს

გიორგი ჩახავას არქიტექტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკმა არქიტექტურის სტუდენტებისთვის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია შექმნა.

ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათთვის განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას. სტიპენდიის მიღება შესაძლებელია ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში - თავისუფალ უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროგრამა ერთწლიანია, თუმცა სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველწლიურად ხელახლა შეიტანონ განაცხადი და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება. მასში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს შეუძლია.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი პროდუქტი კომპანიებისთვის - Profy ბიზნესი

14.05.2026.16:00

Profy-მ Profy Business წარადგინა - B2B პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ოფისის სერვისების ერთიან მართვას, ბიუჯეტირებასა და კონტროლს სთავაზობს , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი აბაკელიამ განუცხადა.

„Profy-მ Profy Business წარადგინა - ეს არის B2B პლატფორმა, რომელიც კომპანიებს სთავაზობს ერთიან სისტემას ოფისისთვის საჭირო სერვისების მისაღებად, დასაბიუჯეტებლად და გასაკონტროლებლად.

ახალი პროდუქტი პირდაპირ პასუხობს იმ გამოწვევებს, თუ როგორ იმართება ყოველდღიური ოპერაციები ქართული ბიზნესების უმეტესობაში: WhatsApp-ის ჯგუფების, ნაღდი ფულის და ოფის-მენეჯერების პირადი კონტაქტების მეშვეობით.

არა აქვს მნიშვნელობა, ერთ ოფისს მართავთ თუ ორმოცდაათს, ყოველდღიური სერვისების მართვის სტილი წლებია არ შეცვლილა. ეს კვლავ WhatsApp-ში მიწერ-მოწერა, ნაღდი ფული და მენეჯერის პირადი კონტაქტებია. ჩვენი მიზანია, ეს რეალობა შევცვალოთ.

რა არის Profy Business?

Profy Business ოპერაციების, ფინანსებისა და ადმინისტრაციის გუნდებს სთავაზობს ერთიან სამართავ პანელს რათა:

გამოიძახონ 50-ზე მეტი სხვადასხვა სერვისი

დალაგება, სანტექნიკა, ელექტროობა, უნივერსალური ხელოსანი, კონდიციონერის შეკეთება, გადაზიდვა, რემონტი თუ It სერვისები;

განსაზღვრონ ბიუჯეტი და წვდომის წესები გუნდების მიხედვით დეპარტამენტებს, სართულებს ან ფილიალებს ექნებათ საკუთარი ყოველთვიური ლიმიტი, ნებადართული სერვისების სია და პასუხისმგებელი პირები;

აკონტროლონ ხარჯები რეალურ დროში

კატეგორიზებული სამართავი პანელი ანაცვლებს დაგროვილ ქვითრებსა და პოსტ-ფაქტუმ ასანაზღაურებელ ხარჯებს;

მიიღონ ერთიანი ყოველთვიური ინვოისი

რაც ჩაანაცვლებს სხვადასხვა ვენდორთან ცალ-ცალკე ანგარიშსწორების მოძველებულ პრაქტიკას;

მართონ მრავალი ლოკაცია მარტივად

კომპანიებს, რომლებსაც აქვთ რამდენიმე ფილიალი ან ოფისი, შეუძლიათ ყველა მათგანი ერთი პანელიდან გააკონტროლონ.

რატომ ახლა?

დღეს სხვადასხვა ზომისა და სექტორის ქართულ კომპანიებს ყოველდღიური ოპერაციები არაფორმალური კომუნიკაციიდან ციფრულ პლატფორმებზე გადააქვთ. Profy Business არის სერვისების შესყიდვის პირველი ქართული პლატფორმა, რომელიც Profy-ს უკვე არსებულ, წარმატებულ ბაზაზე შეიქმნა.

გაშვების ეტაპზე Profy მიზნად ისახავს მომხმარებელთა ფართო სეგმენტის მოცვას - დაწყებული ერთი ოფისის მქონე სტარტაპებიდან, პროფესიული სერვისების კომპანიებიდან და კლინიკებიდან, დასრულებული რესტორნებისა და რითეილის ქსელებით, უძრავი ქონების მართვის კომპანიებით, სასტუმროებითა და მსხვილი კორპორაციებით.

მთავარი მონაცემები ციფრებში

500+

ხელმისაწვდომი სერვისების რაოდენობა

7 წუთი

კომპანიის სისტემაში რეგისტრაციის საშუალო დრო

2 წუთი

თანამშრომლის მიერ სერვისის გამოძახების საშუალო დრო

იმავე დღეს

კომპანიას პირველივე სერვისის გამოძახება რეგისტრაციის დღესვე შეუძლია

 

ხელმისაწვდომობა და ტარიფები

Profy Business-ს არ აქვს ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი ან სერვისების გამოყენების სავალდებულო ლიმიტი. სისტემა სრულად არის მორგებული კომპანიის რეალურ საჭიროებებზე, პლატფორმაზე რეგისტრირებული ბიზნესი თავად წყვეტს, როდის და რა მოცულობის მომსახურება სჭირდება. თქვენ იძახებთ ზუსტად იმდენ სერვისს, რამდენიც გსურთ და იხდით მხოლოდ მიღებული მომსახურების შესაბამის თანხას ", - აცხადებს გიორგი აბაკელია.

Profy Business-ის სერვისების სარგებლობისთვის ეწვიეთ -  https://business.profy.ge/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა