მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

news image

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, 27-ე ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში, გალტ & თაგარტი საქართველოში 2026 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

ამ აღიარებით გალტ & თაგარტმა კიდევ ერთხელ განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ადგილობრივ ბაზარზე და საუკეთესოდ დასახელდა ისეთ გლობალურ ლიდერებთან ერთად, როგორებიცაა Goldman Sachs, Citi, Morgan Stanley და სხვები.

გამარჯვებულების გამოვლენისას Global Finance-ის რედაქტორები და დარგის ექსპერტები მონაწილეებს აფასებდნენ ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ბაზრის წილი, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურებისა და კონსულტაციის ხარისხი და სხვა. შეფასებისას ასევე გათვალისწინებული იყო 2025 წელს გამოცხადებული და დასრულებული გარიგებები.

„Global Finance-ის მიერ გალტ & თაგარტის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელება ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და იმ ძალისხმევის შედეგია, რომელსაც საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ვწევთ. ჩვენთვის ეს ჯილდო ნიშნავს არა მხოლოდ მიღწეული შედეგების აღიარებას, არამედ პასუხისმგებლობას, გავაგრძელოთ კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში, შევთავაზოთ მომხმარებლებს მაღალი სტანდარტის, ღირებულებაზე ორიენტირებული მომსახურება და დავნერგოთ ინოვაციური მიდგომები როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით”, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.

Global Finance-ის დამფუძნებლისა და სარედაქციო დირექტორის, ჯოზეფ ჯარაპუტოს განმარტებით, 2026 წლის გამარჯვებულები ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც მომხმარებლებს უმაღლეს დონეზე ემსახურებიან, ამავე დროს ადგენენ სრულყოფილების, მდგრადობისა და ლიდერობის სტანდარტებს გლობალურ საინვესტიციო საბანკო ინდუსტრიაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად Euromoney-მაც დაასახელა.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ზარის დარეკვა, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟის სიმბოლური ტრადიცია

30.04.2026.18:29

ფინანსურ სამყაროში ცოტას თუ ვხვდებით ისეთ სიმბოლოს, რომელსაც ისეთივე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, როგორიც საფონდო ბირჟაზე ზარის დარეკვას. ფორმით მარტივი, მაგრამ შინაარსით მნიშვნელოვანი ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე - ნიუ-იორკიდან ჰონგ-კონგამდე, ფრანკფურტიდან ლონდონამდე - კვლავ აუწყებს მსოფლიოს განსაკუთრებულ ფინანსურ თუ კორპორატიულ სიახლეებს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზარის გამოყენების ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება. დროთა განმავლობაში მისი პრაქტიკული დანიშნულება (სავაჭრო დღის დაწყებისა და დასრულების მინიშნება) გლობალურად აღიარებულ სიმბოლურ ცერემონიად გადაიქცა. ეს ტრანსფორმაცია კი როგორც თავად ბირჟის, ისე თანამედროვე ბაზრის განვითარებას ნათლად ასახავს.

ზარი, როგორც სავაჭრო დღის დასაწყისისა და დასასრულის მანიშნებელი

ლონდონის საფონდო ბირჟის ადრეულ წლებში სავაჭრო გარემო სრულიად განსხვავებული იყო. ბირჟის დარბაზში ისმოდა ბროკერების ხმაური, შეკვეთები ხელით იწერებოდა, სწრაფად იცვლებოდა საბუთები და შეთანხმებები. ასეთ ქაოსურ, მაგრამ ორგანიზებულ გარემოში ზარს განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა, ის იყო სიგნალი, რომელიც დღის დაწყებას ან დასრულებას ოფიციალურად მიანიშნებდა.

იმ დროს ზარი სიმბოლო არ ყოფილა. იგი უფრო მეტად მანიშნებელი იყო.

ცვლილებები Big Bang-ის დროს

1986 წლის 27 ოქტომბერს ბრიტანეთის ფინანსურ სექტორში განხორციელებულმა რეფორმამ, რომელიც „Big Bang“-ის სახელითაა ცნობილი, ბაზრის წესები რადიკალურად შეცვალა. ელექტრონულმა სისტემებმა ტრადიციული სავაჭრო დარბაზი ჩაანაცვლა, ეკრანებით ვაჭრობამ კი ფიზიკური ზარის საჭიროება გააქრო.

ამის შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოფიციალური გახსნისა და დახურვის ცერემონიების გარეშე ფუნქციონირებდა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ბაზარი ტექნოლოგიურ ეფექტიანობაზე უფრო მეტად იყო ორიენტირებული, ვიდრე ინსტიტუციურ რიტუალებზე.

ტრადიციის დაბრუნება

მომდევნო წლებში მსოფლიოს სხვა ბირჟებმა საკუთარი ისტორიული ტრადიციების აღდგენა დაიწყეს, მათ შორის ლონდონის ბირჟისთვისაც მნიშვნელოვანი გახდა საკუთარი ცერემონიული იდენტობის დაბრუნება.

2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟამ წარმოადგინა ბაზრის გახსნის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ცერემონია, რომელმაც კლასიკური ზარის დარეკვის ტრადიცია ახალი ფორმით გააცოცხლა.

დღეს ზარის ნაცვლად, ბაზრის გახსნა სპეციალურ სივრცეში მინის ბლოკის განთავსებით მიმდინარეობს,, რის შემდეგაც იწყება ათვლა და ციფრულ ეკრანებზე ვაჭრობის დღის დაწყების ეფექტური ვიზუალური ინსტალაცია ისახება, რომელიც ვარსკვლავურ თემატიკას იმეორებს. გამორჩეული, სიმბოლური ცერემონიით იხურება სავაჭრო დღეც, რომელსაც ბაზრის სხვდადასხვა მონაწილეები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებიან.

კომპანიებისთვის კი ეს არა მხოლოდ საზეიმო მომენტია, არამედ წარმოადგენს მაღალი დონის პლატფორმას ორგანიზაციის გზავნილების გასაჟღერებლად. ლონდონის საფონდო ბირჟის სივრცეში ჩატარებული ცერემონია საერთაშორისო აუდიტორიისთვის მკაფიო სიგნალია კომპანიის მასშტაბის, სანდოობისა და განვითარების შესახებ.

დღეს სავაჭრო ოპერაციების დიდი ნაწილი ალგორითმებითა და მილიწამებზე სწრაფი სისტემებით ხორციელდება. ასეთ რეალობაში ცერემონიები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს - ის ყოველ სავაჭრო დღეს გვახსენებს, რომ ბირჟა მხოლოდ სავაჭრო პლატფორმა არ არის: ეს არის ინსტიტუტი ისტორიით, კულტურით და უნარით, ღირსეულად აღნიშნოს მომენტები, რომლებიც ბიზნეს სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა