Global Finance-მა საქართველოს ბანკი GEN AI-ის დანერგვისთვის რეგიონულ ინოვატორებს შორის დაასახელა
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის დაჯილდოებაზე – Innovators Awards 2026 – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ბანკი გამარჯვებულებს შორის დასახელდა ნომინაციაში Top Financial Innovations – Central and Eastern Europe, კომპანიის მასშტაბით გენერაციული AI-ის დანერგვისთვის.
აღნიშნული დაჯილდოებაზე Global Finance ავლენს ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსურ სექტორში ქმნიან ახალ სტანდარტებს, ავითარებენ ინოვაციურ ინსტრუმენტებს და ტექნოლოგიების საშუალებით სამომხმარებლო გამოცდილებასა და ბიზნესპროცესებს აუმჯობესებენ.
საქართველოს ბანკის ინიციატივა კი წარმოადგენს ორგანიზაციის მასშტაბით დანერგილი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება — ოპერაციული ეფექტიანობის გასაზრდელად, პროცესების გასამარტივებლად, თანამშრომლების შესაძლებლობების გასაძლიერებლად და მომხმარებლისთვის უფრო სწრაფი, პერსონალიზებული სერვისების შესაქმნელად.
“გვიხარია, რომ საქართველოს ბანკმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩვენთვის ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ არის — ეს არის რეალური ღირებულების შექმნა მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის და ბიზნესისთვის. ჩვენი გუნდი ამ მიღწევაზე არ ჩერდება და განვაგრძობთ უახლესი ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხეილ ნადარეიშვილმა.
Global Finance უკვე მეცამეტედ ატარებს Innovators Awards დაჯილდოების პროგრამას. გამარჯვებულები Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ, დარგის ექსპერტ ჟურნალისტებთან თანამშრომლობით შეარჩია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ამავე დაჯილდოებაზე მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბებს შორის დასახელდა.
სხვა სიახლეები
„წლების მანძილზე“ - სილქნეტი და National Geographic—საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ
04.05.2026.16:08
ჟურნალი National Geographic საქართველო, რომელიც უკვე 13 წელია ქართულ ენაზე უმაღლესი დონის ფოტოგრაფიასა და აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებს აცნობს მკითხველს, „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში, ფოტოგამოფენას გამართავს.
ექსპოზიცია ასახავს საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, კულტურას, მეცნიერებას, ისტორიასა და თანამედროვეობას. გამოფენაში მონაწილეობენ ის ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე თანამშრომლობენ რედაქციასთან. წარმოდგენილი იქნება შთამბეჭდავი კადრები სტატიებიდან, რომლებმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა და ასევე —ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ საინტერესო, შთამაგონებელი თუ დამაფიქრებელი ფოტოები, რომლებიც National Geographic¬-ის ამბის თხრობის განუყოფელი ნაწილია.
გამოფენას კომპანია სილქნეტის წარდგენით, 5 მაისს 19:00სთ, MOMA TBILISI თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზ.27) გაიხსნება. დამთვალიერებელი იხილავს ნათელა გრიგალაშვილის, დიმიტრი ერმაკოვის, დავით თაბაგარის, ვიქტორ ლიაგუშკინის, ნიკა მელიქიშვილის, ნიკოლოზ მჭედლიძის, ნიკა პაპოშვილის, თაკო რობაქიძის, მეინარდ ოუენ უილიამსის, ფერნანდო ხავიერ ურკიხოს, ირმა შარიქაძის, გურამ წიბახაშვილის ნამუშევრები.
1888 წელს აშშ-ში დაარსებული ჟურნალის არქივი ინახავს National Geographic-ისთვის დამახასიათებელი სიღრმითა და შთამბეჭდავი ვიზუალური მასალით მოთხრობილ უამრავ საინტერესო ამბავს, რომელიც ხელს უწყობს მკითხველს სამყაროს უკეთ შეცნობაში და ამ სამყაროში ადამიანის როლის გააზრებაში. ჟურნალის ქართული გამოცემა ამ მისიას 2012 წლიდან კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ემსახურება.
გამოფენა 5 ივნისამდე გაგრძელდება.