მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.5
0.0008
flag
AZN 1.575
-0.0011
flag
CNY 39.368
0.0001
flag
EUR 3.1146
-0.0055
flag
GBP 3.5759
-0.0079
flag
KZT 57.23
0.0015
flag
TRY 0.0587
-0.0001
flag
USD 2.6774
-0.0015
news banner

„გორგია“ გლდანის სითი მოლში ოფიციალურად გაიხსნა

news image

„გორგიამ“ დღეს, „გლდანი სითი მოლში“ ახალი ფილიალი ოფიციალურად გახსნა. მრავალფეროვანი ასორტიმენტი და სპეციალური ფასდაკლებები პირველი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ახალი სივრცის მიზანია გლდანისა და მიმდებარე უბნების მაცხოვრებლებისთვის სახლის, ეზოსა და რემონტისთვის საჭირო პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გამარტივებაა. დღეიდან მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში მოიძიონ ევროპული და წამყვანი საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია: დაწყებული სამშენებლო-სარემონტო მასალებიდან, დასრულებული ავეჯით, დეკორითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

„მოხარულები ვართ, რომ დღეიდან გლდანის მოსახლეობას კიდევ უფრო ახლოს, მათთვის კომფორტულ ლოკაციაზე ვთავაზობთ საუკეთესო ფასებსა და მრავალფეროვან ასორტიმენტს. აქ მომხმარებელი სხვადასხვა მიმართულებით იპოვნის სასურველ პროდუქტებს და რაც მთავარია, გორგიას სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია გლდანის ფილიალშიც. 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ ახალ ფილიალში 100-მდე ადამიანი დასაქმდა. გახსნის პირველივე საათებიდან ჰიპერმარკეტმა მაღალი აქტივობა აჩვენა და ჩვენ მზად ვართ თითოეულ სტუმარს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ,“ -განაცხადა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გურულმა.

ფილიალის გახსნის აღსანიშნავად, „გორგია“ მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციებს სთავაზობს. მხოლოდ გახსნის კვირეულში, გლდანი სითი მოლის ფილიალში მისულ სტუმრებს დახვდებათ სპეციალური ფასდაკლებები ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე.

გორგია“ საქართველოს მასშტაბით უკვე 14 ფილიალით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს 60 000-მდე დასახელების პროდუქციას სთავაზობს. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, სტამბოლში, ერევანში, ჯიდასა და სოფიაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საზაფხულო STEM-ბანაკი და ახალი პროექტები - Robo Coder სამომავლო გეგმებზე

18.05.2026.18:00

ამჟამად Robo Coder-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია - სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და აქტიურად ვემზადებით მოსწავლეების საბოლოო პროექტებისთვის “, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საგანმანათლებლო სივრცე Robo Coder-ის დამფუძნებელმა ნინო ბექაურმა განუცხადა.

რა მიმდინარე სიახლეებია Robo Coder-ში და რა ახალ შესაძლებლობებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ამჟამად Robo Coder-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია - სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და აქტიურად ვემზადებით მოსწავლეების საბოლოო პროექტებისთვის, შემაჯამებელი პრეზენტაციებისთვის, ასევე ბავშვებისთვის სერტიფიკატებისა და დიპლომების გადასაცემად. ჩვენთვის ეს მხოლოდ სეზონის დასრულება არ არის - ეს არის შესაძლებლობა, ვაჩვენოთ როგორც მშობლებს, ისე თავად ბავშვებს, რამდენად დიდი პროგრესი განიცადეს წლის განმავლობაში.

პარალელურად ვამზადებთ საზაფხულო პროგრამებსა და Robo Coder-ის ტრადიციულ STEM-ბანაკს, რომელიც ივნისში დაიწყება. ყოველწლიურად ვცდილობთ, ბანაკი იყოს არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ თემატური და ბავშვებისთვის მაქსიმალურად საინტერესო და ინტერაქტიული. ამ სეზონზეც ვამზადებთ ახალ პროექტულ მიმართულებებს, სადაც გაერთიანდება რობოტოტექნიკა, ინჟინერია, პროგრამირება, ხელოვნება და გუნდური მუშაობა.

თქვენი დაკვირვებით, რა ფაქტორებმა განაპირობა Robo Coder-ის ზრდა და განვითარება?

Robo Coder-ის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი თავიდანვე იყო ის, რომ პროექტი შევქმენით როგორც გრძელვადიანი საგანმანათლებლო სივრცე 3-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამის წყალობით ბევრი მოსწავლე ჩვენთან რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობს და ეტაპობრივად გადადის კონსტრუირების საწყისი უნარებიდან უფრო რთულ საინჟინრო და პროგრამულ პროექტებზე.

ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს პედაგოგების გუნდსაც. ბევრი მასწავლებელი ჩვენთან უკვე წლებია მუშაობს, კარგად იცნობს ბავშვებს და ახერხებს კომფორტული და მოტივაციის მომცემი გარემოს შექმნას.

მშობლები განსაკუთრებით აფასებენ ინდივიდუალურ მიდგომასა და მცირე ჯგუფებს, სადაც თითოეულ ბავშვს საკმარისი ყურადღება ექცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნოლოგიების სწავლება, არამედ ისეთი უნარების განვითარებაც, რომლებიც ბავშვებს მომავალში აუცილებლად დასჭირდებათ - ლოგიკური აზროვნება, კრეატიულობა, კომუნიკაცია, დამოუკიდებლობა და გუნდური მუშაობა.

დღეს რა არის ის მთავარი ფაქტორები, რაც განსაზღვრავს Robo Coder-ის სტრატეგიას და როგორ პასუხობთ ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნას STEM განათლებაზე?

დღეს STEM-განათლება განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება, რადგან მშობლები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ მომავლის უნარების მნიშვნელობას. თანამედროვე ბავშვებისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ არის საკმარისი - მნიშვნელოვანია ლოგიკური აზროვნება, ანალიზის უნარი, პროექტების შექმნა და ტექნოლოგიებთან ადრეული ასაკიდან მუშაობა.

სწორედ ამიტომ Robo Coder-ის სტრატეგია ეფუძნება პრაქტიკულ სწავლებას, ბავშვების ჩართულობასა და პროგრამების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე მორგებას. ჩვენ ვცდილობთ, სწავლა იყოს ერთდროულად სასარგებლო და საინტერესო, რათა ბავშვებმა ტექნოლოგიები აღიქვან არა როგორც რთული თეორია, არამედ როგორც შემოქმედებისა და საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობა.

ასევე ვხედავთ დიდ მოთხოვნას ხარისხიან საგანმანათლებლო გარემოზე, სადაც ბავშვი ემოციურადაც კომფორტულად გრძნობს თავს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინდივიდუალურ მიდგომასა და მეგობრულ გარემოს შორის ბალანსის შენარჩუნება.

რა არის Robo Coder-ის შემდეგი ნაბიჯები და როგორ ხედავთ მის განვითარებას უახლოეს პერიოდში?

უახლოეს პერიოდში Robo Coder რამდენიმე მიმართულებით აქტიურ განვითარებას გეგმავს. ერთ-ერთი უახლოვესი პროექტია საზაფხულო STEM-პროგრამები და ბანაკი, რომლებიც ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას ინტენსიურ და შემოქმედებით ფორმატში მიიღონ ახალი ცოდნა.

ასევე განვიხილავთ ახალი ფილიალების გახსნას სხვა ქალაქებსა და რაიონებში, რათა თანამედროვე STEM-პროგრამები უფრო მეტი ოჯახისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ონლაინ-კურსების შექმნა პროგრამირებისა და რობოტოტექნიკის მიმართულებით. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში ჩავრთოთ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებიც და კიდევ უფრო გავაფართოოთ პროექტის საგანმანათლებლო შესაძლებლობები.

სამომავლოდ ასევე დაინტერესებულები ვართ სკოლებთან თანამშრომლობითა და პარტნიორული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებით, რაც თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულებების დამატებით განათლებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა