მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

ლოლუს წყლის დისპენსერი - წყალი ოფისისთვის და სახლისთვის

news image

ლოლუ მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: საქართველოს ბანკი, კრედო ბანკი, კრისტალი, ინტელექსპრესი, ევექსის კლინიკები და სხვა. ყოველდღიურად ლოლუს წყლის დისპენსერი გაფილტრულ წყალს ოფისებში და ასეულობით სერვისცენტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამას უკვე 3 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.

„ჩვენი კომპანია სრულად ქართული წამოწყებაა და თავიდანვე გათვლილი იყო საქართველოში, წყლის ინდუსტრიაში შექმნილი მიდგომები მასშტაბურად შეეცვალა.

როდესაც „ლოლუ“ იწყებდა პარტნიორობას უმსხვილეს ორგანიზაციებთან, ვაცნობიერებდით რომ დიდ წარმატებასთან ერთად, პასუხისმგებლობაც, ანალოგიურად მასშტაბური გახლდათ. „ლოლუს“ წყლის დისპენსერებს ყოველდღიურად 270 000-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს, 550-ზე მეტი კომპანიის, 2 000-ზე მეტ ფილიალში.

ჩვენი წარმატებისთვის შემდგომი ფაქტორები გახდა ხელშემწყობი:

  • ინოვაციური - ლოლუს წყლის დისპენსერს არ სჭირდება წყლის ბოცა, უწვრილესი 6 მილიმეტრიანი მილით უერთდება ცენტრალურ წყალმომარაგებას და კორეული წყლის ფილტრაციის 5-საფეხურიანი სისტემით მუდმივად იფილტრება. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით, სრულად გაქრა დისპენსერის წყლის ბოცის ლოდინის, მიწოდების, დასაწყობებისა და შეცვლის პრობლემები.
  • ადაპტირებული - ლოლუს წყლის დისპენსერი გათვლილია როგორც კომპანიებში დიდი დატვირთვით გამოყენებისთვის, ასევე კერძო სახლებში და ბინებში განსათავსებლად. ასევე შეუზღუდავია მისი განთავსების არეალი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებელია განთავსდეს როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ მაღალმთიან რეგიონებში - ხულო, ქედა, მესტია, ამბროლაური, ცაგერი, სადაც კომპანიები აღარ არიან დამოკიდებულები სეზონსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე.
  • ავტომატიზირებული - "ლოლუ" მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იღებს საკუთარ თავზე წყლის დისპენსერების მონიტორინგს. თანამედროვე სისტემებით აღწერს და ახორციელებს გეგმიურ ვიზიტებს თითოეულ ლოკაციაზე ფილტრების შესაცვლელად, მომხმარებლების ჩართულობის - ზარების და შეხსენების გარეშე, დამოუკიდებლად, რითიც კიდევ უფრო იზოგება დრო და კომფორტული ხდება მომსახურება.
  • მინიფიცირებული - წყლის სახლის აპარატი - კერძო მომხმარებლებისთვის მათ სახლებში, კომპანიების მსგავსად, ხელმისაწვდომი გახდა ლოლუს სამაგიდე სამაგიდე მინი წყლის დისპენსერის განთავსება, როგორც თბილისში, ასევე აგარაკებსა და რეგიონებში.

"ლოლუმ" ბოლო წელიწადის განმავლობაში რამდენიმე ასეული მინი წყლის დისპენსერი დაამონტაჟა კერძო მომხმარებლების სახლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. დისპენსერების განთავსება განსაკუთრებით აქტუალური გახდა ოჯახებისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და მნიშვნელოვანია სუფთა, გაფილტრული წყლის მიღება.
დამატებით, აგარაკებთან მიმართებაში, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ მომხმარებელი შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში არ საჭიროებდეს წყლის დისპენსერს. აქედან გამომდინარე, მათი სურვილის შესაბამისად, სეზონურად ვუმართავთ, რაც მათთვის დამატებით კომფორტს ქმნის.

ის ძირითად მამოძრავებელი ძალა, რომელიც ყოველივე ზემოთ თქმულს აერთიანებს, გახლავთ თავად ლოლუს გუნდი, საერთო აზრის ირგვლივ შეკრებილი ენთუზიასტები, სადაც მომხმარებელი გრძნობს რომ ლოლუს ყველა რგოლი, დაწყებული ტექნიკური დეპარტამენტით, ფინანსურის ჩათვლით, მუდმივად ზრუნავს მათზე და ფიქრობს გაუმარტივოს არამხოლოდ გაფილტრული წყლის მიწოდება, არამედ ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა ასპექტი.
ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორის მასშტაბსა თუ საქმიანობას, ლოლუ თანაბარი ყურადღებითა და სიზუსტით ემსახურება, როგორც ასეულობით ფილიალის მქონე კომპანიებს, ასევე რამოდენიმე ან თუნდაც ერთი ოფისის მქონე პარტნიორებს, რომელთაც ანალოგიურად უმარტივებს ყოველდღიურ რუტინულ პროცესებს. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი პარტნიორი.

"ლოლუს" აქვს ამბიცია, სულ მალე გახდეს რეგიონალური ლიდერი ამიერკავკასიაში და ის ქართული სტანდარტი, რომელიც დანერგა საქართველოში, მეზობელ სახელმწიფოებშიც დაამკვიდროს ", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ პირს ან კომპანიას შეუძლია „ლოლუს“ მიმართოს შემდეგ მეილზე : info@lolu.ge ან დარეკოს მითითებულ ნომერზე 577 57 46 77.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

15.05.2026.18:45

კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს, ყურადღება სამ მთავარ ფინანსურ მაჩვენებელს მიაქციონ

სალომბარდე მომსახურების ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, „ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებლის ინფორმირებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას აგრძელებს. კომპანია განმარტავს სამ ძირითად ფინანსურ მაჩვენებელს, რომელთა ცოდნა მომხმარებელს ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

„ექსპრეს ლომბარდის“ მიზანია, თითოეული მომხმარებლისთვის ფინანსური ვალდებულებები იყოს პროგნოზირებადი, ე.წ ფარული ხარჯებისა და გაურკვეველი პირობების გარეშე.

სამი მთავარი ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც სესხის ღირებულებას განსაზღვრავს

1. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი

ეს არის ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სესხის ყოველთვიურ შენატანზე. „ექსპრეს ლომბარდში“ ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე 1.5%-დან იწყება (ეფექტური 19.57%-დან). კომპანია გარანტიას იძლევა, რომ ეს პირობა არ შეიცავს ფარულ ხარჯებს და მომხმარებელი დამტკიცებულ თანხას სრულად, შემცირების გარეშე მიიღებს. ეს გამორიცხავს არსებულ პრაქტიკას, როდესაც დაბალი პროცენტის სანაცვლოდ მომხმარებელს ადგილზე განსხვავებული ან შემცირებული პირობები ხვდება.

2. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

სესხის რეალური ღირებულების შესაფასებლად ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი ეფექტური საპროცენტო განაკვეთია, რადგან ის ასახავს სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს წლიურ ჭრილში. „ექსპრეს ლომბარდში“ ეფექტური განაკვეთი 19.57%-დან იწყება. ეს მაჩვენებელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ობიექტურად შეადაროს სხვადასხვა შეთავაზება და დაინახოს სესხის სრული ღირებულება.

3. სესხის გაცემის საკომისიო - 0%

„ექსპრეს ლომბარდის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სესხის გაცემის საკომისიოს არარსებობა. მომხმარებელი თავისუფალია ნებისმიერი დამატებითი გადასახადისგან სესხის დამტკიცებისას და იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, რაც ფინანსურ ურთიერთობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის.

დამატებითი უპირატესობები მომხმარებლისთვის

გამჭვირვალე საპროცენტო პოლიტიკასთან ერთად, „ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებელს სხვა ხელსაყრელ პირობებსაც სთავაზობს:

  • გამარტივებული პროცედურა: სესხის მისაღებად არ მოითხოვება შემოსავლების დადასტურება. საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა და დასაგირავებელი ნივთი, რაც პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.
  • მოქნილი დაფარვის გრაფიკი: მომხმარებელს შეუძლია დაფაროს სესხი მისთვის მოსახერხებელი გრაფიკით - ყოველთვიურად ან სამ თვეში ერთხელ. თანხის შეტანა შესაძლებელია როგორც ფილიალებში (24/7 რეჟიმში), ისე ვებგვერდიდან და სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან.

„ექსპრეს ლომბარდი“ განაგრძობს მომხმარებლის ფინანსური განათლების მხარდაჭერას და მოუწოდებს მათ, ყოველთვის დეტალურად გაეცნონ სალომბარდე სესხის პირობებს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს ან დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს: *3939

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა