მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7258.3
0.003
flag
AZN 1.5819
-0.0005
flag
CNY 39.38
-0.001
flag
EUR 3.1431
-0.0068
flag
GBP 3.642
-0.0031
flag
KZT 57.88
0
flag
TRY 0.0595
0
flag
USD 2.6892
-0.0007
news banner

გზა ქუთაისიდან ტექნოლოგიების სამყაროში - საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გიორგი ბურჯალიანი

news image

ზოგჯერ ყველაფერი ერთი ქალაქიდან იწყება - იმ ქალაქიდან, რომელიც შენს ფიქრს, არჩევანს და საბოლოოდ, გზას განსაზღვრავს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გიორგი ბურჯალიანისთვის ეს ქალაქი ქუთაისია.

ქალაქი, რომელიც მხოლოდ მის ბავშვობას არ ინახავს - ქუთაისი ცხოვრობს მის აზროვნებაში, დამოკიდებულებებში, იმ გზაში, რომელსაც დღეს მიჰყვება. ქუთაისი მისთვის არის სიყვარულის, იუმორისა და სიმშვიდის ერთობლიობა - ის განსაკუთრებული მუხტი, რომელიც გასწავლის, სირთულეებს სიმშვიდით შეხვდე და საქმე გულით აკეთო.

აქ დრო თითქოს სხვანაირად მოძრაობს. ეს არის სივრცე, რომელიც არ გაჩქარებს, პირიქით, გაძლევს დროს, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინო. ქალაქი, სადაც ადამიანებს შორის ზღვარი ხშირად პირობითია, და სრულიად უცნობიც კი შეიძლება ერთ წამში შენიანი გახდეს.

“ჩემთვის ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც გასწავლის ფიქრს და გაძლევს დროს საკუთარი თავის აღმოსაჩენად. აქ ვისწავლე, რომ ნებისმიერ სირთულეს იუმორით და სიმშვიდით უნდა შეხვდე, ხოლო საქმე სიყვარულით აკეთო. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შორის ზღვარი პირობითია და სრულიად უცნობიც კი შეიძლება ერთ წამში შენიანად და ნაცნობად იგრძნო”, - აღნიშნავს გიორგი.

სწორედ ამ გარემოში ისწავლა გიორგიმ მთავარი - დაინახოს გამოსავალი იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემას ამჩნევენ.

“ქუთაისმა მასწავლა მთავარი – გამოსავლის პოვნა იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემას ხედავენ. როცა მინიმალური რესურსით მაქსიმალურ შედეგს იღებ. ჩემს პროფესიაში, ტექნოლოგიებში, ეს თვისება გადამწყვეტია: ნებისმიერი რთული კოდი თუ სისტემური ხარვეზი სწორედ ასეთ მოქნილ მიდგომას მოითხოვს.

გარდა ამისა, ამ ქალაქმა ჩამომიყალიბა შინაგანი სიმტკიცე. აქ სწავლა და ამოცანებთან ჭიდილი, ყოველდღიური ცხოვრება ერთგვარი მამოძრავებელი ძალა იყო, რამაც მასწავლა, რომ სირთულე არა დაბრკოლება, არამედ ზრდის შესაძლებლობაა. სწორედ ეს არდანებების და არგაჩერების თვისება მეხმარება, რომ დღეს ნებისმიერ გამოწვევას მშვიდად და მომზადებული შევხვდე. საბოლოოდ, ქუთაისმა მასწავლა, რომ ცოდნა ყველაზე დიდი ძალაა, ხოლო სწორი ხედვა, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად საუკეთესო იარაღი”, - გვიყვება გიორგი.

ეს უნარი კი შემთხვევით არ ჩნდება. ის ყალიბდება პატარა, თითქოს უმნიშვნელო მომენტებიდან - როცა ბავშვობაში რაღაცას შლი, მერე თავიდან აწყობ, ცდი, შეცდომას უშვებ და თავიდან იწყებ.

გიორგისთვის ეს პროცესი 8-9 წლის ასაკში დაიწყო. ტექნიკასთან „ჩხირკედელაობა“ მისთვის თამაში კი არა, აღმოჩენა იყო - ელექტროძრავებით პატარა მოწყობილობების აწყობა, იდეის წარმოდგენა და შემდეგ მისი რეალობაში გადმოტანა.

მოგვიანებით ეს ცნობისმოყვარეობა Minecraft-ის სამყაროში გაგრძელდა - სივრცეში, სადაც ფანტაზია პირდაპირ იქცევა მოქმედებად. მაგრამ სწორედ აქედან დაიწყო უფრო ღრმა კითხვები: რა დგას ამ ყველაფრის უკან? როგორ მუშაობს სისტემა?

პასუხების ძიება მალე პრაქტიკად იქცა. თუ ვინმეს კომპიუტერზე პრობლემა შეექმნებოდა, უკვე იცოდნენ - გიორგი მოაგვარებდა. 10-11 წლის ასაკში კი საკუთარი YouTube არხიც ჰქონდა, სადაც სხვებსაც უზიარებდა ცოდნას - მარტივი, ყოველდღიური პრობლემების გადაჭრის გზებს.

“არხი ძირითადად საგანმანათლებლო იყო: ვასწავლიდი კომპიუტერთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ საკითხებს, მაგალითად, საათის გასწორებას და მსგავს რაღაცებს. ასევე ვიღებდი სხვადასხვა ნივთის შექმნის პროცესს და ზოგად საინფორმაციო ვიდეოებს.

და, ალბათ, ამ ყოველივემ ჩაუყარა საფუძველი ჩემი და ტექნოლოგიების კავშირს. შემდეგ უკვე პროგრამული ენების შესწავლაზე გადავედი. თავიდან სწავლა React-ით დავიწყე, თუმცა მალე მივხვდი, რომ ეს ნაკლებად მაინტერესებდა. უფრო ალგორითმულ და საფიქრალ სამუშაოზე გადავედი. დავიწყე ალგორითმული უნარ-ჩვევების განვითარება და სხვადასხვა ამოცანის ამოხსნა. როცა მივხვდი, რომ დამოუკიდებლად ისე ვეღარ ვუმკლავდებოდი სირთულეებს, როგორც მინდოდა, რეპეტიტორთან დავიწყე სიარული. მაშინ AI არ იყო ცნობილი და ისე განვითარებული და მჭირდებოდა ადამიანი, ვინც კონკრეტულ პრობლემას უფრო ღრმად ამიხსნიდა.

ეს იყო მისი პირველი ნაბიჯები არა მხოლოდ ტექნოლოგიებში, არამედ აზროვნების იმ სტილში, რომელიც დღესაც განსაზღვრავს მის გზას.

სკოლა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა - ადგილი, სადაც სწავლა მუდმივ გამოწვევასთან ასოცირდებოდა. ამოცანები, დისკუსიები, დაუღალავი ფიქრი - ეს ყველაფერი ქმნიდა გარემოს, რომელიც არ გაძლევდა გაჩერების საშუალებას. სწორედ აქ გაჩნდა ის შინაგანი მუხტი, რომელიც დღემდე არ აძლევს საშუალებას დაკმაყოფილდეს მიღწეულით.

“თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში წარმატება მხოლოდ ტექნიკური ცოდნით არ განისაზღვრება, ეს არის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარის ერთობლიობა, სადაც ნებისმიერი რთული ამოცანა ლოგიკურ ნაწილებად იშლება და ოპტიმალური გამოსავალი იძებნება. ამ პროცესს საფუძვლად უდევს მუდმივი სწავლისა და განვითარების მზაობა, რაც საშუალებას გვაძლევს, სწრაფად შევითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და შევინარჩუნოთ აქტუალობა ცვალებად გარემოში. ყველაზე გენიალური კოდიც კი უფასურია, თუ მას სხვა ადამიანებამდე ვერ მიიტან, სწორედ რბილი უნარები(კომუნიკაცია და სხვა) არის ხიდი ტექნოლოგიასა და ადამიანს შორის, ის გვეხმარება გუნდურ მუშაობაში, იდეების სწორად მიტანასა და იმის გააზრებაში, თუ რა სჭირდება რეალურად მომხმარებელს”, - გვიყვება გიორგი.

ის ახლა კომპიუტერულ მეცნიერებას სწავლობს და Backend-ის მიმართულებით ივითარებს ცოდნას - იქ, სადაც იდეა რეალურ პროდუქტად იქცევა. მას აინტერესებს არა მხოლოდ შედეგი, არამედ პროცესი - როგორ მუშაობს სისტემა შიგნიდან, როგორ იქმნება რთული მექანიზმები კადრს მიღმა.

ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ბანკის სტიპენდია - მხარდაჭერა, რომელიც მისთვის მხოლოდ ფინანსური რესურსი არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც პასუხისმგებლობას აჩენს, რომ ყოველდღიურად იმუშაო უფრო მიზანმიმართულად, უფრო სიღრმისეულად.

თუმცა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იდეის შექმნის პროცესია - ის მომენტი, როცა ფიქრი კოდად იქცევა, კოდი - პროდუქტად, და პროდუქტი - რეალურ დახმარებად.

არ გაჩერებაზე საუბრისას კი ამბობს, რომ მთავარი მამოძრავებელი ცნობისმოყვარეობაა.

“ცნობისმოყვარეობა მუდმივად მიბიძგებს გავიგო, როგორ მუშაობს ესა თუ ის საკითხი და არ გავჩერდე ერთ დონეზე. ამას ემატება შეუპოვრობა და პრინციპი, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო, რაც მაძლევს ძალას სირთულეების მიუხედავად არ გავჩერდე. ამ ყველაფერს აძლიერებს პასუხისმგებლობის განცდა ქვეყნისა და მომავლის წინაშე - ვიცი, რომ ჩემი დღევანდელი ცოდნა მომავალში შეიძლება ადამიანებს დაეხმაროს და შექმნას ახალი შესაძლებლობები, ამიტომ გაჩერების უფლება არ მაქვს”, - აღნიშნავს ის.

დასახული მიზნების მიღწევის პროცესში კი საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე საუბრობს. აღნიშნავს, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური მხარდაჭერა.

“საქართველოს ბანკის სტიპენდიამ ჩემთვის გაცილებით მეტი მოიტანა, ვიდრე უბრალოდ ფინანსური მხარდაჭერაა. პირველ რიგში, მან მომცა შესაძლებლობა, რომ მთელი ჩემი რესურსი და ენერგია სწავლაზე მიმემართა და ფინანსურ საკითხებზე ფიქრის ნაცვლად, მხოლოდ ცოდნის გაღრმავებაზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული. ამასთანავე, ამ აღიარებამ ერთგვარი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც დამაკისრა. როდესაც ხედავ, რომ ასეთი მასშტაბის ორგანიზაცია შენს პოტენციალს ენდობა, ეს გაიძულებს, შენს საქმეს კიდევ უფრო სერიოზულად და პროფესიულად მიუდგე. ეს სტიპენდია ჩემთვის არის დამატებითი მოტივაცია, რომ ყოველდღიურად დავამტკიცო ამ ნდობის მართებულობა და მაქსიმუმი გავაკეთო ჩემს სფეროში წარმატების მისაღწევად”, - გვიზიარებს გიორგი.

მისი მიზანია, მიღებული ცოდნა საქართველოში გამოიყენოს და სხვებსაც გაუზიაროს. სჯერა, რომ საკუთარი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი ყველაზე დიდი მიღწევაა. და ამავე დროს ფიქრობს, რომ საქართველოში შექმნილ კოდს შეუძლია ბარიერები მოხსნას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანებისთვის.

და თუ ვინმე ახლა საკუთარ გზაზე პირველ ნაბიჯს ვერ დგამს, გიორგი ურჩევს: “არ დაელოდოთ იდეალურ მომენტს, უბრალოდ დაიწყე”.

უფრო მეტისთვის, წაიკითხეთ ბლოგი.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:  ganatleba.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა

05.05.2026.17:46

10 000 ახალი ნერგი რუსთავის ჭალის ტყეს - „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“რუსთავში, მტკვრის ორივე სანაპიროზე მასშტაბური გამწვანების აქციის მხარდამჭერები არიან. პროექტის მორიგ ეტაპზე, ხეების დარგვის პროცესში თავად „თეგეტას“ თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ინიციატივის ფარგლებში, ეტაპობრივად, ჯამში, 10 000 ნერგის დარგვაა დაგეგმილი. ამასთანავე, „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლები რუსთავის ჭალაში მყოფ მოხალისეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

გამწვანების აქციის პარალელურად „თეგეტა ჰოლდინგმა“ თანამშრომლებს „მწვანე გამოწვევა“ შესთავაზა. კომპანიის სათავო ოფისში „მწვანე სივრცე“ მოეწყო, სადაც თანამშრომლებს შეგროვებული მაკულატურის ჩაბარება შეეძლოთ. გამოწვევაში „თეგეტას“ ფილიალები ჩაერთნენ, რის შედეგადაც, ჯამში, 1 ტონამდე მაკულატურა შეგროვდა, რომელიც პარტნიორ გადამმუშავებელ კომპანიას გაეგზავნა, შედეგად კი მოჭრისგან 15 ხე გადარჩება. ინიციატივის ფარგლებში, ჰოლდინგმა ყველაზე ეკომეგობრული ფილიალი და ეკომეგობრული დეპარტამენტი გამოავლინა და წაახალისა.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კოორდინატორი: „გარემოს დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. გვიხარია, რომ ხეების დარგვა იმ პროექტის ნაწილია, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს რუსთავის ჭალის ტყეს. „თეგეტაში“ მსგავსი პროექტების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტში „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთნენ. მიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს როგორც ქალაქ რუსთავის გამწვანებასა და მისი ეკოსისტემის გაუმჯობესებაში, ისე შიდა ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებაში, რომელიც მეორადი ქაღალდების ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას მოიცავს“.

რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე დაახლოებით 300 ჰექტარს მოიცავს. ქალაქის განაშენიანება მტკვრის ჭალის გარშემო მიზანმიმართულად დაიგეგმა, რადგან ამ ტერიტორიას რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში ჰაერის ნაკადის გაწმენდის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. გარდა ამისა, ჭალაში 140-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს. სწორედ ამიტომ ჭალის ტყის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსთავისთვის. პროექტი რუსთავის მერიასთან პარტნიორობით განხორციელდა.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის" დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება გარემოზე ზრუნვას. კომპანიის მისია სპეციფიკური ნარჩენების მართვაა, რაც მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას გულისხმობს. გარემოსთვის მავნე ნარჩენების გადამუშავების პარალელურად, აქტიურად ვუწყობთ ხელს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გამწვანებას, ტყეების გაშენებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას მოიცავს. რუსთავის ჭალა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა 90-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა: ტყე გაიჩეხა, ბიომრავალფეროვნება გაუარესდა და ეკოსისტემა დაზიანდა. „თეგეტა გრინ პლანეტში“ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და კარგად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ამ მიდამოებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნების ხელშესაწყობად. იმედი გვაქვს, რომ ასეთი კარგი და ფართომასშტაბიანი პროექტი მომავალშიც გაგრძელდება“.

გამწვანების აქცია და მწვანე გამოწვევა „თეგეტა ჰოლდინგმა" დედამიწის დღეს მიუძღვნა, რომელიც 1970 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება. წელს ამ დღის ლოზუნგი იყო „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც გარემოზე ზრუნვის პროცესში თითოეული ადამიანის ძალისხმევის მნიშვნელობას წარმოაჩენს. 

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ მესამე წელია, ერთვებიან. წინა წლებში, მოხალისეებთან ერთად, 3 000 ნერგი დაირგა, ამჯერად კი მასშტაბი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

რაც შეეხება „მწვანე გამოწვევას“, „თეგეტაში“ პროექტი უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა და მესამე წელია, იმართება. ამ ინიციატივაში ყოველწლიურად ასობით „თეგეტელი“ ერთვება და, ჯამში, უკვე 3 ტონაზე მეტი მაკულატურაა შეგროვებული. მაკულატურის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის მიწოდების შედეგად კომპანია წიგნებს იღებს, რომლებსაც „თეგეტა“ სოფლის ბიბლიოთეკებში ბავშვებისათვის აგზავნის.

გარემოს დაცვა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაიული პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება.

„თეგეტა” აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველწლიურად გროვდება ათასობითტონა საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას.

დამატებით, თეგეტა მუდმივად მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობის წასახალისებლად გარემოსდაცვით პროექტებში, მათ შორისაა კამპანიები - არ გადაყარო, ჩააბარე”, მომხმარებლების მიერ ჩაბარებული ასობით ტონა სპეციფიკური ნარჩენი, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის განთავსებული ათეულობით მწვანე ყუთი თეგეტას სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა