KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ — ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სწრაფი კვების ბრენდი, KFC, საქართველოს ბაზარზე მიწოდების მოდელს ცვლის. დღეიდან KFC-ის გამოძახება შესაძლებელია მხოლოდ Glovo-ზე, მულტიკატეგორიული მიწოდების პლატფორმაზე, რომელიც ბრენდმა საქართველოში ერთადერთ პარტნიორად აირჩია. გადაწყვეტილება უკავშირდება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, მიწოდების ხარისხის ზრდასა და პროცესის გამარტივებას.
გააზრებული ბიზნეს გადაწყვეტილება
რამდენიმე პლატფორმაზე პარალელურად მუშაობის ნაცვლად, KFC ირჩევს ერთ პარტნიორთან ახლო და სრულად ინტეგრირებულ თანამშრომლობას. ეს მოდელი მომხმარებლისთვის ნიშნავს უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად და ხარისხიან სერვისს. მსოფლიოში მსგავსი მიდგომა ხშირად გამოიყენება, როდესაც მთავარი პრიორიტეტი არის არა მიწოდების პლატფორმების რაოდენობა, არამედ მომსახურების ხარისხი. Glovo-სთვის ეს პარტნიორობა პლატფორმის ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ოპერაციული ეფექტიანობის კიდევ ერთი დასტურია.
რა იცვლება მომხმარებლისთვის
ახლა KFC-ის გამოძახება კიდევ უფრო კომფორტული ხდება. თანამშრომლობა მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს ყველა ეტაპზე — შეკვეთიდან მიწოდებამდე. მომხმარებლებს ელით:
● უფრო სწრაფი მიწოდება Glovo-ს დაფარვის ზონებში
● სისწრაფესთან ერთად, კიდევ უფრო ხარისხიანი და გემრიელი შეკვეთის მიღება
● მენიუს განახლებები, რომლებიც პირველად Glovo-ზე გამოჩნდება
● სიახლეები და სპეციალური შეთავაზებები მხოლოდ Glovo-ზე
● მარტივი და კომფორტული შეკვეთის პროცესი
თამთა ქაქუჩაია, Glovo-ს პარტნიორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:
„KFC-თან პარტნიორობა ჩვენთვის გააზრებული ბიზნეს გადაწყვეტილებაა. გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისი, რომელიც იქნება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული. როცა ყველაფერი ერთ პლატფორმაზე ერთიანდება, ბევრად მარტივია თითოეული ეტაპის გაუმჯობესება — შეკვეთიდან მიწოდებამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა KFC-ის საყვარელი პროდუქტები სწრაფად, კომფორტულად და შეუფერხებლად მიიღონ.”
სანდრო დარსაველიძე, KFC-ის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი:
„KFC-ის მომხმარებლებისთვის ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მიწოდების სერვისი მაქსიმალურად მიუახლოვდება იმავე გამოცდილებასა და ხარისხს, რასაც მომხმარებელი უშუალოდ რესტორანში იღებს. სერვისი გახდება კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტიანი, ხოლო ყველა სიახლე და შეთავაზება ერთ სივრცეში — Glovo-ზე გაერთიანდება, რათა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე კიდევ უფრო მიზანმიმართულად ვიზრუნოთ.”
Glovo-ს შესახებ
Glovo არის წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს, ბიზნესებსა და კურიერებს და უზრუნველყოფს მრავალკატეგორიულ, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სერვისებს ადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათო მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებიდან, ასევე სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტიდან. როგორც სწრაფი კომერციის ერთ-ერთი ლიდერი, Glovo-ს ხედვაა შექმნას ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტფლეისი, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ქალაქში არსებულ ნებისმიერ პროდუქტზე რამდენიმე წუთში. კომპანია 2015 წელს ბარსელონაში დაარსდა და ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 22 ქვეყანაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/
KFC-ის შესახებ
KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში ქეი ეფ სი-ის რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და ამჟამად წარმოდგენილია 20 რესტორნით ქვეყნის 6 ქალაქში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.kfc.com.ge/about-us
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 6.8%-ია
სხვა სიახლეები
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
15.05.2026.16:30
თიბისი კაპიტალი და ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად მართავენ მაკრო-სექტორულ შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესს მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებსა და სექტორულ განახლებებს უზიარებენ. ამ ფორმატში მორიგი ღონისძიება - „მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - გაიმართა.
შეხვედრა თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას დაესწრნენ AmCham-ის წევრი კომპანიები და ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან.
თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წელს გლობალური ეკონომიკური გარემო მნიშვნელოვნად გართულდა. წლის დასაწყისში საერთაშორისო ბაზრებზე ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის შემცირების მოლოდინი არსებობდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა პროგნოზები შეცვალა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე დამატებითი წნეხი შექმნა - ნავთობის ტრანზიტი 10%-მდე შემცირდა, რაც ინფლაციის ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკებს ზრდის.
ამ ფონზე, საქართველო მდგრად პოზიციას ინარჩუნებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა წელს 7.4%-ით გაიზრდება, რასაც ძირითადად ექსპორტის ზრდა განაპირობებს.
რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, თიბისი კაპიტალის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი დადებითი ტენდენციებით ხასიათდება - 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდული ბინების რაოდენობა 18.7%-ით, ხოლო ფასები 5.6%-ით გაიზარდა. ზრდას განაგრძობს ტურიზმიც - პირველ კვარტალში სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა 830 მილიონ დოლარს გადააჭარბა. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის შუა კორიდორზე გაზრდილი მოთხოვნაც, რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნები ირანის გვერდის ავლით ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს აქტიურად ეძებენ.