ყველა ძირითადი მიმართულებით საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს სრული განახლება - იქნება გაცილებით გაუმჯობესებული კომპანია, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ეფექტურად მოახდენს სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებას l ლაშა აბაშიძე
ყველა ძირითადი მიმართულებით საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს სრული განახლება - იქნება გაცილებით გაუმჯობესებული კომპანია, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ეფექტურად მოახდენს სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებას , - აღნიშულის შესახებ, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში განაცხადა.
„ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ მართლაც უპრეცედენტო პროექტები გვაქვს დაწყებული, ასეთი რამ საქართველოს რკინიგზაში არ მომხდარა. ჩვენ დაგვხვდა მნიშვნელოვანი გამოწვევები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, ასევე სამგზავრო მიმართულებით და ზოგადად საოპერაციო მიმართულებით. სატვირთოს მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, ფაქტობრივად ჩვენ სრულად ვაახლებთ ჩვენს ელმავლებს და ლოკომოტივებს, ასევე მინდა გითხრათ რომ სამგზავრო მიმართულებით სრულად გვეყოლება ახალი მატარებლები და გაუმჯობესებული იქნება სამგზავრო მიმართულება, ასევე ვაახლეთ სადგურებს და ეტაპობრივად უკვე დაწყებული გვაქვს სამგზავრო სადგურების განახლება. ასე რომ ყველა ძირითადი მიმართულებით საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს სრული განახლება და იქნება გაცილებით გაუმჯობესებული კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც მოემსახურება როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე უფრო ეფექტურად მოახდენს სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებას “, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
სხვა სიახლეები
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
15.05.2026.12:35
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს სააფთიაქო ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს საასურველი პროდუქტი „რაუნდ ლაბის“ მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან.
ბრენდი რამდენიმე ხაზს აერთიანებს ღრმა ჰიდრატაციის და მგრძნობიარე კანის მოვლის (Dokdo Line), ინტენსიური დატენიანების და ტენიანობის ბალანსის (Birch Juice Line), დამამშვიდებელი მოვლის (Pine Calming Cica line), კანის ბარიერის გამაძლიერებელი (Soybean Panthenol Line), ასაკობრივი კანის მოვლისა და ელასტიკურობის (Camellia Line), გამაღიავებელი ეფექტისა და პიგმენტური ლაქების მოვლის (Vita Line).
კანის ბალანსის დაცვა ბუნებრივი ინგრედიენტით განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვთა და ჩვილების მოვლისთვის. ROUND LAB ბავშვთა მოვლის ხაზი Baby Mild შექმნილია პატარების კანის სათუთი და უსაფრთხო მოვლისთვის.
სამხრეთ კორეული თავის მოვლის ბრენდი „რაუნდ ლაბი“ 2017 წელს დაარსდა. K-beauty მიმართულებაში დღეს ის ერთ - ერთ ყველაზე გამორჩეულ და პოპულარულ ბრენდად მიიჩნევა. განსაკუთრებით, ბუნებრივი შემადგენლობის ფორმულების, მგრძნობიარე კანისთვის უსაფრთხო პროდუქტებისა და მინიმალისტური შემადგენლობის ეფექტური და უსუნო პროდუქციის გამო.
“თავის მოვლის მსოფლიო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანის გარდა, PSP მომხმარებლისთვის ცნობილია კომპანია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას პირველმა გააცნო და მუდმივად ხელმისაწვდომს ხდის ახალ კორეულ ბრენდებს. ამჯერად კორეული პრემიუმ ბრენდი „რაუნდ ლაბ“ გვინდა გავაცნოთ საზოგადოებას, რომლის ფილოსოფია ეფუძნება იდეას - “Better Skin, Better Round” და აერთიანებს კორეის ბუნებრივი რესურსებით შთაგონებულ, ნაზ და ეფექტურ კანის მოვლის პროდუქტებს. კორეული ბუნების ძალის პროდუქტები უკვე ქართველი მომხმარებლის, მათ შორის ბავშვების კანის სამსახურშია“ - აცახდებენ PSP-ში.