Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ბრუნდება საქართველოს დედაქალაქი მოდის კვირეულს 7-10 მაისს უმასპინძლებს
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს 7-10 მაისს Factory Tbilisi უმასპინძლებს. კვირეულის ფარგლებში ჩვენებებზე, როგორც მოდის სფეროში უკვე დამკვიდრებული პროფესიონალების, ასევე ახალი, დამწყები დიზაინერების კოლექციები იქნება წარმოდგენილი.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მრავალდარგოვანი პლატფორმაა, რომელიც მოდას, მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კვირეულმა არაერთი ინიციატივითა და პროექტით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გლობალურ ასპარეზზე ქართული მოდის პოპულარიზაციაში. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს და მოდის ინდუსტრიისადმი გრძელვადიანი ერთგულებით გამოირჩევა. კვირეულის მთავარი მიზანია შემოქმედებითი პროფესიონალების მხარდაჭერა და საქართველოში მოდის ბიზნესის განვითარება.
2026 წლის მიმდინარე სეზონზე აუდიტორიის წინაშე ახალ კოლექციას თერთმეტი დიზაინერი წარადგენს. Factory Tbilisi-ის სივრცეში ისინი წარმოაჩენენ იმ კრეატიულობას, ოსტატობასა და გამორჩეულ იდენტობას, რაც რეგიონული მოდის სფეროსთვისაა დამახასიათებელი. მათთან ერთად ახალი თაობის დიზაინერების დებიუტიც შედგება, რაც ინდუსტრიისთვის აღმოჩენებისა და ინოვაციის მნიშვნელოვანი ეტაპია.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დედაქალაქის გულში, ხელოვნების ცენტრ - Factory Tbilisi-ში გაიმართება. ეს სივრცე ქალაქის ერთ-ერთი წამყვანი კრეატიული ჰაბია, რომელიც სხვადასხვა შემოქმედებით ინდუსტრიას აერთიანებს. მისი დინამიკური და კოლაბორაციული გარემო Fashion Week-ის იდეას ასახავს - პროგრესულსა და ექსპერიმენტულს, რომელიც თანამედროვე კულტურასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
კვირეული საერთაშორისო სტუმრებს - მედიის წარმომადგენლებს, ინფლუენსერებს, მოდის კრიტიკოსებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს უმასპინძლებს. ეს გლობალური მოდის რუკაზე თბილისის პოზიციას, როგორც მნიშვნელოვანი ცენტრის, კიდევ უფრო გააძლიერებს. გამორჩეული ესთეტიკითა და ფართო ხედვით ცნობილი მოდის კვირეული კვლავ იქნება კულტურული გამოცდილების გაზიარებისა და შემოქმედებითი დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმა.
ჩვენებების გარდა, პროგრამა გამოფენებსა და სპეციალურ ღონისძიებებს მოიცავს, რაც მონაწილეებსა და დამსწრეებს შესაძლებლობას აძლევს ისეთი გამოცდილება მიიღონ, რომელიც ჩვენებებს სცდება და თანამედროვე მოდის პროცესების უფრო სიღრმისეულ გაცნობას უზრუნველყოფს.
BENEXT - ყოველწლიური საერთაშორისო მოდის დიზაინის კონკურსი
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პარალელურად, 7-10 მაისს თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო მოდის დიზაინის კონკურსი BENEXT გაიმართება. ეს არის გლობალური პლატფორმა ახალგაზრდა კრეატიული ტალანტებისთვის, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალ დიზაინერებს აერთიანებს და მათ საერთაშორისო ჟიურის წინაშე საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს.
კრეატიულობისა და ინოვაციის აქტიური მხარდამჭერი BENEXT - ახალგაზრდა დიზაინერების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. პროგრამის ფარგლებში მოდის ცნობილი სკოლების წარმომადგენლები და ინდუსტრიის კონსულტანტები სემინარებსა და ვორქშოფებს ჩაატარებენ. კონკურსი მონაწილეებს მრავალფეროვან პრიზებს სთავაზობს. მათ შორის ფინანსურ მხარდაჭერას, სტაჟირებას, საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობას, საერთაშორისო მოდის კვირეულებსა და დიდ სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობას, ასევე PR და გაყიდვების განვითარების მხარდაჭერას.
BENEXT - დამწყები დიზაინერებსა და გლობალურ მოდის ინდუსტრიას შორის დამაკავშირებელი ხიდია.
ჯეი-ჯეი იოჰანსონი, ნიკოლოზ რაჭველი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი & ანსამბლი შავნაბადა
Factory Tbilisi კვლავ აგრძელებს ტრადიციას და მასპინძლობს სხვადასხვა კულტურულ თუ მუსიკალური ღონისძიებებს. ეს არის სივრცე, რომელიც მსმენელსა და მსოფლიო მნიშვნელობის არტისტებს შორის მუდმივად ამყარებს კავშირს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში, Factory Tbilisi-ის სცენას ერთობლივი პროექტით Jay-Jay Johanson და ნიკოლოზ რაჭველი უბრუნდებიან. შვედი მუსიკოსი Factory Tbilisi-ს სცენაზე უკვე მეორედ წარდგება და საკუთარ შემოქმედებას მაყურებელს საქართველოს ეროვნულ სიმფონიოურ ორკესტრთან, ანსამბლ შავნაბასთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გაუზიარებს. ნიკოლოზ რაჭველი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა საქართველოს მუსიკალურ ინდუსტრიაში, რომელიც საკუთარ შემოქმედებას უზიარებს როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო აუდიტორიას. მისი ხელმძღვანელობით ორკესტრმა სრულიად ახალი ჟღერადობა და ხედვა შესძინა პროექტს.
თბილისი კვლავ მოექცევა საერთაშორისო მოდის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მიმდინარე სეზონი ქართველი დიზაინერებისა და მოდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება, ახალი თაობის ტალანტებისთვის კი გამორჩეული შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ და მოდის ინდუსტრიაში დამკვიდრდნენ.
სხვა სიახლეები
გაფართოება, ახალი მიმართულებები და იმპორტ-ექსპორტის განვითარება - ARTE განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
29.04.2026.16:00
ARTE ბრენდირებული უნიფორმებისა და პრომო აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს ARTE-ს დამფუძნებელი ნინო გიგინეიშვილი ესაუბრა.
„მეორე ფილიალის დამატებასთან ერთად, მომხმარებელთა მისაღები სივრცე სრულად გადავაკეთეთ და შოურუმი ცალკე გამოვყავით, რამაც წარმოების გაფართოების პროცესის დაწყების შესაძლებლობა მოგვცა.
გადავედით გუნდის გაფართოების ეტაპზე - ვამატებთ თანამშრომლებს და ვაძლიერებთ საოპერაციო პროცესებს. პარალელურად, მიმდინარეობს ლიდერი კადრების შერჩევა, რომლებიც კომპანიის განვითარების შემდეგ ეტაპებს წარმართავენ.
ახლო პერიოდში ვგეგმავთ ბეჭდვის მიმართულებით ახალი დანადგარების დამატებას, ასევე იწყება სამკერვალოს გაფართოება, რაზეც ამ ეტაპზე ინტენსიურად ვმუშაობთ “, - ამბობს ნინო გიგინეიშვილი.
კომპანია ასორტიმენტს მუდმივად აფართოებს და მომხმარებელთა მოთხოვნებზე ოპერატიულად რეაგირებს.
„ასორტიმენტს მუდმივად ვაფართოებთ - მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად სწრაფად ვრეაგირებთ და თითქმის ყოველდღიურად ვამატებთ ახალ პოზიციებს. მნიშვნელოვნად გავზარდეთ წარმადობაც.
იანვარ-თებერვალი შედარებით ნაკლებად დატვირთული პერიოდი იყო, რაც გამოვიყენეთ შიდა პროცესების დასარეგულირებლად - გავმართეთ გაყიდვების CRM სისტემა, დავალაგეთ ოპერაციული პროცესები, მარაგების მართვა და შესყიდვების მიმართულება, რათა ყველაფერს უფრო სისტემური სახე მიეღო.
ამასთან, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან - ჩვენი პორტფელი ყოველდღიურად იზრდება და გვყავს არაერთი სტაბილური დამკვეთი, მათ შორის მრავალი მსხვილი და ბრენდული კომპანია “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ARTE სამომავლოდ იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით აქტიურ განვითარებას გეგმავს.
„გვსურს საწარმოს აშენება და გაფართოება. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ არსებული რესურსები, მათ შორის სხვადასხვა ტიპის დაფინანსება, და ეტაპობრივად განვახორციელოთ საწარმოს გაფართოება.
გარდა ამისა, გამოცხადებული გვაქვს იმპორტის მენეჯერის ვაკანსია, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მიმართულება და აქტიურად გავზარდოთ უცხოური პროდუქციის შემოტანა.
პირადად გავდივარ საწარმოს დაფინანსებისა და ექსპორტის კურსს, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში ექსპორტის მიმართულებაც სისტემურად განვავითაროთ. შესაბამისად, კომპანია უკვე აქტიურად იწყებს მუშაობას როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის განვითარებაზე “, - აღნიშნავს ნინო გიგინეიშვილი.
ინფორმაციისთვის, ARTE-ს საკმაოდ ბევრი, მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებითა და მაღალი პასუხისმგებლობით. პროდუქცია იწარმოება საქართველოში.