TOP 5 სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემიის მიხედვით - 9 თვის სტატისტიკა
2025 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 1 098 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი 983 მლნ ლარის დონეზე იყო.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მოზიდული სადაზღვევო პრემიების კუთხით ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგია.
მოზიდული სადაზღვევო პრემია კომპანიების მიხედვით:
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2025 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 098 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს.
დღის ტოპ 10 სიახლე
პირველი სეზონის გამოცდილება და სამომავლო გეგმები - როგორ ემზადება „წესის მამული“ ახალი სეზონისთვის
სხვა სიახლეები
პირველი სეზონის გამოცდილება და სამომავლო გეგმები - როგორ ემზადება „წესის მამული“ ახალი სეზონისთვის
08.05.2026.18:00
„წესის მამული“ რაჭაში, ამბროლაურში, სოფელ წესში მდებარე საოჯახო სასტუმროა, რომელმაც ოპერირება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. გასულ სეზონსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „წესის მამულის“ დამფუძნებელს, ზუკა მაისაშვილს ესაუბრა.
„მოგეხსენებათ, შარშანდელი წელი ჩვენთვის ოპერირების პირველი წელი იყო. ზაფხულის სეზონი პრაქტიკულად სრულად დატვირთული გვქონდა - გვყავდა სტუმრები როგორც ისრაელიდან და გერმანიიდან, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ უცხოელი ტურისტები რაოდენობრივად ჭარბობდნენ. მათი დიდი ნაწილი გრძელვადიანი ვიზიტით გვსტუმრობდა.
რაც შეეხება დანარჩენ პერიოდს, გვიან შემოდგომასა და ზამთარში მოთხოვნა, ბუნებრივია, შედარებით შემცირდა. გარკვეული შეფერხებებიც გვქონდა ამინდის გამო - ინფრასტრუქტურის ნაწილი მცირედ დაზიანდა, თუმცა მისი აღდგენა ოპერატიულად მოხდა. ამ ეტაპზე უკვე აქტიურად ვემზადებით ახალი სეზონისთვის, რომელიც მალე დაიწყება “, - აღნიშნავს ზუკა მაისაშვილი.
„წესის მამული“ სამომავლოდ სერვისების გამრავალფეროვნებას გეგმავს.
ჩვენი მიზანია, ღვინის მიმართულება და მასპინძლობა ერთმანეთთან შევაჯეროთ და სტუმრებს ღვინის ტურიზმზე დაფუძნებული სერვისი შევთავაზოთ, მათ შორის - ღვინის მასტერკლასები “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, სასტუმრო მეღვინეობა "ღვინუკას" ტერიტორიაზე მდებარეობს.