მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით TOP 5 სადაზღვევო კომპანია
2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 802 მილიონი ლარი.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 162 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 56 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 727 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 466 მილიონ ლარს.
2025 წლის 6 თვის მაჩვენებლებით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მოზიდული პრემიის მიხედვით ჯიპიაი ლიდერობს. სადაზღვევო კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 148 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა. მეორე ადგილზეა თიბისი დაზღვევა, რომლის მიერ მოზიდულმა პრემიამ 137 მლნ ლარი შეადგინა. მესამე პოზიციაზე კი ალდაგია, რომელმაც 6 თვეში 125 მლნ ლარის პრემია მოიზიდა.
მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით TOP 5 სადაზღვევო კომპანია:
ამასთან შემდეგ პოზიციებს იკავებენ: არდი - 58 მლნ ლარი; ირაო - 47 მლნ ლარი; უნისონი - 30 მლნ ლარი; პსპ - 26 მლნ ლარი; სადაზღვევო ჯგუფი - 17 მლნ ლარი;
საგულისხმოა, რომ ბაზარზე არსებული 19 სადაზღვევო კომპანიიდან 7 კომპანიას 2025 წლის 6 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობა შეუმცირდა.
სხვა სიახლეები
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
01.05.2026.15:54
„პორშემ“ პეკინის 2026 წლის ავტოგამოფენაზე ახალი Cayenne Coupé Electric წარმოადგინა - ავტომობილი, რომელიც მძლავრ პროპორციებს არაჩვეულებრივ ელექტროშესაძლებლობებთან აერთიანებს და რომელიც ბრენდის საკულტო მოდელის, 911-ის, დამახასიათებელი ფორმისა დამისი Flyline-სახურავის ინსპირაციით შეიქმნა. როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად Cayenne Coupe თავის სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და სპორტულ SUV-ად მიიჩნევა. თავდაპირველად ახალთახალი მოდელის 3 ვერსიაა ხელმისაწვდომი.
Cayenne Coupé-ს ახალი მოდელების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი დიდი სიმძლავრის ვიზუალური დემონსტრირებისა და 911-ის საკულტო ფორმის უნიკალური შერწყმაა - იმ ფორმის, რომელიც ულამაზესი, დახრილი სახურავით გამოირჩევა და რომელსაც „პორშეში“ Flyline-ს უწოდებენ. საქარე მინაც კუპესთვის დამახასიათებელ სტილშია შესრულებული.
„სახურავის დამრეცად დახრილი ხაზი ათლეტურობას შესანიშნავად გამოხატავს და Cayenne Coupé-ს განსაკუთრებულ დინამიკურობას ანიჭებს“, - აცხადებს ექსტერიერის დიზაინის ხელმძღვანელი თომას შტოპკა.

ადაპტირებადი უკანა სპოილერი ამ თვალშისაცემი, დახვეწილი ფორმის ჰარმონიული გაგრძელება და დასასრულია. ეს არის თანამედროვე, ცხადი ოპტიკა, რომლითაც ახალი მოდელის მთავარი დიზაინერი ყველაზე მეტად ამაყობს: „მკაფიოდ შესრულებული ხაზები, განიერი პროპორციები და შავი ფერის ჩანართები ქმნის დიზაინს, რომელიც თითოეულ დეტალში სპორტულობას ასხივებს. ახალი Cayenne Coupé Electric ექსტროვერტია, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად პოზიციონირებს, როგორც სპორტული SUV“, - ესეც თომას შტოპკას სიტყვებია.
სწორედ ამ ფორმის დამსახურებით, Cayenne Coupé Electric-ის შემთხვევაში, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 18 კილომეტრითაა გაზრდილი - 669 კილომეტრამდე.

3 ვერსია გაყიდვების სტარტზე
Cayenne Electric-ის Coupé-ვერსიებში SUV-ს იდენტური ამძრავებია ხელმისაწვდომი. უკვე შესაძლებელია შემდეგი ვერსიების შეკვეთა:
•Cayenne Coupé Electric 300 კვ (408 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 325 კვ (442 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 4.8 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 230 კმ/სთ.
•Cayenne S Coupé Electric 400 კვ (544 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 490 კვ (666 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 3.8 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 250 კმ/სთ.
•Cayenne Turbo Coupé Electric 630 კვ (857 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 850 კვ (1 156 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 2.5 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 260 კმ/სთ.
ავტომობილი სავალი ნაწილის მხრივაც SUV-ვერსიების შესაბამისია. Coupé-ს სერიულად მოჰყვება ადაპტირებადი პნევმატიკური დაკიდება Porsche Active Suspension Management-თან (PASM) ერთად.

800-ვოლტიანი ტექნოლოგიის დამსახურებით Cayenne Coupé Electric შესაბამის DC სწრაფ დამტენზე 390-მდე კვ.სთ სიმძლავრით იმუხტება, სპეციფიკურ გარემოში კი 400 კვ.სთ-საც აღწევს. სერიული On-Board-დამტენით კი AC-დამუხტვის სიმძლავრე 11 კილოვატამდეა და დამატებითი ოფციით 22 კილოვატამდე შეიძლება გაზრდა.
Cayenne Coupé Electric-შიც გელოდებათ Cayenne SUV-ისთვის დამახასიათებელი პორშეს უნიკალური მართვადობა, მის ინტერიერში კი ულტრათანამედროვე, ციფრული და მძღოლზე ორიენტირებული მომსახურების კონცეფცია. სალონში ყურადღების ცენტრშია სენსორული ეკრანების დიდებული ლანდშაფტი - სრულად ციფრული ინსტრუმენტების პანელითა და ცენტრალური, ე.წ. Flow-დისპლეით.

Cayenne Electric-თან შედარებით, Cayenne Coupé Electric-ის სერიული კომპლექტაცია კიდევ უფრო მრავალფეროვანია - პანორამული ჭერით (პლუს Sunshine Control-ის ფუნქცია) და Sport Chrono პაკეტი. დამატებით ხელმისაწვდომია კუპესთვის სპეციფიკური მსუბუქი სპორტული პაკეტი, რომელიც ავტომობილის წონას დაახლოებით 17,6 კილოგრამით ამცირებს.
საქართველოში მომხმარებელს ახალი Cayenne Coupé Electric-ის შეძენა „პორშე ცენტრი თბილისში“შეუძლია - „პორშეს“ საქართველოში ოფიციალურად სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია წარმოადგენს. „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.