მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.8
0.0023
flag
AZN 1.5583
-0.0011
flag
CNY 39.089
-0.0072
flag
EUR 3.0351
-0.0026
flag
GBP 3.5077
0.0016
flag
KZT 54.39
0.0007
flag
TRY 0.057
-0.0001
flag
USD 2.6487
-0.0018
news banner

მთლიან შიდა პროდუქტში IT სერვისების ექსპორტის წილი გაზრდილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით - გიორგი მარიამიძე

news image
mbc image

სქილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებლისა და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გიორგი მარიამიძის შეფასებით, განათლება ეკონომიკური განვითარების აუცილებელი საფუძველია, ხოლო საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც მშპ-ის ზრდის მაჩვენებლებშიც აისახება. მისი თქმით, განსაკუთრებით სწრაფი განვითარება შეინიშნება ტექნოლოგიურ და ციფრულ სექტორში, სადაც პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით უკვე 50 000-ზე მეტი პროფესიონალი მუშაობს, ხოლო IT სერვისების ექსპორტის ზრდა ქვეყნის სწორ ეკონომიკურ ტრაექტორიაზე მიუთითებს.

„განათლების გარეშე ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, რთული იქნება. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ პროგრესს მიაღწია. ეს კარგად ჩანს მშპ-ს ზრდის მაჩვენებლებშიც. ჩვენ პირველები ვართ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით. თუმცა, უფრო მეტად დავაკონკრეტებ, ჩემი მთავარი თემა ტექნოლოგიები და ციფრული მიმართულებებია, სადაც საქართველოს ასევე გამორჩეული შედეგები აქვს

თუ 2019-2020 წლებში ერთ სივრცეში 20 პროგრამისტის შეკრება დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, დღეს ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით უკვე 50 000-ზე მეტი პროფესიონალი გვყავს. ვფიქრობ, ეს ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის მაჩვენებელია.

ამასთანავე, გაზრდილია IT სერვისების ექსპორტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ზოგადად მიმაჩნია, რომ ქართველებს განსაკუთრებით გვიყვარს სიახლეები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ვფიქრობ, ამ სფეროში მსოფლიო ტენდენციებს წარმატებით ვუწყობთ ფეხს“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.

მისი განცხადებით, ბიზნესს საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტი ორი ძირითადი მიმართულებით აქვს.

„საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბათუმში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გამართა და ამ შეხვედრის ფარგლებში ბიზნესის წარმომადგენლები გამოკითხეს, თუ რომელი მიმართულებით ისურვებდნენ კვალიფიციური კადრების მიღებას. აქ გამოვყოფდი ორ ძირითად სეგმენტს, რომლებსაც პირობითად „თეთრ“და „ლურჯ საყელოიანებს“ უწოდებენ. ერთ-ერთი საკმაოდ დეფიციტური მიმართულება სწორედ ის პროფესიებია, რომლებიც კონკრეტული საქმის პრაქტიკულ ცოდნას მოითხოვს - მაგალითად, დღეს ბაზარზე კვალიფიციური შემდუღებლების აშკარა ნაკლებობა შეიმჩნევა. მეორე მხრივ კი, დეფიციტია მაღალტექნოლოგიური მიმართულებითაც. აღსანიშნავია, რომ იურისტების, ფინანსისტების და ეკონომისტების ნაკლებობა ამ სეგმენტში აღარ იგრძნობა. მე, რა თქმა უნდა, უფრო მეტს ვისაუბრებ ციფრული მიმართულების დეფიციტზე, რადგან დღეს ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით აქტუალური თემაა.

ამის ნათელი მაგალითია კომპანია Meta (Facebook), რომელმაც, თუ არ ვცდები, 8 000 თანამშრომელი გაათავისუფლა ხარჯების დაზოგვისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიზეზით. ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და თუ კომპანიებს გამოვკითხავთ, შედეგები აჩვენებს, რომ ციფრული მიმართულებით კადრების დეფიციტი ნამდვილად არსებობს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, Skillwill-მა განათლების სამინისტროსთან ერთად იმუშავა და შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ხუთი ახალი პროფესიის სტანდარტი“, - განმარტავს სქილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებელი და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი მარიამიძე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

22.06.2026.16:54

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 114.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.53% წინა კვირასთან შედარებით და +5.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 331 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 110.50 - 115.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური
ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.04% წინა კვირასთან შედარებით და +1.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 418 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.50 - 46.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 41.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.53% წინა კვირასთან შედარებით და +2.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 285 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.10 - 43.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა