პირველად საქართველოს ისტორიაში ალდაგი ყველაზე მაშტაბური, მერაბ აბრამიშვილის, გამოფენის პარტნიორი, მხარდამჭერი და მზღვეველია - გიორგი ბარათაშვილი
ალდაგის მხარდაჭერით მერაბ აბრამიშვილის რეტროსპექტიული გამოფენა ბაია გალერეაში გაიმართება.
2025 – 2026 წლის საგამოფენო სეზონზე „ბაია გალერეა“ სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერით წარმოადგენს მერაბ აბრამიშვილის რეტროსპექტულ გამოფენას „გამჭვირვალე მეხსიერება“.
მხატვრის სრული ექსპოზიცია დაზღვეულია ალდაგში - ეს არის გამოფენის პირველი მასშტაბური დაზღვევა საქართველოში, განხორციელებული ალდაგის მიერ.
გამოფენისთვის გალერეამ გამოსცა მხატვრის ახალი კატალოგი, ხელმეორედ დაიბეჭდა 2016 წელს გამოცემული კატალოგი „მიუწვდომელი ბაღები“, მომზადდა საავტორო ვებგვერდი, ციფრული პროექტი, რომელთა წარდგენა შედგება 15 ნოემბრიდან „ბაია გალერეის“ ორივე სივრცეში (ანდრია რაზმაძის 68 და პავლე ინგოროყვას 19ა).
გალერეა წარმოადგენს მერაბ აბრამიშვილს გალერეის დაარსებიდან - 1992 წლიდან. გალერეა მხატვრის ხუთი პერსონალური შოუს ორგანიზატორია. მისი ნამუშევრები ექსპონირებულია გალერეის ჯგუფურ გამოფენებზე, დაცულია გალერეის კოლექციაში. გალერეა იკვლევს მხატვრის კულტურულ მემკვიდრეობას, აგროვებს ინფორმაციას საქართველოსა და საერთაშორისო კოლექციებში არსებული დღემდე უცნობი ნამუშევრების შესახებ.
მერაბ აბრამიშვილი (1957, 16 მარტი, თბილისი - 2006, 22 ივლისი, თბილისი) თაობა „ოთხმოციანელთა“ ჯგუფის წარმომადგენელია; ამ თაობამ XX საუკუნის ბოლოს ახალ ფაზაში - პოსტმოდერნის კულტურაში გადაიყვანა ქართული ხელოვნება. აბრამიშვილი შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის და ხატწერის ტექნოლოგიის თანამედროვე ინტერპრეტატორია. მისი შემოქმედება აგრძელებს ქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელ აღმოსავლურ- დასავლური კულტურის სინთეზს, ერთდროულად ტრადიციულია და ამავდროულად თანამედროვე. მან, პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართულ ხელოვნებაში აღადგინა რელიგიური მხატვრობის შეწყვეტილი ტრადიცია და შექმნა მისი თანამედროვე მოდელი.
მერაბ აბრამიშვილი, „გამჭვირვალე მეხსიერება“ - გამოფენის მხარდამჭერია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“
„მოხარული ვარ, რომ მხარს ვუჭერთ ძალიან მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას საქართველოში - მერაბ აბრამიშვილის მასშტაბურ გამოფენას.
„ალდაგი“, პირველი კერძო სადაზღვევო კომპანია საქართველოში, მუდმივად მხარს უჭერს იმ კულტურულ პროცესებს, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივ და შემოქმედებით განვითარებაზე ახდენენ გავლენას.
მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საგამოფენო ექსპოზიციის სრული კოლექციის პირველი მასშტაბური დაზღვევა საქართველოში, განხორციელებული „ალდაგის“ მიერ. ჩვენ ვიმუშავეთ სპეციალურ სადაზღვევო პროდუქტზე, რომელიც პასუხობს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურობას და მის განსაკუთრებულ საჭიროებებს.
ვამაყობთ, რომ ეს პროექტი შედგა და მასზე წვდომა ექნება ნებისმიერ მსურველს, ვისაც მერაბ აბრამიშვილის უნიკალური მემკვიდრეობის ნახვა აინტერესებს.“
გიორგი ბარათაშვილი
„ალდაგის“ გენერალური დირექტორი
სხვა სიახლეები
02.05.2026.15:58
„რითეილ ასოციაცია“ გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, - ნათქვამია „რითეილ ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ასოციაცია აღნიშნავს, კომისიის რეკომენდაციის ფარგლებში, მათთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, შესაბამისად, აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
ასოციაცია იმედოვნებს, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ საბაზისო პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.
"კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციების და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში ჩვენთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
აღნიშნულის ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.
„რითეილ ასოციაცია“ მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები," - აღნიშნულია განცხადებაში.