მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.1
-0.0134
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 39.51
0.0044
flag
EUR 3.1636
-0.0048
flag
GBP 3.6621
-0.0018
flag
KZT 58.05
0.0001
flag
TRY 0.0594
0
flag
USD 2.6874
-0.0009
news banner

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

news image

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის მიმდებარედ, სოფელ ქვემო მაღაროსთან, 320 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ტექნოლოგიურად განვითარებული აგროპროექტია. პროექტი „მაღარო კაპიტალს“ ეკუთვნის, 21-მილიონი ლარის დაფინანსებით კი მთავარი ფინანსური პარტნიორი თიბისია.

თიბისისა და „მაღარო კაპიტალის“ პარტნიორობა 2021 წელს დაიწყო; სწორედ ამ დროს გადაწყდა თანამედროვე აგროპროექტზე მუშაობა საერთო მიზნით - ევროპული სტანდარტის ნუშის წარმოება საქართველოში, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. თიბისის დაფინანსებით, პირველი ბაღი 2023 წელს გაშენდა, სატესტო მოსავალი კომპანიამ 2025 წელს აიღო, მიმდინარე სეზონზე კი 550 ტონა გაუტეხავ ნუშს ელოდებიან.

ბაღი თავიდანვე ევროპული სტანდარტებით დაიგეგმა. პროექტში გამოყენებულია ესპანური, იტალიური, გერმანული და ისრაელური კომპანიების ტექნოლოგია და მასალები. პროცესში, ყველა ეტაპზე გამოცდილი ევროპული კომპანიები ჩაერთვნენ - მიწის შერჩევიდან დაწყებული, სარწყავი და ფერტიგაციის სისტემის დანერგვით დასრულებული. ბაღის გასაშენებლად ესპანური ნუშის ჯიშები შეირჩა, რაც მაღალი ხარისხის მოსავალს უზრუნველყოფს. თიბისის დაფინანსებით, კომპანიამ თანამედროვე ინფრასტრუქტურაც მოაწყო, მათ შორის: აშენდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, 130,000 მ³ მოცულობის წყლის რეზერვუარი. ასევე, მოეწყო ავტომატიზებული სარწყავი სისტემა და მეტეოროლოგიური სადგური, რომლებიც ინტეგრირებული ჭკვიანი სისტემების დახმარებით ბაღის მორწყვისა და ფერტიგაციის პროცესის დისტანციურ მართვას უზრუნველყოფენ. ეს მიდგომა წარმოების ეფექტიანობასა და სტაბილურ ხარისხს განაპირობებს.

პროექტი ადგილობრივ დასაქმებასაც უწყობს ხელს. “მაღარო კაპიტალში” მუდმივად 24 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად მომუშავეთა რიცხვი კი 60-ს უტოლდება.

კომპანიის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ექსპორტს უჭირავს. სამიზნე ბაზრებად განიხილება ევროპა, ცენტრალური და შუა აზია - რეგიონები, სადაც მოთხოვნა მაღალია, ხოლო წარმოება შედარებით შეზღუდული. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კი დამატებით ლოგისტიკურ უპირატესობას ქმნის, რაც ბოლო წლების სტატისტიკითაც დასტურდება. ბოლო ხუთ წელში საქართველოდან ექსპორტირებული ნუშის მოცულობა წლიურად საშუალოდ 17%-ით, ხოლო მიღებული შემოსავლები 35%-ით იზრდება.

საექსპორტო გეგმების მიღმა, „მაღარო კაპიტალი“ გაფართოებასაც აპირებს - კომპანია დამატებით 200 ჰექტარზე ახალი ბაღის გაშენებასა და გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას განიხილავს.

ნუშის ბაღის პროექტი თიბისის გრძელვადიანი პარტნიორების - “ჯიდი ჯგუფისა“ და „ფერის“ - ერთობლივი ინიციატივაა. კომპანიები მრავალი წელია სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ, აგროსფეროთი კი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდნენ. ამ მიმართულებაშიც პარტნიორად თიბისი აირჩიეს, რომელიც 1.2-მილიარდიანი პორტფელისა და მრავალწლიანი გამოცდილების გარდა კლიენტებს მათზე მორგებულ მომსახურებასა და პროდუქტებს სთავაზობს.

მაღარო კაპიტალის საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ: www.mcapital.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

07.05.2026.18:42

საქართველოს ბანკი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ კომპანიებთან ერთად მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას აგრძელებს.

ამჯერად, სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით, სტუდენტური და მოსწავლის ბარათის მფლობელებს 8 მაისს შესაძლებლობა აქვთ 30%-იანი ქეშბექით ისარგებლონ. (მაქსიმუმ 50 ლარი)

მოსწავლის ბარათის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია შეთავაზების გააქტიურება sCoolApp-ში.

შეთავაზება ვრცელდება როგორც სულაკაურის ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე გამომცემლობის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.sulakauri.ge

აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.

თუ ჯერ არ გაქვს სტუდენტური ან მოსწავლის ბარათი , მისი შეკვეთა ონლაინ, სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა