მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 90% გაყიდულია - Galt & Taggart

news image

პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 90% გაყიდულია, - აცხადებენ Galt & Taggart-ში. მათივე განმარტებით, გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.

2025 წლის ოქტომბერში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე წინა თვის რეკორდული გაყიდვების შემდეგ მოთხოვნა დანორმალიზდა, თუმცა გაყიდვები პირველად და მეორად ბაზარზე კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ მიწოდების მხარეს, წელს ჯამურად
გაცემული ნებართვების მოცულობამ მცირედით იკლო, თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა შენარჩუნდა - რაც მოთხოვნის დასტაბილურების მიუხედავად, კვლავ ქმნის ჭარბი მიწოდების რისკებს და ზღუდავს ფასის ზრდის
პოტენციალს.

„2025 წლის ოქტომბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,232 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.1%-ით გაიზარდა (10 თვეში +1.6% წ/წ).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 13.7%-ით გაიზარდა (10 თვეში +5.9% წ/წ).
ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), 2025 წლის ოქტომბერში გაყიდვები წლიურად 26.7%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025
წლის 10 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა 19.6%-ით გაიზარდა, გალტ & თაგარტის სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით.
2025 წლის 10 თვეში თბილისში სულ 34,204 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+13.0% წ/წ)“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში.

2025 წლის ოქტომბერში ნებართვა გაიცა 17 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 135,487კვ.მ.-ს შეადგენდა (-44.5% წ/წ). ჯამურად, 2025 წელს გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად
მცირედი 0.6%-ით შემცირდა და კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, შესაბამისად, გაზრდილი მიწოდების რისკები კვლავ საყურადღებოა.
„ფასები 2025 წლის ოქტომბერში, უძრავი ქონების ფასმა პირველად ბაზარზე ზრდა განაგრძო და თვიურად 0.6%-ით გაიზარდა 1,352 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა და 1,286 აშშ დოლარი შეადგინა.

ქირა 2025 წლის ოქტომბერში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი 9.0%-ს მიაღწია“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის ახალი, ისტორიული ეტაპი იწყება - პატივია, რომ მოცემული Beach Club უკვე წარმოადგენს Café del Mar-ის ბრენდს | ნოშრევან ნამორაძე

02.04.2026.01:08

,,ჩვენთვის ახალი, ისტორიული ეტაპი იწყება - პატივია, რომ მოცემული Beach Club უკვე წარმოადგენს Café del Mar-ის ბრენდს.ეს ნაბიჯი დიდი შესაძლებლობაა ჩვენი პროექტისთვის, ჩვენი ბრენდისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოსთვის, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რამდენად განსაკუთრებული და უნიკალური შეიძლება იყოს ჩვენი რეგიონი", - აცხადებს VR Holding-ის დამფუძნებელი  ნოშრევან ნამორაძე.
 
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, VR Holding-ი აგრძელებს განვითარებას. 
 
,,ჩვენ მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ რომ ახალი, კიდევ უფრო მეტი ნოვატორული სიახლეები დავნერგოთ ჩვენ პროექტებში. ეს არის საწყისი, დამერწმუნეთ ზაფხული გელით ყველას საკმაოდ ცხელი, საკმაოდ სასიამოვნო და გპირდებით რომ მოლოდინს გადააჭარბებს ის რაც დაგხვდებათ Café del Mar Beach Club-ში", - ამბობს ნოშრევან ნამორაძე.
 
 
 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა