მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

ქართული ღვინის Road Show იაპონიაში - მეღვინეობა Vinotells საერთაშორისო განვითარებას აგრძელებს

news image

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“-ის ორგანიზებით, იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა, სადაც მონაწილეებს შორის მეღვინეობა Vinotells-იც იყო წარმოდგენილი. ღონისძიების დეტალებზე Business Insider Georgia მეღვინეობა Vinotells-ის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერს, მარი ჭყოიძეს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით იაპონიის საერთაშორისო გამოფენის მნიშვნელობას თქვენი კომპანიისთვის?

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები, ე.წ. „Road Show“ იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილის პერიოდში გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენი კომპანიისთვის მრავალმხრივ სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.

პირველ რიგში, ასეთი პლატფორმა გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ ბრენდის საერთაშორისო პოზიციონირება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და მოთხოვნად ბაზარზე. იაპონია ცნობილია ხარისხისადმი განსაკუთრებული მოთხოვნებით, შესაბამისად, აქ წარდგენა წარმოადგენს სანდოობისა და მაღალი სტანდარტების დადასტურებას.
მეორე მხრივ, მსგავსი ღონისძიება ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას საქმიანი კავშირების გაფართოებისთვის. ადგილობრივ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაცია გვაძლევს საშუალებას დავამყაროთ გრძელვადიანი პარტნიორობები და უკეთ გავიგოთ ბაზრის სპეციფიკა.
გარდა ამისა, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ბაზრის კვლევის თვალსაზრისითაც - ვეცნობით მომხმარებელთა გემოვნებას, ტრენდებსა და კონკურენტულ გარემოს, რაც გვეხმარება პროდუქტისა და მარკეტინგული სტრატეგიის დახვეწაში.

გაქვთ თუ არა დაინტერესება ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობის დაწყების კუთხით?

დიახ, ახალი პარტნიორებთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სემინარების ფარგლებში ღვინის მაგისტრმა Kenichi Ohashi განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებზე, მათ შორის Napareuli წითელზე, რომელიც მან შეაფასა როგორც ელეგანტური და მაღალი ხარისხის ღვინო. მისმა რეკომენდაციებმა კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ინტერესიც და მზადყოფნაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასაწყებად.

დაინტერესებულ პირებთან ჩვენი ღვინოების წარდგენა გაცილებით სიღრმისეულ და პროფესიულ ფორმატში წარიმართა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეგუსტაციის ნაწილს, სადაც საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ ჩვენი ღვინოების სტილს, არომატულ და ტექნოლოგიურ თავისებურებებს. თითოეული ნიმუში წარმოდგენილი იყო მისი წარმოშობის, ჯიშური შემადგენლობისა და წარმოების მეთოდის კონტექსტში, რაც სტუმრებს აძლევდა სრულყოფილ წარმოდგენას როგორც პროდუქტის ხარისხზე, ასევე მის უნიკალურობაზე.

ამგვარმა ინტერაქტიულმა ფორმატმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი ბრენდის აღქმა და შექმნა მყარი საფუძველი მომავალში პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

კომპანიის სამომავლო განვითარების ხედვის საფუძველს წარმოადგენს ხარისხზე მკაფიო და შეუცვლელი აქცენტი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია თითოეული ეტაპის მაქსიმალური კონტროლი - ვენახში ნიადაგის მოვლიდან დაწყებული, ყურძნის შერჩევითა და გადამუშავებით გაგრძელებული და საბოლოოდ ბოთლში მოხვედრილი ღვინით დასრულებული. სწორედ ეს უწყვეტი კონტროლი გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ სტაბილურად მაღალი ხარისხი და პროდუქტის იდენტობა.

ამ მიზნის უზრუნველსაყოფად აქტიურად ვიყენებთ ისეთ აგროტექნიკურ მეთოდებს, როგორიცაა „მწვანე რთველი“, რაც ხელს უწყობს ყურძნის კონცენტრაციისა და არომატული პოტენციალის გაუმჯობესებას. შედეგად, მიღებული ღვინოები გამოირჩევა დახვეწილი სტრუქტურითა და გამოკვეთილი ხასიათით.

წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, ვგეგმავთ კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოების წარმოებას, მათ შორის - „ნაფარეული თეთრი“ და „მუსკატური რქაწითელი“, რომლებიც გამოირჩევიან ელეგანტურობითა და ჯიშური თავისებურებების მკაფიო გამოხატულებით.

კომპანიის განვითარების სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საერთაშორისო ბაზრებს. ჩვენი ძირითადი აქცენტი კვლავ ექსპორტის გაფართოებასა და გლობალურ ბაზრებზე პოზიციონირების გაძლიერებაზეა, რაც უზრუნველყოფს ბრენდის მდგრად ზრდასა და კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დონეზე.

news banner news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

30.04.2026.10:41

თიბისიმ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან - IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და იტალიურ ფინანსურ ინსტიტუტთან - CDP, ხელი მოაწერა 90 მილიონი დოლარის 5-წლიან სასესხო ხელშეკრულებებს. პარტნიორობა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თანამშრომლობის ფარგლებში, MSME ბიზნესისთვის გრძელვადიანი სესხით სარგებლობის პირობები გაუმჯობესდება და ის უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ბიზნესებს ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას და მდგრადი განვითარების მოტივაციას მისცემს.

IFC-ის მიერ თიბისისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი - 50 მლნ დოლარს შეადგენს CDP-ის მიერ გამოყოფილი კი - 40 მლნ დოლარს. აღნიშნული ტრანზაქცია პირველი პრეცედენტია, როცა უმსხვილესმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Cassa Depositi e Prestiti-მა სასესხო ხელშეკრულება ქართულ ბანკთან გააფორმა.

„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, IFC-სა და CDP-სთან თანამშრომლობით, 90 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსის მოვიზიდეთ. აღნიშნული ტრანზაქცია შესაძლებლობას მოგვცემს, მომხმარებლებს გრძელვადიანი ფინანსური პროდუქტები გაუმჯობესებული პირობებით შევთავაზოთ და კიდევ უფრო გავუმარტივოთ მათ ცხოვრება. გვჯერა, რომ ამ თანამშრომლობით მხარს დავუჭერთ ბიზნესების ზრდასა და განვითარებას ქვეყანაში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის - ენერგოეფექტურობის მხარდაჭერაში. ეს შეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაგვაახლოვებს და კიდევ უფრო გაამყარებს ფინანსური ინსტიტუტების ნდობას ქართული საბანკო სექტორის მიმართ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი.

„საქართველოში მცირე ბიზნესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, თუმცა ბევრი მცირე კომპანიისთვის ჯერ კიდევ რთულია გრძელვადიანი დაფინანსების მიღება.თიბისი ბანკთან პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ენერგორესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, კერძო ბიზნესის ზრდას, განვითარებაში თანხების ინვესტირებას და სამუშაო ადგილების შექმნას’’, - ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში.

“CDP აგრძელებს საერთო მიზნებსა და ნდობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო პარტნიორობებს. IFC-სა და თიბისისთან თანამშრომლობით, ასევე თიბისი ლიზინგთან უკვე არსებული პარტნიორობის საფუძველზე, CDP ხელს უწყობს ადგილობრივი საფინანსო ეკოსისტემის გაძლიერებას და ამავდროულად, ამყარებს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებს“, - ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი.

„დღეს, ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თუ როგორ ძლიერდება იტალიასა და საქართველოს - კერძოდ, ჩვენი ქვეყნების ფინანსურ სექტორებს შორის არსებული კავშირები. CDP-სა და თიბისის შორის ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც CDP-ს მიერ საქართველოში განხორციელებული მეორე ტრანზაქციაა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მთავარი საყრდენის - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაში. ფინანსური რესურსის მოზიდვის გარდა, ეს შეთანხმება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაცაა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას’’, - საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანო დ’ანტუონო.

ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის ფინანსების მართვის დირექტორი - გიორგი მეგრელიშვილი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში - ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში - თეა გიგიბერია და CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი - ქრისტინა მორელი, ასევე, იტალიის ელჩი საქართველოში - მასიმილიანო დ’ანტუონო ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა