ქვეყნის წამყვანი TOP 5 სასტუმრო - 2025 წლის IV კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით
საქართველოში ტურიზმის სფერო ყოველწლიურად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს, რაც როგორც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაზე, ისე განთავსების ობიექტების ზრდაზეც აისახება. ამასთან ერთად, სექტორში კონკურენციაც მნიშვნელოვნად გაძლიერებულია.
Business Insider Georgia 2025 წლის მეოთზე კვარტლის ბრუნვის მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში მოქმედი ტოპ 5 სასტუმროთი დაინტერესდა. ინფორმაციაში ასევე ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ ვინ ფლობს აღნიშნულ განთავსების ობიექტებს.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი - რეგისტრაციის თარიღია 27/08/1997. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს სილქ რიალ ისთეით. კომპანიის დირექტორია ლევან გაჩეჩილაძე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ხარაბაძე.
შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ - რეგისტრაციის თარიღია 24/05/2024. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ თზ. მისი დირექტორები არიან: სტეფან იოჰანნ ჰანეკომი, დონალდ უილიამ ბრემნერი, ელისონ ჯეინ გრინნელლ.
შპს აჭარა ჯგუფი - რეგისტრაციის თარიღია 19/05/2023, დირექტორი - ნატო ჯაფარიძე. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი.
შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი - რეგისტრაციის თარიღია 09/08/2010. კომპანიის დირექტორია ლევან გაჩეჩილაძე.
შპს პარაგრაფ თბილისი სითი - რეგისტრაციის თარიღია18/07/2019. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს თბილისი სითი. კომპანიის გენერალური დირექტორია გაბრიელა დიტეტოვა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
07.05.2026.18:42
საქართველოს ბანკი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ კომპანიებთან ერთად მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას აგრძელებს.
ამჯერად, სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით, სტუდენტური და მოსწავლის ბარათის მფლობელებს 8 მაისს შესაძლებლობა აქვთ 30%-იანი ქეშბექით ისარგებლონ. (მაქსიმუმ 50 ლარი)
მოსწავლის ბარათის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია შეთავაზების გააქტიურება sCoolApp-ში.
შეთავაზება ვრცელდება როგორც სულაკაურის ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე გამომცემლობის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.sulakauri.ge
აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
თუ ჯერ არ გაქვს სტუდენტური ან მოსწავლის ბარათი , მისი შეკვეთა ონლაინ, სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი.