მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7266.5
0.0044
flag
AZN 1.5802
-0.0006
flag
CNY 39.49
-0.002
flag
EUR 3.16
-0.0036
flag
GBP 3.6552
-0.0069
flag
KZT 58.2
0.0015
flag
TRY 0.0592
-0.0002
flag
USD 2.6859
-0.0015
news banner

რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი

news image

თუ ეძებთ ბარათს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და ყოველი გადახდისას ქულების დაგროვების შესაძლებლობას მოგცემთ, მაშინ American Express (AmEx) ბარათი თქვენთვისაა.

საქართველოში AmEx-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოს ბანკია. ის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ამ ბარათის ყველა უპირატესობა და ბენეფიტი მიიღონ.

სად და როგორ შეგიძლიათ AmEx ბარათის გამოყენება

საქართველოს ტერიტორიაზე ბარათით სარგებლობას, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებზე შეძლებთ. ხოლო, რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ან ონლაინ შოპინგს, ბარათის გამოყენებას ყველგან შეძლებთ, სადაც AmEx-ით გადახდა არის შესაძლებელი.

ყველა ტრანზაქციას, ქულებსა თუ გადახდის ვადებს მარტივად, მობილბანკში ნახავთ.

როგორ გამოიყენოთ AmEx-ის საკრედიტო ლიმიტი პროცენტის გარეშე

AmEx ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საშეღავათო პერიოდია. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი, ისე გამოიყენოთ, რომ პროცენტი საერთოდ არ გადაიხადოთ, თუ რამდენიმე მარტივ წესს დაიცავთ.

AmEx-ით სწორი სარგებლობის 3 ნაბიჯი

ხარჯვის პერიოდი: გამოიყენეთ ბარათი და დახარჯეთ თანხა სურვილისამებრ;

დაანგარიშება: თვეში ერთხელ მიიღებთ ინფორმაციას დახარჯული თანხის შესახებ;

საშეღავათო პერიოდი: თუ დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში მთლიანად დაფარავთ დახარჯულ თანხას, პროცენტი (ეფექტური ლარში 23.8%-დან) არ დაგერიცხებათ.

გაითვალისწინეთ,რომ საშეღავათო პერიოდი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანებას სრულად გაანულებთ. ნაწილობრივი დაფარვისას პროცენტი დაგერიცხებათ ათვისებული თანხის სრულ ოდენობაზე, მისი გამოყენების დღიდან.

შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

საქართველოს ბანკი, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ AmEx ბარათის მფლობელებისთვის, ყოველთვიურად სხვადასხვა სახის შეთავაზებებს, მათ შორის ქეშბექებსა და ფასდაკლებებსა ამზადებს. ყველა აქტიურ შეთავაზებას გაეცანით ამ ბმულზე.

MR ქულები AmEx ბარათით, ნებისმიერ გადახდაზე გროვდება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ფიზიკურ მაღაზიებსა თუ ონლაინ შოპინგისას.

დაგროვებული ქულები კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი გზით: გადაიხადოთ AmEx-ის პარტნიორ ობიექტებში პარტნიორ ობიექტებში ან გადაცვალოთ PLUS ქულებში მომგებიანი კურსით: 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას.

ინფორმაციისთვის, AmEx Green, AmEx Gold და AmEx Platinum ბარათების მფლობელები საჩუქრად 4-წლიან სამოგზაურო დაზღვევას იღებენ. დაზღვევა ისეთ შემთხვევებს ფარავს, როგორიცაა: მოგზაურობის გაუქმება, გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები და ბარგის დაგვიანება.

დამატებით სასარგებლო რჩევები

AmEx ბარათის მთავარი უპირატესობა გადახდებშია. როცა ბარათით იხდით, MR ქულებს აგროვებთ.

MR ქულების დასაგროვებლად საკრედიტო ლიმიტის გამოყენება არ არის აუცილებელი. შეგიძლიათ საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხოთ თანხა AmEx ბარათზე და იმით ისარგებლოთ. ამ შემთხვევაში, თქვენი საკრედიტო ლიმიტი ხელუხლებელი დარჩება, MR ქულებს კი ჩვეულებრივ დააგროვებთ. 

AmEx ბარათები

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს რამდენიმე ტიპის AmEx ბარათს სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან საკრედიტო ლიმიტით, წლიური ღირებულებით, ეფექტური პროცენტით და ქულების დაგროვების პირობებით განსხვავდება. ესენია:

• American Express Blue;
• American Express Green;
• American Express Gold;
• American Express Platinum.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გახადეთ AmEx ბარათი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ბარათს ძალიან მარტივად და სწრაფად, საქართველოს ბანკის  მობილბანკიდან შეუკვეთავთ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

09.05.2026.17:23

თიბისის მობაილბანკს ინვესტირების ახალი შესაძლებლობა - კრიპტოთი ვაჭრობა დაემატა. 

ახალი ფუნქციონალით შესაძლებელია, 30-მდე ყველაზე პოპულარული კრიპტოაქტივით ვაჭრობა სწრაფად და მარტივად, დამატებითი რეგისტრაციის გარეშე. ინვესტირება კი 1$-დან არის შესაძლებელი, რაც თანამედროვე აქტივებზე წვდომას კიდევ უფრო ამარტივებს. ციფრულ აქტივებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველ ეტაპზე კრიპტოთი ვაჭრობა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.

მობაილბანკში კრიპტოაქტივებით ვაჭრობის შესაძლებლობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოაქტივი მათთვის ნაცნობ და უსაფრთხო ციფრულ გარემოში. 

კრიპტო პლატფორმის დამატება ციფრული განვითარების სტრატეგიის ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ონლაინ და მობაილბანკინგი დანერგა. 2023 წლიდან დღემდე კი 160 ათასამდე მომხმარებელს მისცა შესაძლებლობა, ინვესტირება აშშ-ის წამყვან კომპანიებში 1$-დან მობაილბანკის მეშვეობით დაეწყოთ. თიბისი, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციური ბანკი, ახალი ფუნქციონალით საინვესტიციო შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს.

თიბისი კრიპტოს პროექტი კომპანია Bybit-თან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც მეორე უმსხვილესი კრიპტო პლატფორმაა მსოფლიოში.

აღმოაჩინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში - https://app.tbcbank.ge/YiId/f8grokbc

გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა. კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა