როგორ იქცა ქართული ტრადიცია საერთაშორისო ბრენდად - „ჩირჩხელას“ 10 წლიანი ისტორია და განვითარების გზა
„ჩირჩხელა“ ნატურალური ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 10 წლიანი ისტორიისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia „ჩირჩხელას“ აღმასრულებელ დირექტორს, ირმა კვაჭანტირაძეს ესაუბრა.
ოჯახი, ერთი საქმის გარშემო ერთ მუშტად შევიკარით. ჩვენ ჯიუტი ბიზნესმენები აღმოვჩნდით, რომლებმაც წესები და ტენდენციები თავად შევქმენით.
სიჯიუტე ჩვენთვის მხოლოდ თვისება კი არა, წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა.
ყველაფერი ორი კილო ქლიავის ჩირით, ოცი ცალი ჩურჩხელით და 10 კვ.მ. მცირე სივრციდან დაიწყო.
და სწორედ საწყის ეტაპზე, პროდუქტისა და ისტორიის შერწყმით, გაჩნდა სახელი — „ჩირჩხელა“, რომელიც ქართულ ენაში ახალი დესერტის ტერმინად დამკვიდრდა.
კომფორტის ზონის დატოვებით, ყოველდღიური ჩვევების შეცვლით და ახალი გადაწყვეტილებების მიღებით, ჩვენ დავიწყეთ საკუთარი გზის შექმნა.
შემდეგ ყველაფერი გადაიზარდა ტოტალურ შრომაში. როცა მიზანი არსებობს, შეუძლებელი არაფერია.
ჩურჩხელა და ჩირი ჩვენთვის არასოდეს ყოფილა უბრალოდ დესერტი — ეს იყო გენეტიკური მეხსიერება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
ჩურჩხელა იბადება იქ, სადაც იწყება ღვინო - რთველი, ვაზი, ქვევრი. საქართველო 8000-წლიანი ღვინის კულტურის სამშობლოა და ჩურჩხელა ამ კულტურის გაგრძელებაა.
ეს არ არის უბრალოდ კულინარია - ეს არის ხელოვნება, რომელიც იუნესკოს მიერაც არის აღიარებული.
როგორც ღვინო არ არის მხოლოდ სასმელი და არის ფილოსოფია, სიღრმე და სული, ასევე ჩურჩხელა არის „ფორმაში მოქცეული ისტორია“.
დღეს მსოფლიო ეძებს ახალ გემოებს, ენერგეტიკულ ბარებს, ვეგანურ სნექებსა და ბუნებრივ ტკბილეულს. ჩვენ კი მსოფლიოს ვთავაზობთ უფრო მეტს - ნაცად, ბუნებრივ ენერგიას, რომელიც სხეულსა და გონებას კვებავს.
ჩვენ შევძელით და საქართველოს კულტურული ტრადიცია სხვა კონტინენტზე, კერძოდ კი ამერიკაში გავიტანეთ - არა მხოლოდ როგორც პროდუქტი, არამედ როგორც დესერტების ბრენდი „ჩირჩხელა“, როგორც ისტორია და იდენტობა. გლობალური, ძლიერი, კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი.
„ჩირჩხელაში“ ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ორგანულ ჩირსა და ჩურჩხელას - ჩვენ ვქმნით ავთენტურ ღირებულებებს.
10 წელია ამ გემოს სიყვარულში ვართ. ჩვენ გემოს სული მივეცით და გავუზიარეთ ის ყველაზე გამოცდილ ქართველ მომხმარებელს. ჩვენ საქართველო მსოფლიომდე მივიტანეთ და ვაგრძელებთ ცნობადობის ზრდას ამერიკის მასშტაბით.
ჩვენი მიზანია, რომ ჩურჩხელა მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრდეს როგორც ხარისხიანი, ჯანსაღი და ავთენტური პროდუქტი ”, - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.
სხვა სიახლეები
გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
24.04.2026.15:03
21 სექტემბერს, 14:00 საათზე, არკადია საქართველოს სასახლეში (მის. ბოჭორმის ქ 21) გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და გორგიას შორის ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კერძო ფონდსა და კომპანიას შორის პარტნიორობა მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობას და დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნასა და განვითარებას საქართველოში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გურულმა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
ღონისძიებას დაესწრო განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე, პროფესიული განათლების დეპარტამენტის ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის კოორდინატორი ანა შენგელია, პარტნიორები და ბიზნეს ასოციაციის დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
ახალი თანამშრომლობა ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამის შემუშავებას, პრაქტიკული სწავლების კომპონენტის გაძლიერებას და სფეროში მოთხოვნადი პროფესიული უნარების განვითარებას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას დეკორატიული მებაღეობის მიმართულებით.
სასწავლო პროგრამა მოიცავს დეკორატიული მცენარეების სისტემატიკისა და კლასიფიკაციის საფუძვლებს, სამუშაო გარემოს სწორ ორგანიზებას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მონაწილეები ასევე შეისწავლიან შიდა და გარე სივრცეებში დეკორატიული მცენარეების დარგვასა და მოვლას.
„გორგია აკადემიის“ მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სხვადასხვა სირთულისა და ტიპის სამუშაოების შესრულებას როგორც გარე, ისე შიდა სივრცეების დეკორატიული მცენარეების მიმართულებით.
სასწავლო პროგრამა მოიცავს 9-კვირიან კურსს. სწავლა დაფინანსდება 100%-იანი სტიპენდიით. პროგრამა განხორციელდება 2 სასწავლო ჯგუფად.
მიღება გამოცხადდება აპრილის ბოლოს, ხოლო სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის მაისში.
ინიციატივა წარმოადგენს განათლებისა და ბიზნესის ეფექტიანი პარტნიორობის მაგალითს და ხელს შეუწყობს დეკორატიული მებაღეობის სფეროს მდგრად განვითარებას საქართველოში.
გპფ ერთ-ერთი პირველი კერძო ფონდია საქართველოში, რომელიც 2017 წლიდან საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებს. ფონდის ფილანთროპია 6,5 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო მისი ჩართულობით საქართველოში უკვე 65-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.
„გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელმაც 2024 წელს „გორგია აკადემია“ შექმნა. მას უკვე 300-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. აკადემიაში ხელმისაწვდომია 7 სასწავლო კურსი, საქართველოში სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმში და ზუგდიდში. კურსდამთავრებულს გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.