მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.5
0.0008
flag
AZN 1.575
-0.0011
flag
CNY 39.368
0.0001
flag
EUR 3.1146
-0.0055
flag
GBP 3.5759
-0.0079
flag
KZT 57.23
0.0015
flag
TRY 0.0587
-0.0001
flag
USD 2.6774
-0.0015
news banner

როგორ შეგიძლიათ ბიზნეს ანაბრის გახსნა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით

news image

ბიზნესისთვის შემოსავლებისა და რესურსების ზრდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამის ერთ-ერთი გამორჩეული გზა კი ბიზნეს ანაბარია, რომელიც თანხის საიმედოდ შენახვასაც უზრუნველყოფს და რაც მთავარია, ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, კაპიტალმა დამატებითი შემოსავალი მოუტანოს.

რატომ საქართველოს ბანკში?

საქართველოს ბანკში ბიზნეს ანაბრის გახსნა პირდაპირ მობილბანკით, სრულად ციფრულადაა შესაძლებელი. ამასთანავე, ბანკი მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ანაბარს მოქნილი პირობებით, დამატებითი სარგებლითა და მართვის გამარტივებული შესაძლებლობით სთავაზობს.

ბანკში ოთხი ტიპის ბიზნეს ანაბარია ხელმისაწვდომი - ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი. რაც მთავარია, თუ გახსნით ვადიან ანაბარს ლარში ონლაინ ან შეგროვებადს – ნებისმიერ ვალუტაში, 0.25%-ით მეტ სარგებელს მიიღებთ.

ვადიანი ანაბარი ბიზნესისთვის

ვადიანი ანაბრის გახსნა შესაძლებელია 500 ლარიდან (ან მისი ეკვივალენტიდან უცხოურ ვალუტაში). თქვენ თავად ირჩევთ ვადას — 3-დან 24 თვემდე, იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს გსურთ თანხის დეპოზიტზე დატოვება.

თანხის გატანა ვადის გასვლისასაა შესაძლებელი, სარგებელი კი ყოველთვიურად, ან ვადის ბოლოს დაირიცხება.

ანაბრის პროცენტული სარგებელი დამოკიდებულია ვალუტაზე:

• ლარში მიიღებთ წლიურ 10.95%-დან 12.25%-მდე სარგებელს (ეფექტური პროცენტი: 10.95%-დან 11.5%-მდე); დოლარში — 0.3%-დან 1.45%-მდე; ფუნტ სტერლინგში — 0.25%-დან 1.15%-მდე.

ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტაში —კომპანიის საჭიროებების შესაბამისად.

მოთხოვნამდე ანაბარი ბიზნესისთვის

თუ გსურთ, რომ ბიზნესს ყოველთვის ჰქონდეს თანხაზე შეუზღუდავი წვდომა და ამავე დროს სარგებელი მიიღოს, მოთხოვნამდე ანაბარი კარგი არჩევანია.

მისი გახსნა ნებისმიერი თანხიდან, მომსახურების საკომისიოს გარეშე შეგიძლიათ. უფრო მეტიც, ანაბარი უვადოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება თქვენთვის სასურველი ხანგრძლივობითაა შესაძლებელი.

თანხას ნებისმიერ დროს დაამატებთ ან გაიტანთ, სარგებელი კი წლის ბოლოს, ყოველდღიური ნაშთის მიხედვით დაირიცხება. ლარში მიიღებთ 2%-იან წლიურ სარგებელს (ეფექტური პროცენტი: 2.02%).

მოთხოვნამდე+ ანაბარი ბიზნესისთვის

ამ ანაბრის გახსნაც, წინას მსგავსად, მარტივია — საწყისი თანხა არაა განსაზღვრული და არც გახსნის საკომისიოს დაფარვაა საჭირო. თანხის დამატება ან გატანა ნებისმიერ დროს შესაძლებელია შეუზღუდავად.

მთავარი განსხვავება კი სარგებლის დარიცხვის სისტემაშია. ამ შემთხვევაში:

• სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურად ან წლის ბოლოს, თვის მინიმალურ ნაშთზე ხდება.

პროცენტული სარგებელი ლარში – 3%-ია (ეფექტური პროცენტი -8.06%).

შეგროვებადი ანაბარი ბიზნესისთვის

თუ გსურთ ეტაპობრივად შექმნათ სოლიდური სარეზერვო კაპიტალი, შეგროვებადი ანაბარი ბიზნესისთვის საუკეთესო გამოსავალია.

მისი გახსნა 10 ერთეულიდანაა შესაძლებელი, ვადას კი 3-დან 24 თვემდე თავად ირჩევთ. ამ ტიპის ანაბარზე თანხის დამატება ნებისმიერ დროს, ხოლო გატანა — ვადის ბოლოს შეგიძლიათ.

სარგებელი ირიცხება:

• ყოველთვიურად;
• ან ვადის ბოლოს.

პროცენტული სარგებელი დამოკიდებულია ვალუტაზე:

• ლარში — 10.35%-დან 11.50%-მდე (ეფექტური: 10.85%-დან 11.41%-მდე);
• დოლარში — 0.8%-დან 2%-მდე (ეფექტური: 0.8%-დან 1.98%-მდე);
• ევროში — 0%-დან 0.6%-მდე (ეფექტური: ევროში 0%-დან 0.6%-მდე);
• ფუნტში — 0.8%-დან 2%-მდე (ეფექტური: 0%-დან 1.98%-მდე).

როგორ შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი ბიზნეს მობილბანკით?

ყველა ტიპის ბიზნეს ანაბრის გახსნა პირდაპირ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკშია შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის მენეჯერს ან ფინანსურ ხელმძღვანელს აღარ სჭირდება ფილიალში ვიზიტი — სასურველი ანაბრის არჩევა, პირობების დეტალურად გაცნობა და გახსნა შესაძლებელია სრულად დისტანციურად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, მობილბანკის ანაბრების მოდულიდან.

გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხასიათია - მებრძოლი და ცნობისმოყვარე ადამიანი ყველაფერს ისწავლის l ალექსანდრე ჯეჯელავა

19.05.2026.14:30

კონკურენტულ შრომის ბაზარზე წარმატების მთავარი საფუძველი უკვე არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ ისეთი პიროვნული უნარებია, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, მებრძოლი ხასიათი და სწავლის სწრაფად ათვისების უნარი. - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში, სტუმრობისას კომპანია „ფლომასტერის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი და ონლაინ კურსები ცოდნის მიღებას მარტივს ხდის, გადამწყვეტი ხდება ადამიანის ხასიათი და სწავლისადმი მიდგომა, მაშინ როცა საგანმანათლებლო სისტემა ჯერ კიდევ ტრადიციულ, საზეპირო და ფორმალურ სწავლების მოდელზეა დაფუძნებული.
„დღეს ამბობენ, დაიქირავეთ ადამიანი ხასიათის მიხედვით, დაიქირავეთ მებრძოლი, ცნობისმოყვარე ადამიანი და ის ყველაფერს ისწავლის. აგერ არის ხელოვნური ინტელექტი, აგერაა ონლაინ კურსები - ყველაფერი ხელმისაწვდომია. ამის მიუხედავად, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ხშირ შემთხვევაში მაინც ძველ რელსებზე დგას. ორიენტირებულია იმაზე, რომ კონკრეტული საგანი ისწავლო, პარასკევისთვის მეხუთე თავი მოამზადო, ნახევრად ზეპირად ჩააბარო და ამით შემოიფარგლო. მთავარი მაინც საკუთარი ადგილისა და როლის გამორკვევაა. მე წლების განმავლობაში ვასწავლიდი  გრენობლის ბიზნესსკოლაში. ერთ-ერთ წელს დეკანატს მივწერე, რომ სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ვაპირებდი. იქიდან პასუხი მოვიდა, არავითარ შემთხვევაში, ეს მკაცრად აკრძალულიაო. მე ვუპასუხე, რომ აკრძალვას აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც გამოიყენებდნენ. და რა მოხდა? ზუსტად მომდევნო წელს, ყველა ლექტორმა მიიღო ახალი ინსტრუქცია, მაქსიმალურად გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტიო.
ეს არის ძალიან ვიწრო, გარდამავალი ტერიტორია, სადაც დროულად უნდა მიხვდე, რა არის გასაკეთებელი. ასეთ დროს კი ხასიათი და სიმტკიცე ხდება მთავარი. ჩვენ გვჭირდება მებრძოლი ადამიანი - ის, ვისაც აქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა. ადამიანი, რომელიც თავის ყოველდღიურ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლება სტუდენტი იყოს, მაგრამ ფლობს უნარს, საჭირო მომენტში სრულად მოახდინოს საკუთარი თავისა და რესურსების მობილიზება.
თანაც, უნარების სწავლება ისეთი ადვილი გახდა, როგორიც არასდროს ყოფილა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დღეს ეკონომიკურ რეალობას თუ პროგრამირების ინსტრუმენტებს ისე ეფექტიანად აუხსნი ადამიანს, როგორც სხვაგვარად ვერასოდეს აუხსნიდი. თუმცა, ხასიათი და სიმტკიცე პირიქით - გაცილებით მეტი გვჭირდება. რაც უფრო მეტი ალტერნატივაა ირგვლივ, მით უფრო მეტი სიმტკიცეა საჭირო, რომ შენი გზა იპოვო და ამ უამრავი არჩევანის დევნაში საკუთარი თავი არ დაკარგო.
თუ ადამიანში მებრძოლი ხასიათი, ცნობისმოყვარეობა და შრომისმოყვარეობა ჩამოყალიბდა, მერე დანარჩენი უკვე წმინდა წყლის ტექნიკის საკითხია - ის ნებისმიერ საგანს აუღებს ალღოს და ნებისმიერ სფეროში მიაღწევს წარმატებას“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა