როგორია BORSA -ს საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები
BORSA / ბორსა ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა. მეტი დეტალისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ლიკა კიკნაძეს ესაუბრა.
„ბავშვობიდან ხელსაქმის დიდმა სიყვარულმა და ჩანთების მიმართ ინტერესმა განაპირობა ის რომ 2 წლის წინ გავხსენით პატარა სახელოსნო და დავიწყეთ ჩანთების და აქსესუარების დამზადება (შეკერვა).
ჩვენმა პირველმა მოდელმა "პირამიდები", რომელიც წარმოდგენილი გვაქვს 10 სხვადასხვა ფერში დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა საზოგადოებაში, რამაც მოგვცა მოტივაცია რომ გაგვეგრძელებინა ჩვენი საყვარელი საქმე. ეს მოდელი დღესაც მოთხოვნადია ჩვენს მომხმარებელში “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ბრენდის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. თითოეული მოდელი გამორჩეულია ფორმით, დიზაინით და სხვა მახასიათებლებით.
„ამჟამად ჩვენს სახელოსნოში აქტიურად მზადდება ჩანთების სხვადასხვა მოდელები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლბს როგორც ქართველ ასევე უცხოელ მომხმარებელში. მაგალითად: ნატურალური ზამშისგან დამზადებული "ქისა", რომელიც ამ სეზონის გაყიდვების ლიდერი. ასევე მოთხოვნადია ეკო-ზამშისგან დამზადებული " გუდა ".
ჩვენი ჩანთები მზადდება საქართველოში, მასალად ვიყენებთ : ეკო ტყავს, ეკო ზამშეს, ნატურალურ ზამშესა და ტყავს, ასევე გვაქვს ტილო და გობელინი “, - აღნიშნავს ლიკა ქარქაშაძე.
ბრენდის, მთავარი კონკურენტული უპირატესობა მაღალი ხარისხი და ბიუჯეტური ფასებია.
"მომხმარებლებს ვთავაზობთ ხარისხიან პროდუქციას მისაღებ ფასად, რაც ჩვენი ბრენდის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
"BORSA" სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. არსებულ კოლექციას დაემატება ახალი მოდელები და ასევე სხვადასხვა აქსესუარებიც.

„მომხმარებელს, მომავალში ბევრ სიახლეს ვპირდებით. ვაპირებთ, როგორც ახალი მოდელების, ასევე აქსესუარების დამატებასაც.
მიუხედავად, გაწული დიდი შრომისა ვფიქრობთ რომ მთავარი საქმე ჩვენი ბრენდის წარმატებისა და განვითარებისთვის ჯერ კიდევ წინ გვაქვს “, - აცხადებს ლიკა ქარქაშაძე.
აღსანიშნავია, რომ BORSA ეს არის ბიზნესად ქცეული ჰობი. თითოეული პროდუქტი მზადდება საქართველოში დიდი სიყვარულით.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
პროკრედიტ ბანკში ანაბრების აქცია დაიწყო
11.05.2026.18:13
პროკრედიტ ბანკი მაისის თვეში ვადიან ანაბრებზე განსაკუთრებულ პირობებს აცხადებს, მომხმარებლები, რომლებიც გადმოიტანენ ანაბარს სხვა ბანკიდან ან გახსნიან ახალ ანაბარს +1%-მდე მეტ სარგებელს მიიღებენ.
სპეციალური შეთავაზება ვრცელდება როგორც დოლარის, ისე ევროს ვადიან ანაბრებზე, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველ უცხოურ ვალუტაში განათავსოს დანაზოგი და ისარგებლოს გაუმჯობესებული პირობებით.
აქციით სარგებლობა მარტივია: შეავსე ფორმა და ბანკის მრჩეველი ინდივიდუალური შეთავაზებით დაგიკავშირდება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის კონტაქტ ცენტრში ნომერზე: (+995 32) 220 22 22.
მეტი ინფორმაციისთვის, გადმოწერე მობაილ ბანკი ან ეწვიე საიტს: