ასორტიმენტის გაფართოება და ორიენტირება საერთაშორისო ბაზარზე - როგორია „ვაინ კახეთის“ განვითარების ხედვა
„ვაინ კახეთი“ ამჟამად განვითარების იმ ეტაპზეა, როცა არსებული ინფრასტრუქტურა სრულად არის მიმართული გლობალური ბაზრების ათვისებაზე , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ლევან ზილფიმიანმა განუცხადა.
როგორია „ვაინ კახეთის“ მიმდინარე განვითარების ეტაპი და რა მთავარი სიახლეები გაქვთ კომპანიაში?
„ვაინ კახეთი“ ამჟამად განვითარების იმ ეტაპზეა, როცა არსებული ინფრასტრუქტურა სრულად არის მიმართული გლობალური ბაზრების ათვისებაზე. თელავში მოქმედი ჩვენი საწარმო, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, სტაბილურად უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას - ჩამოსხმის ხაზის სიმძლავრე წელიწადში 10 მილიონ ბოთლს შეადგენს.

მთავარი სიახლე საექსპორტო სტრატეგიის გააქტიურებაა: კომპანია გადავიდა პირდაპირი წარმომადგენლობების მოდელზე. ამის პირველი მაგალითია ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატში, „ვაინ კახეთის“ ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა. დღეს ჩვენი ღვინო ამერიკულ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი, მათ შორის, ონლაინ შეძენაც. ეს მოდელი საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ უფრო მოქნილები და კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ექსპორტის მაჩვენებლებზე.
რომელ მიმართულებებზე აკეთებთ ახლა ძირითად აქცენტს - ბაზრები, პროდუქტი თუ ექსპორტის გაფართოება?
ჩვენი ფოკუსი ამ მიმართულებების ერთდროულ განვითარებაზეა. პროდუქტის ხარისხს ჩვენი საკუთარი ნედლეულის ბაზა უზრუნველყოფს - ვფლობთ 200 ჰექტარამდე ვენახს, სადაც თითოეული ჯიში საუკეთესო მიკროზონებშია გაშენებული.

რაც შეეხება ბაზრებს, სტრატეგია მკაფიოდ ექსპორტზეა ორიენტირებული. მთავარი აქცენტი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებზეა, თუმცა პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ ევროპისა და აზიის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, „ვაინ კახეთი“ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ხარისხის სტაბილურ გარანტად იქცეს.
როგორია მოთხოვნის დინამიკა ქართულ ღვინოზე ბოლო პერიოდში და რა ტენდენციებს ხედავთ?
ტენდენცია ცალსახად პოზიტიურია - ქართული ღვინო „ეგზოტიკური აღმოჩენიდან“ უკვე „ხარისხიან არჩევანში“ გადადის. საერთაშორისო გამოფენებმა, მათ შორის Wine Paris-მა, აჩვენა, რომ პროფესიონალი სომელიეები და იმპორტიორები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ჩვენი აბორიგენული ჯიშებით, როგორიცაა ქისი, მწვანე და საფერავი.

მომხმარებელი ეძებს ისტორიას და ავთენტურობას, რასაც „ვაინ კახეთი“ 1921 წლიდან მემკვიდრეობით მიღებული სამეცნიერო გამოცდილებით სრულად პასუხობს. ვგულისხმობთ, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტს, რომელმაც გადაარჩინა და დაიცვა ქართულ ვაზის უძველესი აბორიგენული ჯიშები.
რა არის კომპანიის მთავარი გეგმა და პრიორიტეტი უახლოეს მომავალში?
ჩვენი უახლოესი პრიორიტეტია წარმოების გაფართოება და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ სპირტის სახდელის გაფართოებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, პრემიუმ ხარისხის ღვინოებთან ერთად, ბაზარს უმაღლესი სტანდარტის სპირტიანი სასმელებიც შევთავაზოთ.

სტრატეგიული ამოცანა კი უცვლელია: 10-მილიონიანი წარმადობის პირობებშიც კი, თითოეულ ბოთლში შევინარჩუნოთ ის სამეცნიერო სიზუსტე და ხარისხი, რომელიც 1921 წლიდან მოგვყვება. ჩვენი მიზანია, „ვაინ კახეთი“ გახდეს სტაბილური და მასშტაბური მიმწოდებელი. კომპანია ნებისმიერი მოცულობის შეკვეთისას ხარისხის უმაღლეს სტანდარტს უზრუნველყოფს.
ინფორმაციისთვის, „ვაინ კახეთი” - ს ისტორია იწყება 2017 წლიდან, როცა კომპანიამ გადაწყვიტა, უნიკალური ცოდნითადა გამოცდილებით უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო შეექმნა. საწარმო, კახეთში, თელავში მდებარეობს.

სხვა სიახლეები
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
14.05.2026.14:52
ტექნოლოგიები დღეს პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და სწორედ განათლება ქმნის შესაძლებლობას თავად გახდე ამ პროგრესის ნაწილი. სწორედ ამიტომ, თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით, აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნას IT მიმართულებით . ამჯერად, თიბისი IT აკადემია მსურველებს მთელი საქართველოდან სთავაზობს 2 უფასო კურსს: GetData და Quality Engineering & Test Automation.
ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში მონაცემები ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ რესურსად იქცა. შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალებზე, რომლებიც შეძლებენ მონაცემების დამუშავებას, ანალიზსა და მათზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, მაშინ როცა საქართველოს ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ, თიბისი IT აკადემიამ თიბისის Data გუნდთან თანამშრომლობით შექმნა GetData პროგრამა, რომელზეც მიღება უკვე მეორედ გამოცხადდა. პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებიდან 10 სტუდენტი უკვე თიბისის თანამშრომელია.
რაც შეეხება Quality Engineering & Test Automation კურსს, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ხარისხის ინჟინერია დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პერსპექტიულ პროფესიად ითვლება, რადგან კომპანიებს სჭირდებათ სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამების გამართულ მუშაობას, შეცდომების დროულ აღმოჩენასა და პროცესების ავტომატიზაციას. აღნიშნულ პროგრამაზე მიღება თიბისი IT აკადემიაში უკვე მე-14-ედ მიმდინარეობს. პროგრამას ჯამში 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავს და თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის 43% სწორედ IT აკადემიის კურსდამთავრებულია.
თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც საკუთარ მომავალს ინოვაციებსა და მუდმივ განვითარებას უკავშირებენ. თუ გჯერა, რომ შენი მომავალი ტექნოლოგიებშია და გსურს კარიერის დაწყება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში დარეგისტრირდი IT აკადემიის პროგრამებზე.