საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს - ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის
საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის სოციალური და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კულტურული მენეჯმენტისა და პროდაქშენის კომპანია Emolas Corporation-თან გრძელვადიან პარტნიორობას იწყებს.
ინიციატივის მიზანია ქართულ დიასპორასთან კავშირის გაღრმავება, ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული გამოცდილებების შექმნა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია საერთაშორისო აუდიტორიაში.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის კონცერტები, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, თეატრალური გასტროლები, კლასიკური მუსიკის საღამოები, ასევე საოპერო და სხვა კულტურული ღონისძიებები.
კულტურული ღონისძიებების სერია ივნისიდან - სამეფო უბნის თეატრის გასტროლით დაიწყება და ის სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე აუდიტორიას მრავალფეროვან კულტურულ გამოცდილებას შესთავაზებს.
„საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. Emolas Corporation-თან პარტნიორობა ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა და გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ ისეთი კულტურული გამოცდილებები, რომლებიც, ერთი მხრივ, გააძლიერებს კავშირს ემიგრანტებთან, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას და მისი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. აღსანიშნავია, რომ Emolas Corporation-თან თანამშრომლობა ჩვენთვის ახალი არ არის, იანვარში კარნეგი ჰოლის ისტორიულ სცენაზე ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების წარმატებული კონცერტიც ამ პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა. სწორედ ამ გამოცდილებამ შექმნა საფუძველი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, რომელიც მრავალფეროვან კულტურულ პროექტებს მოიცავს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სამეფო უბნის თეატრის გასტროლი სპექტაკლით „მოახლეები“, ხოლო წლის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება”, - განაცხადა საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსმა, თამარ ნოზაძემ
„საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ კულტურული ინიციატივები აშშ-ში და ქართველ დიასპორას შევთავაზოთ მრავალფეროვანი და ხარისხიანი კულტურული გამოცდილებები. ამავდროულად, ვხედავთ მნიშვნელოვან პოტენციალს და გვჯერა, რომ ეს პროექტები ხელს შეუწყობს ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას“, - ამბობს სალომე ლილუაშვილი -პარკს, Emolas Corporation-ის დამფუძნებელი.
არ გამოგრჩეთ საქართველოს ბანკის და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ამერიკაში და თვალი ადევნეთ სიახლეებს ამ ბმულზე:
სხვა სიახლეები
„ხომლი“ პრემიუმ ხაზს უშვებს - 39 სახეობის სანელებელი მინის ქილებში
12.10.2026.16:00
ქართული სანელებლების მწარმოებელი ბრენდი „ხომლი“ ბაზარზე ახალ, 39 სახეობისგან შემდგარ პრემიუმ კოლექციას წარადგენს. ახალი ხაზი უმაღლესი ხარისხის სანელებლებს, მრავალფეროვან ასორტიმენტსა და ესთეტიკურ, ეკომეგობრულ მინის შეფუთვას აერთიანებს.
კოლექციის თითოეული სახეობა განსხვავებული არომატითა და ბუნებრივი ფერით გამოირჩევა, ხოლო ერთიანი დიზაინის კონცეფცია 39-ვე პროდუქტს ჰარმონიულ კოლექციად კრავს. „ხომლისთვის“ ეს სიახლე მხოლოდ ასორტიმენტის გაფართოება არ არის - ეს არის ახალი სტრატეგიული მიმართულება, რომელიც პროდუქტის ხარისხს, ფუნქციურ პრაქტიკულობასა და თანამედროვე ვიზუალურ ესთეტიკას აერთიანებს.
სანელებელი კერძის საბოლოო ხასიათისა და არომატის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, ახალი კოლექციის შექმნისას „ხომლიმ“ ყურადღება გაამახვილა ისეთ ასორტიმენტზე, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა კულინარიული სტილისთვის არჩევანის ფართო შესაძლებლობას მისცემს.
39 სახეობის კოლექცია აერთიანებს როგორც ქართული ტრადიციული სამზარეულოსთვის ნაცნობ გემოებს, ისე სხვადასხვა კერძისთვის სპეციალურად შექმნილ ნაზავებსა და საერთაშორისო არომატებს.
კოლექციისთვის შერჩეულია ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები, რაც 39 სახეობას მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებლად არ ტოვებს - თითოეული სანელებელი მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებასა და ახალი გემოების აღმოჩენის შესაძლებლობას უკავშირდება.
ახალი პრემიუმ ხაზის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი შეფუთვის კონცეფციაა. შეფუთვის არჩევისას გადამწყვეტი იყო არა მხოლოდ პროდუქტის ვიზუალური წარმოჩენა, არამედ მისი ხარისხის მაქსიმალური დაცვა.

მინის ჰერმეტული ქილა სრულად ბლოკავს ჰაერსა და ტენს, რაც ხელს უწყობს სანელებლის ეთერზეთების, პირვანდელი გემოსა და მდიდარი არომატის ხანგრძლივად შენარჩუნებას. ამასთან, გამჭვირვალე მინა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად დაინახოს სანელებლის ბუნებრივი ტექსტურა და ფერი. პროდუქტის არჩევისას ის უკვე არა მხოლოდ ეტიკეტს, არამედ თავად პროდუქტის უნაკლო ხარისხს ხედავს.
ქილის ფორმატი მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ეკომეგობრულია და ბუნებრივად ერგება თანამედროვე სამზარეულოს სივრცეს.
კიდევ ერთი გამორჩეული შტრიხი სანელებლების ბუნებრივი პალიტრაა. წითელი, მწვანე, ოქროსფერი, ყავისფერი და სხვა ტონალობები თითოეულ პროდუქტს ინდივიდუალურ იერს ანიჭებს.
მინის ქილებში ეს ფერები განსაკუთრებით მკაფიოდ აღიქმება. შედეგად, კოლექცია წარმოადგენს როგორც მრავალფეროვან პროდუქტულ ასორტიმენტს, ისე ერთიან ვიზუალურ სისტემას - თითოეული ქილა დამოუკიდებლად გამოირჩევა, თუმცა მთლიანობაში საერთო, დახვეწილი კოლექციის ნაწილად აღიქმება.
„ახალი კოლექციის შექმნისას ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, რომ პრემიუმ ხაზი მხოლოდ ვიზუალური ცვლილებით არ შემოფარგლულიყო. პირველ ადგილზე დავაყენეთ თავად პროდუქტის უკომპრომისო ხარისხი და ისეთი ასორტიმენტი შევარჩიეთ, რომელიც მომხმარებლისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის.
39 სახეობის თითოეულ სანელებელს საკუთარი არომატი და ბუნებრივი ფერი აქვს, მინის ქილა კი უზრუნველყოფს ხარისხის უნაკლოდ შენარჩუნებას. საბოლოოდ მივიღეთ კოლექცია, სადაც ხარისხი, მრავალფეროვნება და ესთეტიკა ერთიან პროდუქტად არის წარმოდგენილი.“
„ხომლის“ 39-სახეობიანი პრემიუმ კოლექცია ეტაპობრივად ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტების ქსელებში განთავსდება, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება, აღმოაჩინოს ახალი პროდუქცია და საკუთარი კულინარიული გამოცდილება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანოს.
„ხომლი“ - ქართული გემო, ახალი პრემიუმ ფორმით.