მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია

news image

საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ეკოსისტემისა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის (Colosseum Hackathon) ქართული ჰაბის მასპინძელი იქნება.

პროექტის ფარგლებში, 4-11 მაისს Tbilisi Build Station გაიმართება. ეს 8-დღიანი ინტენსიური სამუშაო სივრცეა, რომელიც ადგილობრივ დეველოპერებს, სტარტაპერებსა და Web3 სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ საკუთარ იდეებზე, მიიღონ პროფესიონალური მხარდაჭერა და მოემზადონ საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, რომლის საპრიზო ფონდი $2.5 მილიონს შეადგენს.

Tbilisi Build Station მონაწილეებს სთავაზობს:

პროფესიონალურ მხარდაჭერას: მენტორინგსა და კონსულტაციებს Colosseum ჰაკათონისთვის პროექტების დასახვეწად;

საგანმანათლებლო გამოცდილებას: შეხვედრებს სპიკერებთან, რომლებიც Web3 ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკას გააზიარებენ;

Networking-ს: ახალ კავშირებს ინდუსტრიის ლიდერებთან და პოტენციურ პარტნიორებთან;

განვითარების რეალურ შესაძლებლობას: საერთაშორისო დონის პროექტის შექმნის შანსს Solana-ს ეკოსისტემაში.

ღონისძიება ასევე მოიცავს ასევე, UI / UX დღესა და Go to market Day-ს.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგებზე დასწრება შესაძლებელია ჰაკათონში მონაწილეობის გარეშეც, ამისათვის კი საჭიროა რეგისტრაციის გავლა.

თუ გაქვთ Solana-ზე მორგებული იდეა და გსურთ ახალ გამოწვევაში მონაწილეობა, დარეგისტრირდით  Colosseum Hackathon-ზე.

ასევე, შეუერთდით Tbilisi Build Station-ს, ამ ბმულზე, რათა თქვენი პროექტი მაქსიმალურად დახვეწოთ.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბიზნესს საკმარისი დრო აქვს მოსამზადებლად და დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ამიტომ დიდ რყევებს არ ველოდებით - ვახტანგ შურღაია მიგრაციის კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე

30.04.2026.18:00

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია მიიჩნევს, რომ მიგრაციის კანონში განხორციელებული ცვლილებები ბიზნესის მოთხოვნებს ითვალისწინებს და რეგულაციებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, მიგრაციის კანონში ცვლილებების შედეგად, რეგულაციები აღარ გავრცელდება კომპანიების ხელმძღვანელ პირებზე და მოკლევადიან ვიზიტებზე ჩამოსულ სპეციალისტებზე.

„გაუმჯობესებული ვითარება გვაქვს, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონში. ფაქტობრივად ის ძირითადი შენიშვნები რაც ბიზნესს ჰქონდა და რაც აწუხებდა, ყველაფერი გათვალისწინებული არის, რაც ესე ვთქვათ ძალიან კარგი არის. შესაბამისად აღარ გავრცელდება აღნიშნული კანონი ისეთ პირებზე, როგორიცაა პარტნიორები კომპანიების, დირექტორებზე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, რომლებიც პირველი და მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებში მოქმედებენ, ანუ ეს მსხვილ საწარმოებზეა საუბარი. ასევე კანონი არ გავრცელდება მოკლევადიანი სპეციალურ ვიზიტით ერთი კვირით ან ორი დღით რომ ჩამოდიოდა ადამიანი - რაღაც ან ექიმი, ან შესაბამისად მუსიკოსი, ან ასე შემდეგ - ასეთ პირებზეც არ გავრცელდება. არ გავრცელდება ეს კანონი დისტანციურად მუშაობაზე და ასე შემდეგ. შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები ესე ვთქვათ ზუსტად იმის გამოძახილია, რაც ბიზნესს ჰქონდა, რაც ჩვენ შეხვედრაზეც დავაფიქსირეთ როგორც მინისტრთან, ასევე სამინისტროს სხვა პირებთან და ეს ძალიან კარგია შესაბამისად“, - ამბობს ვახტანგ შურღაია.

მისივე თქმით, მიგრაციის კანონში ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება, რის გამოც ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევები არ არის მოსალოდნელი.

„ამ ეტაპზე ბაზარი სტაბილურია, რადგან კანონი დაუყოვნებლივ არ შედის ძალაში და გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს. მისი ძირითადი ნაწილი, რომელიც საქართველოში დასაქმებულ უცხოელებს ეხება, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისად, ბიზნესს საკმარისი დრო აქვს მოსამზადებლად და დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ამიტომ დიდ რყევებს არ ველოდებით. მიუხედავად ამისა, რეგულაციის საჭიროებაზე ბიზნესსექტორიც თანხმდებოდა და მისი მიღებაც დროული იყო“, - ამბობს შურღაია.

ვახტან შურღაია ასევე განმარტავს, რომ მიგრაციის კანონში ცვლილებებით გადაიხედა მოთხოვნები ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დაკავშირებით, სადაც ნებართვის ვალდებულება არარელევანტურ შემთხვევებზე გაუქმდა.

„ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შემთხვევაში, გაუგებარი იყო, რატომ ხდებოდა ნებართვის გაცემა ისეთ პირებზე, რომლებიც საქართველოში, შესაძლოა, ჯამში ერთი კვირაც კი არ ყოფილიყვნენ ნამყოფები. შესაბამისად, ეს საკითხი კომუნიკაციის ნაწილი იყო და კარგია, რომ შემდგომში მისი გამოსწორება მოხდა“, - ამბობს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი.

მიგრაციის ახალი კანონი ეტაპობრივად ამოქმედდება. ბიზნესს მომზადებისთვის დრო ეძლევა და ბაზარზე დიდი რყევები არ არის მოსალოდნელი.

„ამ ეტაპზე ბაზარი სტაბილურია, რადგან კანონი დაუყოვნებლივ არ შედის ძალაში და გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს. მისი ძირითადი ნაწილი, რომელიც საქართველოში დასაქმებულ უცხოელებს ეხება, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისად, ბიზნესს საკმარისი დრო აქვს მოსამზადებლად და დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ამიტომ დიდ რყევებს არ ველოდებით. მიუხედავად ამისა, რეგულაციის საჭიროებაზე ბიზნესსექტორიც თანხმდებოდა და მისი მიღებაც დროული იყო“, - აცხადებს შურღაია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა