საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით საგანმანათლებლო ინიციატივებს განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ბანკი QuickShipper-თან პარტნიორობით, 6 მაისს ვორკშოპს — „Ecommerce და მიწოდების სტრატეგიები ბიზნესის ზრდისთვის“ — უმასპინძლებს.
ვორკშოპს მარიამ ახვლედიანი, QuickShipper-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და თათია ნარჩემაშვილი, ecommerce360-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვებიან.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ იქცა ელექტრონული კომერცია თანამედროვე ბიზნესის განუყოფელ ნაწილად და რატომ გადადის გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ სივრცეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებლის ქცევის ანალიზს და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვების ზრდაზე.
ვორკშოპი ასევე შეეხება მომხმარებლის გამოცდილების მნიშვნელობას — როგორ განაპირობებს ნდობა და გამარტივებული პროცესები მომხმარებლის გადაწყვეტილებას და რა როლი აქვს მიწოდების სერვისს მომხმარებლის ლოიალობის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილება ბრენდირებული კომუნიკაციის მნიშვნელობა და მიდგომები, რომლებიც კომპანიებს გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
ღონისძიების დეტალები:
ვორკშოპი წარმოადგენს ბიზნეს 360˚-ის პლატფორმის ნაწილს - ერთიან ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის Businesscourse.ge-ზე უკვე 70-მდე უფასო კურსი ხელმისაწვდომია
04.05.2026.17:50
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით საგანმანათლებლო ინიციატივებს აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი ავითარებს ონლაინ პლატფორმა Businesscourse.ge-ს, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მრავალფეროვან, სრულად დაფინანსებულ ონლაინ კურსებს სთავაზობს.
Businesscourse.ge-ზე კურსები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ მათთვის სასურველ ტემპში.
პლატფორმა ამ ეტაპზე 70-მდე კურსს აერთიანებს და მოიცავს ბიზნესსაქმიანობის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას — ბიზნესგეგმის შედგენას, გაყიდვებს, მარკეტინგს, ბუღალტერიას, ადამიანური რესურსების მართვასა თუ ფინანსურ ანალიზს.
Businesscourse.ge-ზე ხელმისაწვდომია ახალი კურსებიც, რომლებიც თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული, მათ შორის — „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, „მზის ენერგიის გამოყენება“, „პროდუქტის განვითარება“ და „ბიზნეს პროფაილინგი“.
პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ ტრენინგებსა და მასტერკლასებს სფეროს წამყვანი ადგილობრივი ექსპერტები უძღვებიან.
„ჩვენი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსი. სწორედ ამიტომ ვავითარებთ პლატფორმას, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ამუშავებენ პრაქტიკულ კურიკულუმებს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევენ, მიიღონ ცოდნა მათთვის მოსახერხებელ დროსა და ფორმატში“, — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პლატფორმაზე 100,000-ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა.
Businesscourse.ge საქართველოს ბანკის Business 360° ეკოსისტემის ნაწილია, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის და მიზნად ისახავს ქვეყანაში მეწარმეობის გაძლიერებას.