მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7261.2
-0.001
flag
AZN 1.5828
-0.0005
flag
CNY 39.403
-0.0019
flag
EUR 3.1593
0.0093
flag
GBP 3.6611
0.0242
flag
KZT 58.09
-0.0002
flag
TRY 0.0596
0
flag
USD 2.6908
-0.0008

საქართველოს ბანკმა ლონდონის ტოპ 100 კომპანიას შორის მოხვედრა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზარის დარეკვით აღნიშნა

news image

საქართველოს ბანკმა, როგორც Lion Finance Group-ის წევრმა კომპანიამ, FTSE 100 ინდექსში გაწევრიანების აღსანიშნად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე ზარის დარეკვით დახურა.

FTSE 100-ში მოხვედრას კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიისა და მისი სტაბილური ზრდის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობის მაღალი ხარისხი განაპირობებს.
ზარის დარეკვის ცერემონია კი სიმბოლურ და ტრადიციულ ხასიათს ატარებს, რომელსაც სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ინვესტორები და სტეიკჰოლდერები ესწრებიან.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი კომპანია, FTSE 100-ში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, სავაჭრო დღის დახურვის შემდეგ გაწევრიანდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

აღსანიშნავია, რომ FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთ გლობალურ გიგანტებთან ერთადაა წარმოდგენილი, როგორებიცაა HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce, Shell და Barclays.

Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის დალისტული.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პრემიუმ სეგმენტზე მზარდი მოთხოვნა და უცხოელი ინვესტორების ინტერესის ზრდა საქართველოში - „არტიტექსი“ ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე

04.05.2026.12:00

Artytechs • არტიტექსი არქიტექტურული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, დირექტორსა და არქიტექტორს დარეჯან შათაშვილს ესაუბრა.

„2014 წლიდან ვოპერირებთ ბაზარზე პროექტირების მიმართულებით და მომხმარებლებს ვთავაზობთ არქიტექტურულ მომსახურებას.

წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გავიზარდეთ და დღეს აქტიურად ვმუშაობთ მსხვილ და მასშტაბურ პროექტებზე. მათ შორისაა „Eagle Hills“-ის პროექტი, ასევე ქუთაისში სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ პროექტირება.

პარალელურად, ვმუშაობთ მრავალ ახალ დეველოპერულ პროექტზე.

ვთანამშრომლობთ უცხოელ ინვესტორებთან და არქიტექტორებთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე “, - აცხადებს დარეჯან შათაშვილი.

პრემიუმ სეგმენტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი უცხოელი ინვესტორების მხრიდან.

„დღეს ამ სფეროს მიმართ, როგორც არასდროს, მაღალია უცხოელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოში, რაც პრემიუმ სეგმენტზე მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული. უნდა აღინიშნოს, რომ დეველოპმენტის მიმართულებით პრემიუმ სეგმენტი აქამდე ნაკლებად იყო განვითარებული - დეველოპერები ძირითადად ეკონომ და საშუალო კლასზე იყვნენ ორიენტირებული.

მოთხოვნის ზრდამ კი პრემიუმ სეგმენტის განვითარების მკვეთრი საჭიროება შექმნა, რამაც დამატებით უცხოელი ინვესტორების მოზიდვაც მნიშვნელოვნად გააძლიერა “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

„არტიტექსი“ სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა ბაზარზე.

„ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა, რომ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ სტანდარტული პროექტირებით. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი საპროექტო ორგანიზაციები მომხმარებლებს სთავაზობენ სრულ მომსახურებას - არქიტექტურას, კონსტრუქციულ და საინჟინრო ნაწილს, ჩვენ ამ პროცესს ვუმატებთ კვლევით და ანალიტიკურ კომპონენტს.

კერძოდ, დეველოპერებსა და ინვესტორებს ვთავაზობთ კომერციულად სწორად გააზრებულ და შეფუთულ პროექტებს, რომლებიც დაფუძნებულია კონკრეტული ლოკაციის დეტალურ ანალიზზე - ვაფასებთ დატვირთვას, სეგმენტს და ბაზრის მოთხოვნებს. შედეგად, ვქმნით ისეთ პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ არქიტექტურულად გამართულია, არამედ კომერციულადაც მაქსიმალურად ეფექტიანი.

გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროექტში ფართის ოპტიმალურ გამოყენებას. კანონმდებლობით დადგენილი მოქმედი ნორმატივების გათვალისწინებით, სწორი გეგმარებისა და ზუსტი გათვლების საფუძველზე ვაღწევთ მაქსიმალურად ეფექტურ შედეგს, რაც დეველოპერებისთვის დამატებითი ეკონომიკური სარგებლის შექმნას ნიშნავს.
სწორედ ეს კომპლექსური მიდგომა წარმოადგენს ჩვენს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას და განსაზღვრავს დამკვეთების მაღალ ინტერესს ჩვენი კომპანიის მიმართ “, - განმარტავს დარეჯან შათაშვილი.

კომპანია სამომავლოდ საერთაშორისო მიმართულებით გეგმავს განვითარებას.
„არ შემოვიფარგლებით მხოლოდ საქართველოს ბაზრით და აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო მიმართულების განვითარებაზე. გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან.

ამ ეტაპზე დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვიტყვი რომ უახლოეს პერიოდში რამდენიმე ქვეყანაში ახალი პროექტების განვითარებას ვგეგმავთ “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის ვებგვერდს  ეწვიონ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა