მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა ონლაინ 2 წუთშია შესაძლებელი

news image

საქართველოს ბანკმა მეწარმეებს ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გაუმარტივა. საქართველოსბანკის ფილიალში ან იუსტიციის სახლში შპს-ს ან ინდმეწარმის სტატუსით რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს,  საბანკო ანგარიში ონლაინ, სულ რაღაც წუთში გახსნას.

ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ადგილიდან — ონლაინ, საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკით ან საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან

ახლადრეგისტრირებული ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სასტარტო ბიზნეს ნაკრები 6 თვის ვადითყოველგვარი საკომისიოს გარეშე გააქტიურონ. ნაკრები ბიზნესისთვის საჭირო სერვისებს, უფასო პროდუქტებსა და კომუნალურებს, განაღდების მაღალი ლიმიტსა და სხვა უპირატესობებს აერთიანებს.

გარდა ამისა, საჩუქრების კამპანიის ფარგლებში, ამჟამად ახლადრეგისტრირებულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, ციფრული არხებიდან (ბიზნეს ინტერნეტბანკი ან მობილბანკი) გააქტიუროს ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე 3 თვის განმავლობაში. კამპანიაში მონაწილე ბიზნესები ასევე საჩუქრად მიიღებენ MasterCard ბიზნეს ბარათს რომელზეც კამპანიის პერიოდში ნებისმიერ გადახდაზე 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე);

დამატებით, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ორი სარგებლიდან აირჩიოს ერთ-ერთი :

  • საკომისიოს გარეშე გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში, მათ შორის სახაზინო გადარიცხვებიც;
  • ან საკომისიოს გარეშე გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში.

ასევე, ყველა მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება კამპანიში სადაც მინიმუმ 50 ლარიან ტრანზაქციებზე შესაძლებლობა აქვთ, შემდეგი ფულადი პრიზები მიიღონ: 

  • ყოველი მე-1000 ტრანზაქცია – 100 ლარი;
  • ყოველი მე-10 000 ტრანზაქცია – 12 500 ლარი.

რაც მთავარია, ანგარიშის გახსნის შემდეგ, ბიზნესებს შეუძლიათ ყოველდღიური პროცესები ბიზნესმობილბანკით კიდევ უფრო გაიმარტივონ:

  • შეასრულონ ტრანზაქციები ნებისმიერ დროსა და ადგილას;
  • აკონტროლონ ფინანსური მდგომარეობა;
  • მიიღონ ამონაწერი;
  • ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით და სხვა. 

ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image იაპონური ყავის კულტურა, უნიკალური მომზადების მეთოდი და განსხვავებული სივრცე - როგორია Ayanoma-ს კონცეფცია

14.05.2026.18:00

,,აიანომა” პირველი იაპონური კაფეა თბილისში, რომელმაც ბაზარზე ოპერირება ცოტა ხნის წინ დაიწყო. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „აიანომას“ დამფუძნებელს, სუგიმოტო ტაცუია ესაუბრა.

როგორია Ayanoma-ს საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„აიანომა“ პირველი იაპონური კაფეა თბილისში, რომელიც რუსთაველის გამზირზე 2026 წლის აპრილში გაიხსნა.

„აიანომაში“ განსაკუთრებული მზრუნველობით, ხელით ვამზადებთ თითოეულ ფინჯან ყავას; ამისათვის ვიყენებთ იაპონიის წამყვანი სპეციალისტების მიერ მოხალულ რჩეულ მარცვლებსა და ცნობილი იაპონელი მწარმოებლების მიერ შექმნილ ყავის მოსადუღებელ მოწყობილობებს. ეს პროცესი ჩვეულებრივი ყავის დალევის რიტუალზე მეტია - თითოეული ფინჯანის მეშვეობით აიანომას სტუმრები თავად იაპონიის სულსა და კულტურას ეზიარებიან.

ჩვენი მიზანი თბილისში მხოლოდ იაპონური სტილის კაფის გახსნა არ ყოფილა. ჩვენ გვჯერა, რომ ყავას შეუძლია გააღვივოს დიალოგი ადამიანებს, ქვეყნებსა და კულტურებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აიანომას მთავარი მისიაა ხელი შეუწყოს კულტურულ გაზიარებას იაპონიასა და საქართველოს შორის ყავის მეშვეობით.

ამ ფილოსოფიაზე დაყრდნობით, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ არა მხოლოდ სათუთად მომზადებულ ყავას, არამედ ტრადიციული იაპონური კისატენის სტილის სასმელებს, ორგანულ ჩაის როგორც იაპონიიდან, ისე საქართველოდან, ქართულ ღვინის სახეობებს, ხოლო ღონისძიებების დროს - იაპონურ საკესაც.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

„აიანომას“ კონკურენტული უპირატესობა იაპონური ოსტატობისა და გამორჩეული ნედლეულის უნიკალურ სინთეზში მდგომარეობს. ჩვენი ყავის მარცვლები იაპონიაში აკიმასა კავაკუბოს - იაპონური ყავის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის - მიერ იხალება; იგი იყენებს მოხალვის საკუთარ ტექნიკას, რის შემდეგაც მარცვლები საქართველოში საჰაერო გზით იგზავნება მაქსიმალური სიახლის შესანარჩუნებლად.„აიანომაში“ ასევე ვიყენებთ KONO Meimon-ის მსოფლიოში პირველ კონუსისებურ ფილტრს, რომელიც 1973 წელს შეიქმნა Coffee Siphon Co.-ს მიერ. ყავის მომზადების ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს გამოვკვეთოთ ყავის მარცვლებში დამალული ნაზი და მრავალფეროვანი არომატები. ჩვენი საფირმო ბლენდი AWAI (間) იქმნება სხვადასხვა დონეზე მოხალული ეთიოპიური მარცვლების შერევით. AWAI-ს გემო მკვეთრად იცვლება ბარისტას მიდგომისა და ტემპერატურის მცირედი ცვალებადობის მიხედვით. ეს არის სასმელი, რომელიც ნამდვილად წარმოაჩენს მოხალვის ხელოვნებისა და მომზადების ტექნოლოგიის სინთეზს. 

თუმცა, ჩვენი უპირატესობა მხოლოდ პროდუქტით არ შემოიფარგლება. „აიანომა“ ერთ შენობაში ორ განსხვავებულ გარემოს აერთიანებს. ერთი არის გალერეის სტილის კაფე, სადაც სტუმრებს იაპონური კულტურის გაცნობა შეუძლიათ, ხოლო მეორე - მშვიდი და მყუდრო სივრცე, რომელიც ტრადიციული იაპონური კაფის, „კისატენის“ ატმოსფეროთია შთაგონებული. სტუმრებს შეუძლიათ თავად აირჩიონ გარემო, რომელიც მათ განწყობას საუკეთესოდ შეესაბამება. სივრცის ეს ორი კონცეფციაც ერთ-ერთი იმ უნიკალურ გამოცდილებათაგანია, რომელსაც თბილისში მხოლოდ აიანომა სთავაზობს მომხმარებელს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს ზოგადი თვალსაზრისით?

ინტერესი პირველივე დღეებიდან მაღალია, რადგან ჩვენი პროექტი ეფუძნება ემოციურ და მყარ ისტორიას, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებიდან იღებს სათავეს. 2025 წელს რუსთაველის გამზირზე გამართულმა წინასწარმა ღონისძიებამ გვაჩვენა, რომ თბილისის საზოგადოება მზად არის იაპონური ყავის რიტუალისთვის.

მომხმარებლები ეძებენ არა უბრალოდ ყავას, არამედ კავშირს, სიმშვიდესა და უნიკალურ პროდუქტს, რომელსაც ზურგს დიდი ისტორია და პროფესიონალიზმი უმაგრებს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

„აიანომას“ სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა სცილდება ერთი ლოკაციის ფარგლებს და ორიენტირებულია გლობალური კულტურული ხიდის მშენებლობაზე. ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ საქმიანობის გაფართოებას, რათა აიანომას უნიკალური ფილოსოფია და იაპონური ყავის ხელოვნება უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანია, ქართული სტუმართმასპინძლობისა და იაპონური ტრადიციების სინთეზი ვაქციოთ საერთაშორისო ბრენდად, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთგაგებისა და მშვიდობის გავრცელებას შეუწყობს ხელს. „აიანომას“ ბრენდის თითოეული ახალი ლოკაცია იქნება დიალოგის კიდევ ერთი სივრცე, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს, კულტურებსა და ერებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა