მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7258.8
0.019
flag
AZN 1.5841
-0.0001
flag
CNY 39.476
0.0079
flag
EUR 3.1627
0.0122
flag
GBP 3.6509
0.018
flag
KZT 58.83
0.008
flag
TRY 0.0598
0
flag
USD 2.693
-0.0002

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრა პონევაჩ-პანას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ სტუმარს დეტალურად გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ასოციაცია ქვეყნის ბიზნესგარემოს ფორმირების პროცესში ასრულებს.

შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის დინამიკასა და სავაჭრო კავშირების შემდგომი გაფართოების პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ბიზნესსექტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას, კვალიფიციური კადრების დეფიციტს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სხვადასხვა სექტორის ოპერირებას და განსაკუთრებული ხაზი გაესვა, იმ საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას, რომელსაც უნგრეთის მთავრობა წლების განმავლობაში ქართველი ახალგაზრდებისთვის ახორციელებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური დიალოგი. უნგრეთის ელჩთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, განგვეხილა ისეთი სტრატეგიული საკითხები, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა და შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი. გვჯერა, რომ მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საერთო პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას," განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კომპანია პროსერვისმა ISO 27001 და IS0 27017 სერტიფიკატები მიიღო - ხარისხისა და სანდოობის ახალი სტანდარტი მომხარებლისთვის

28.04.2026.15:38

გასულ წელს კომპანია ,,პროსერვისმა’’ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტი და მოიპოვა ISO 27001 და ISO 27017 სერტიფიკატები, რაც ადასტურებს, რომ კომპანია აკმაყოფილებს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ქლაუდ სერვისების დაცვის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. 

ISO 27001 სერტიფიკატი უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სრულყოფილ მუშაობას, ხოლო ISO 27017 განსაზღვრავს დამატებით კონტროლებს ქლაუდ გარემოში მონაცემთა დაცვისთვის. მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს, რომ მისი ინფორმაცია დაცულია თანამედროვე კიბერუსაფრთხოების მექანიზმებით, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო მომსახურეობა არის სანდო და უსაფრთხო. 

სერტიფიკაციის ფარგლებში ,,პროსერვისმა’’ გაამკაცრა უსაფრთხოების პოლიტიკა, დანერგა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული კონტროლები და უზრუნველყო მონაცემთა დაცვის უწყვეტი მონიტორინგი. შედეგად გამოვლინდა, რომ მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ ეფექტურ, არამედ უსაფრთხო და სტაბილურ სერვისს, განსაკუთრებით ციფრულ და ქლაუდ ინფრასტრუქტურაში. 

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს მიღწევა არის გუნდის ერთობლივი შრომის შედეგი და კიდევ მეტად გაზრდის მომხმარებელთა ნდობას.

,,ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სრულიად ენდონ ჩვენს სერვისებს, რადგან უსაფრთხოება ჩვენი ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტია ‘’ - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი.

კომპანია პროსერვისი მომავალშიც გააგრძელებს უსაფრთხოების სტანდარტების განვითარებას და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, რათა მომხმარებელს შესთავაზოს დაცული, საიმედო და თანამედროვე სერვისები.

კომპანიის შესახებ : „პროსერვისი“ არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც 25-წელზე მეტია მოღვაწეობს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: ჰოსტინგი, ქლაუდ ინფრასტრუქტურა, ვებ-დეველოპმენტი და IT აუტსორსინგი.

კომპანიის ძირითადი ბირთვი მაღალკვალიფიციურ პროფესინალთა გუნდია,  რომელიც სრულად სერთიფიცირებულია თავის მომხმარებლებს მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიურ და ადმინისტრაციულ ბაზაზე დაფუძნებულ ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. 

კომპანიის მიზანია, მზარდ ბიზნეს გარემოშიც კი მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლის ინტერესები. შექმნას ბაზრისთვის და მომხმარებლებისთვის ისეთი პირობები, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად ინტერნეტ სფეროს განვითარებას.

საკონტაქტო ინფორმაცია :

contact@proservice.ge

https://www.facebook.com/proservice.ge

www.proservice.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა