მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

„საქართველოს ფოსტა“ Maleo-ს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ამატებს - ჩინეთიდან საქართველოში გზავნილების მიღება იწყება

news image
mbc image

„საქართველოს ფოსტა“ Maleo-ს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ამატებს - ჩინეთიდან საქართველოში გზავნილების მიღება იწყება. ახალი სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ჩინურ ონლაინ მაღაზიებში შეძენილი პროდუქცია მარტივად გამოიწერონ Maleo-ს  ჩინეთის საწყობის მისამართზე და მიიღონ საქართველოში. 

Maleo-ს ახალი მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმებით და ეძებენ პროდუქციის ფართო არჩევანს, კონკურენტულ ფასებსა და მრავალფეროვან კატეგორიებს.  აღნიშნული ლოჯისტიკური მოდელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შედარებით მოქნილი და ეკონომიური პირობებით ისარგებლონ საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებით, რაც გაამარტივებს დაკავშირებადობას და ონლაინ შოპინგს კიდევ უფრო პრაქტიკულს და სწრაფს გახდის. 

Maleo ელექტრონული კომერციის მიმართულებით საქართველოს ფოსტის მიერ შექმნილი პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ შეძენილი ნივთების საქართველოში მარტივად და უსაფრთხოდ მიღების სთავაზობს. დღეს პლატფორმა უკვე წარმატებით ოპერირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, თურქეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიასა და პოლონეთში. 

აღსანიშნავია, რომ იგეგმება Maleo-ს პლატფორმის ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის განახლება, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს უფრო მოქნილ, სწრაფ და თანამედროვე ციფრულ ეკოსისტემას, რაც საერთაშორისო ონლაინ შოპინგის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

ნებისმიერ სრულწლოვან, საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, თურქეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, პოლონეთში და უკვე ჩინეთშიც შექმნას საკუთარი საფოსტო მისამართი, ხოლო „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს ამ მისამართზე შემოსული  გზავნილების საქართველოში ტრანსპორტირებას  და  მომხმარებლისთვის ჩაბარებას. 

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.maleo.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ინვესტორების სტაბილურ ინტერესთან ერთად, კორპორაციულ გარიგებებში ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობაც მზარდ დინამიკას ავლენს - ირაკლი გილაური

06.06.2026.12:54

Georgia Capital-მა პორტფელში არსებული m²-ი გაყიდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპერია. აღნიშნული გარიგება შეესაბამება GCAP-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებულ საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტის მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.

გარიგებას უმნიშვნელო, თუმცა დადებითი გავლენა აქვს GCAP-ის ბოლო გამოქვეყნებულ წმინდა აქტივების ღირებულებაზე (NAV), 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით.

აღნიშნული ტრანზაქციის დასრულების შედეგად GCAP-ის რისკ-პროფილის გაუმჯობესების ფონზე, კომპანია ლიკვიდობის ბუფერის სამიზნე მოცულობას 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. ეს, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გაანგარიშებული პრო-ფორმა NCC კოეფიციენტის 0.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.1%-ს მიაღწევს.

GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა:

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ბიზნესმა თავი დაიმკვიდრა, როგორც საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა საცხოვრებელი უძრავი ქონების პლატფორმამ, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებსა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკის უწყვეტი ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის მნიშვნელოვანი რესურსების ფორმირებას და განსაკუთრებით მიხარია, რომ საერთაშორისო ინვესტორების მუდმივი ინტერესის პარალელურად, კორპორაციულ ტრანზაქციებში ადგილობრივი ინვესტორების მონაწილეობაც მზარდია.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა