მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

საქართველოს ფოსტა TEMU - სთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს - დეტალები

news image
ლევან ჩიკვაიძემ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის TEMU - ს წარმომადგენლებს საქართველოში უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი იყო არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, საერთაშორისო ლოგისტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესება და მომხმარებლებისთვის მაქსიმალური მოქნილობის უზრუნველყოფა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს TEMU - ს მზარდი ბაზრის შესაძლებლობები საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში შემოსული ამანათების ჩაბარების სისწრაფეს, ტრეკინგის სისტემებისა და მომსახურების ხარისხის დახვეწას.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთაც საქართველო საინტერესო ბაზრად და სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყანად მიაჩნიათ. TEMU - ს წარმომადგენლებთან დიალოგი და თანამშრომლობის მომდევნო ეტაპების დაგეგმვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომხმარებლებისთვის თანამედროვე, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებას,“ – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტა აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მიზნად ისახავს გლობალური სავაჭრო პლატფორმების მიერ შეთავაზებული პროდუქციის სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ორი დღის განმავლობაში, YE-ს შოუს 70 000 ბილეთი გაიყიდა - Starring Georgia

12.05.2026.18:27

,,ორი დღის განმავლობაში, YE-ს შოუს 70 000 ბილეთის გასაყიდად დედამიწას სულ რაღაც 8 საათიანი ბრუნი დასჭირდა. კიდევ ერთი რეკორდი Starring Georgia-სთვის და კიდევ ერთხელ - მთავარ როლში საქართველო!
შევხვდებით 12 ივნისს, დინამო არენაზე, საქართველოში პირველი 360 გრადუსიანი სცენის ირგვლივ", - აცხადებს Starring Georgia.
 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა