მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

სავალდებულო დაზღვევა ზრდის საზოგადოების ცნობადობას, როდესაც ადამიანები ხედავენ ამ პროდუქტის რეალურ სიკეთეს - არდის გენერალური დირექტორი

news image

სავალდებულო დაზღვევა არა მხოლოდ სოციალური რისკების შემცირების, არამედ სადაზღვევო კულტურის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, - მიიჩნევს სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალური დირექტორი, მიხეილ ჯაფარიძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

მისი თქმით, სავალდებულო დაზღვევის პროდუქტები მოსახლეობაში ცნობადობას ზრდის და სხვა ტიპის დაზღვევების მიმართ ინტერესსაც აჩენს, ხოლო საქართველოში ამ ეტაპზე განსაკუთრებით ავტოდაზღვევის მიმართულებით შესაბამისი სისტემის ამოქმედების მოლოდინია. 

„სავალდებულო დაზღვევის კონტექსტში ინდუსტრიას ბევრჯერ გვქონია საუბარი და ყოველთვის გვსურს ხაზი გავუსვათ მის მნიშვნელობას. პირველ რიგში, ეს არის სოციალური და არა კლასიკური კომერციული პროდუქტი, რადგან იგი მნიშვნელოვნად ამცირებს სოციალურ შოკებს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ფინანსური გამოწვევების მართვის კუთხით. გარდა ამისა, სავალდებულო დაზღვევა ზრდის საზოგადოების ცნობადობას, როდესაც ადამიანები ხედავენ ამ პროდუქტის რეალურ სიკეთეს. მათ უჩნდებათ ლოგიკური კითხვა თუ სავალდებულო დაზღვევამ ასეთი შედეგი მოიტანა, რატომ არ შეიძლება სხვა ნებაყოფლობითმა პროდუქტმაც იმუშაოს? სწორედ ასე განვითარდა დაზღვევის კულტურა ყველა წარმატებულ ქვეყანაში.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობამ სავალდებულო დაზღვევის „გემო გაიგო", 2-3 წლის შემდეგ დაზღვევის სხვა სახეობებმაც ზრდა დაიწყო. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ და არ ვიცით, როდის ამოქმედდება ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. წელს სავალდებულო გახდა სამოგზაურო დაზღვევა შემომყვანი ტურიზმისთვის და ამ მცირე ინიციატივამ სადაზღვევო ინდუსტრიას უკვე მისცა გარკვეული შედეგი. მართალია, მოცულობები დიდი არ არის, თუმცა სექტორისთვის ასეთი პატარა პროდუქტებიც კი მნიშვნელოვანია", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე. 

„არდის" გენერალური დირექტორის თქმით, უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევა როგორც ტურიზმის, ისე ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში უცხოელ ვიზიტორებს საერთაშორისო სადაზღვევო პოლისი აქვთ, თუმცა საქართველოში შესაბამისი სერვისებისა და ქოლ-ცენტრების არქონის გამო პოლისი პრაქტიკულად ვერ მუშაობს, რის გამოც მომსახურების ორგანიზება ადგილობრივ სისტემას უწევს. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს ხშირად საერთაშორისო სადაზღვევო პოლისი აქვთ, საქართველოში მომსახურების ორგანიზება ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემას უწევს, რაც დამატებით ადმინისტრაციულ სირთულეებს ქმნის.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ქართული სადაზღვევო სერვისის სავალდებულო მოდელი და საერთაშორისო კომპანიებთან კონტრაქტირება სისტემას უფრო ეფექტიანსა და მდგრადს გახდიდა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო სისტემის მიმართ გარკვეული უნივერსალური პოლიტიკა არსებობდეს - მიხეილ ჯაფარიძე

14.05.2026.10:30

სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია უნივერსალური და ჰოლისტიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც ინდუსტრიის როლს ეკონომიკაში მკაფიოდ განსაზღვრავს. ამის შესახებ განცხადებას „არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აკეთებს, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

მისი თქმით,  სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ არა მხოლოდ პოლისების გაცემა, არამედ რისკების მართვის ცოდნის გაზიარებაც, თუმცა ამ ეტაპზე სექტორი ეკონომიკურ პრიორიტეტებში საკმარისად ინტეგრირებული არ არის, რაც მისი კონტრიბუციის ზრდას აფერხებს. ჯაფარიძის შეფასებით, სახელმწიფოსა და ინდუსტრიას შორის უფრო აქტიური დიალოგი და პარტნიორული მიდგომა აუცილებელია საერთო ეკონომიკური სარგებლის მისაღწევად.

„ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო სისტემის მიმართ გარკვეული უნივერსალური პოლიტიკა არსებობდეს. ეკონომიკა ძალიან კარგად ხედავს საბანკო სისტემას.  ვფიქრობ, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართაც ასეთივე ჰოლისტიკური მიდგომაა საჭირო - უნდა განისაზღვროს, რა როლი გვაქვს ეკონომიკაში და რისი გაკეთება შეგვიძლია. სადაზღვევო კომპანიებს ბევრი რამ შეუძლიათ. არა მხოლოდ პოლისის გაცემა, არამედ ცოდნის გაზიარებაც და კაპიტალის მოწოდება ეკონომიკისთვის. ჩვენი რისკ-მენეჯმენტის გამოცდილებით, შეგვიძლია ბიზნესს ვურჩიოთ, თუ როგორ სჯობს ამა თუ იმ სექტორში რისკების შემცირება.
სადაზღვევო კომპანიებს ბევრი რამ შეუძლიათ, არა მხოლოდ პოლისის გაცემა, არამედ დარგობრივი ცოდნის გაზიარებაც. ჩვენი რისკ-მენეჯმენტის გამოცდილებით, შეგვიძლია ბიზნესს ვურჩიოთ თუ სჯობს ამა თუ იმ საქმიანობის წარმართვა რისკების შესამცირებლად ან მივაწოდოთ პირდაპირ კაპიტალი. რადგან ეს ჰოლისტიკური მიდგომა ჯერჯერობით არ არსებობს და სადაზღვევო სისტემა პრიორიტეტებში სათანადოდ არ არის ასახული, ჩვენი კონტრიბუცია ეკონომიკაში ჯერ კიდევ შეზღუდულია.
თუმცა, სექტორს რეალურად დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადამიანური რესურსის, ისე ცოდნის თვალსაზრისით. ერთიანი ხედვა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს მოიტანს გრძელვადიან შედეგს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარკვეული ინიციატივების შესახებ დაგვიანებით შეგვიტყვია და შემდეგ გვიწევს პროცესებში ჩართვა, ვფიქრობ, დიდ სურათში სწორი მიდგომა ამ მდგომარეობას უფრო ეფექტურს გახდიდა", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა