შეიძინეთ 5*-იანი აპარტამენტი 0%-იანი შიდა განვადებით და გადაიხადეთ თანხის 50% მშენებლობის დასრულების შემდეგ - VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph
განახორციელეთ სწორი ინვესტიცია - 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით - მხოლოდ 70 000$-დან!- ეს VR Holding-ის შეთავაზებაა VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ში უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის.
როგორც VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტში 5*-იანი აპარტამენტის შეძენა 0%-იანი შიდა განვადებით არის შესაძლებელი და თანხის 50%-ის გადახდა მშენებლობის დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი.
„აპარტამენტები - 70,000$-დან რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. პროექტში აპარტამენტების ფასი დასრულების შემდეგ 30–35%-ით იზრდება.
შეთავაზებაშია პროექტის A ბლოკი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური დიზაინის ლობით, პირველ სართულზე მდებარე კაფე-რესტორებითა და შიდა ინფრასტრუქტურით, რომელიც ორგანულად ერწყმის გარშემო არსებულ ბუნების სილამაზეს.
ადგილმდებარეობა, მასშტაბურობა და ფუნქციური მრავალფეროვნება პროექტს შთამბეჭდავ ტურისტულ ცენტრად და რეგიონში მიზიდულობის ახალ ტალღად აქცევს!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: WhatsApp/Viber: +995 599 26 11 11
სათავო ოფისი: მერაბ კოსტავას ქ. 37/39“, - აღნიშნულია VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის ინფორმაციაში.
VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი შეკვეთილში, სასტუმრო Paragraph-ის მეზობლად, 40 ჰექტარ მიწის ფართობზე შენდება. კომპლექსი მოიცავს 1200-მეტრიან დაცულ სანაპიროს, ბულვარს, ველო და საფეხმავლო ბილიკებს, რაც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს კომფორტულსა და მრავალფეროვან გარემოს სთავაზობს.
ბუნების 4 მაცოცხლებელი ენერგიის და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
ტერიტორიიდან გაუსვლელად, პროექტი გთავაზობთ უპრეცედენტო ინფრასტრუქტურას, რომელიც თანამედროვე ცხოვრების ყველა მოთხოვნასა და საჭიროებას აკმაყოფილებს.
პროექტის ფარგლებში სრულად შენარჩუნდება ფიჭვნარი, რათა დაცული იყოს ბუნებრივი ლანდშაფტი და ეკოსისტემა. გადაადგილება ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეკომეგობრული ტრანსპორტით. პროექტის მშენებლობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბალნეოლოგიური მიმართულების განვითარებას, რაც პროექტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის როგორც ტურისტული, ისე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პოტენციალის გაძლიერებაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის ახალი, ისტორიული ეტაპი იწყება - პატივია, რომ მოცემული Beach Club უკვე წარმოადგენს Café del Mar-ის ბრენდს | ნოშრევან ნამორაძე
02.04.2026.01:08