მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

news image

თიბისის მობაილბანკის აპრილის განახლებებში საჭირო, საინტერესო და სასარგებლო სიახლეებზე მოგიყვებით, რომლებიც შენს ყოველდღიურ ციფრულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება და ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს. 

სიახლეა ბარათის გაცემის პროცესში. ისედაც ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესი ახლა მეტად პერსონალიზებული გახდა - თუ ფიზიკური ბარათის საჭიროება არ გაქვს, შეკვეთის დროს უკვე შეგიძლია მხოლოდ ციფრული ბარათი აიღო, მაგრამ თუ მომავალში ფიზიკური ბარათიც დაგჭირდება, არც ეგ იქნება პრობლემა - მობაილბანკიდანვე მოითხოვ რომ ციფრულის ანალოგი დაგიმზადონ.

თუ ინვესტიციებით ხართ დაინტერესებული, მომდევნო სიახლე ნამდვილად შენთვისაა. რადგან ინვესტიციების მიმართ ინტერესი ყოველდღე იზრდება, თიბისის მობაილბანკის გუნდი ზრუნავს, რომ ერთ პლატფორმაზე იყოს თავმოყრილი ყველაფერი - შეფასება, რჩევები და უშუალო ყიდვა-გაყიდვაც - მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვისთვის. 

აპრილის განახლებაში, ინვესტიციების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა: 

  • ახალი ანალიტიკური ხელსაწყოები ინვესტიციების პლატფორმაზე - მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს ბაზრის დინამიკას, ნახოს კომპანიების ფინანსური შედეგები, გაეცნოს ანალიტიკოსების შეფასებებს და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში - მობაილბანკში
  • დღის ტრენდები - სადაც მომხმარებელი ხედავს, დღის ჭრილში რომელი კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, რომლების შემცირდა და რომელი აქციები ივაჭრებოდა ყველაზე მეტად;
  • კომპანიების კვარტლური შედეგებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ნახვაც მობაილბანკშია შესაძლებელი;
  • უოლ სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებები, რეკომენდაციები და სამიზნე ფასები - რომელი აქციების ყიდვა-გაყიდვას გვირჩევენ დარგის წამყვანი ექსპერტები.

* გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

მუდმივად განახლებადი თიბისის მობაილბანკი შენთან ერთად ქმნის საუკეთესო ციფრულ გამოცდილებას, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს. 

დაელოდე მაისის განახლებებს, სადაც კიდევ არაერთი სიახლე და საჭირო ინფორმაცია გელოდება. მანამდე კი, გამოსცადე თიბისის მობაილბანკის შესაძლებლობები: https://app.tbcbank.ge/YiId/31kbj20v

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ — ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე

15.05.2026.16:18

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სწრაფი კვების ბრენდი, KFC, საქართველოს ბაზარზე მიწოდების მოდელს ცვლის. დღეიდან KFC-ის გამოძახება შესაძლებელია მხოლოდ Glovo-ზე, მულტიკატეგორიული მიწოდების პლატფორმაზე, რომელიც ბრენდმა საქართველოში ერთადერთ პარტნიორად აირჩია. გადაწყვეტილება უკავშირდება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, მიწოდების ხარისხის ზრდასა და პროცესის გამარტივებას.

გააზრებული ბიზნეს გადაწყვეტილება

რამდენიმე პლატფორმაზე პარალელურად მუშაობის ნაცვლად, KFC ირჩევს ერთ პარტნიორთან ახლო და სრულად ინტეგრირებულ თანამშრომლობას. ეს მოდელი მომხმარებლისთვის ნიშნავს უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად და ხარისხიან სერვისს. მსოფლიოში მსგავსი მიდგომა ხშირად გამოიყენება, როდესაც მთავარი პრიორიტეტი არის არა მიწოდების პლატფორმების რაოდენობა, არამედ მომსახურების ხარისხი. Glovo-სთვის ეს პარტნიორობა პლატფორმის ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ოპერაციული ეფექტიანობის კიდევ ერთი დასტურია.

რა იცვლება მომხმარებლისთვის

ახლა KFC-ის გამოძახება კიდევ უფრო კომფორტული ხდება. თანამშრომლობა მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს ყველა ეტაპზე — შეკვეთიდან მიწოდებამდე. მომხმარებლებს ელით:

● უფრო სწრაფი მიწოდება Glovo-ს დაფარვის ზონებში
● სისწრაფესთან ერთად, კიდევ უფრო ხარისხიანი და გემრიელი შეკვეთის მიღება
● მენიუს განახლებები, რომლებიც პირველად Glovo-ზე გამოჩნდება
● სიახლეები და სპეციალური შეთავაზებები მხოლოდ Glovo-ზე
● მარტივი და კომფორტული შეკვეთის პროცესი

თამთა ქაქუჩაია, Glovo-ს პარტნიორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:

„KFC-თან პარტნიორობა ჩვენთვის გააზრებული ბიზნეს გადაწყვეტილებაა. გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისი, რომელიც იქნება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული. როცა ყველაფერი ერთ პლატფორმაზე ერთიანდება, ბევრად მარტივია თითოეული ეტაპის გაუმჯობესება — შეკვეთიდან მიწოდებამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა KFC-ის საყვარელი პროდუქტები სწრაფად, კომფორტულად და შეუფერხებლად მიიღონ.”

სანდრო დარსაველიძე, KFC-ის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი:
„KFC-ის მომხმარებლებისთვის ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მიწოდების სერვისი მაქსიმალურად მიუახლოვდება იმავე გამოცდილებასა და ხარისხს, რასაც მომხმარებელი უშუალოდ რესტორანში იღებს. სერვისი გახდება კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტიანი, ხოლო ყველა სიახლე და შეთავაზება ერთ სივრცეში — Glovo-ზე გაერთიანდება, რათა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე კიდევ უფრო მიზანმიმართულად ვიზრუნოთ.”

Glovo-ს შესახებ

Glovo არის წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს, ბიზნესებსა და კურიერებს და უზრუნველყოფს მრავალკატეგორიულ, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სერვისებს ადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათო მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებიდან, ასევე სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტიდან. როგორც სწრაფი კომერციის ერთ-ერთი ლიდერი, Glovo-ს ხედვაა შექმნას ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტფლეისი, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ქალაქში არსებულ ნებისმიერ პროდუქტზე რამდენიმე წუთში. კომპანია 2015 წელს ბარსელონაში დაარსდა და ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 22 ქვეყანაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/  

KFC-ის შესახებ

KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში ქეი ეფ სი-ის რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და ამჟამად წარმოდგენილია 20 რესტორნით ქვეყნის 6 ქალაქში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  https://www.kfc.com.ge/about-us

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა