Shine Energy იწყებს ახალ მიმართულებას - Shine Energy & Sustainability
მზის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი წამყვანი EPC კომპანია ‘’ შაინ ენერჯი ‘’ აფართოებს თავის საქმიანობას და იწყებს ახალ მიმართულებას - ‘’ Shine Energy & Sustainability ‘’ რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
ახალი მიმართულება წარმოადგენს კომპანიის ხედვის ბუნებრივ გაგრძელებას - ენერგეტიკული გადაწყვეტილებები არ შემოიფარგლება მხოლოდ მზის ელექტროსადგურების პროექტირებითა და მშენებლობით, არამედ მოიცავს უფრო ფართო პასუხისმგებლობას გარემოსა და საზოგადოების წინაშე.
პლატფორმა გააერთიანებს სხვადასხვა აქტივობასა და ინიციატივას, მათ შორის:
ამ მიმართულების ფარგლებში კომპანია აქტიურად გაუზიარებს საზოგადოებას ცოდნასა და გამოცდილებას.
Shine Energy-ის ახალი ინიციატივა რეალობას პასუხობს და მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, რადგან მდგრადი მომავალი ერთობლივი ძალისხმევით იქმნება.
კომპანიის დამფუძნებელი, ნინო გადელია, აღნიშნავს:
„ Shine Energy & Sustainability ‘’ ჩვენი კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენთვის ენერგეტიკა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა გარემოს, მომავალი თაობებისა და საზოგადოების წინაშე. გვინდა, რომ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავაზიაროთ უფრო ფართო აუდიტორიასთან, რათა ერთად შევქმნათ უფრო სუფთა, ეფექტური და მდგრადი გარემო. გვჯერა, რომ ცნობიერების ამაღლება არის პირველი ნაბიჯი რეალური ცვლილებებისკენ.“
შაინ ენერჯი გეგმავს, რომ ახალი მიმართულება გახდეს პლატფორმა თანამშრომლობისთვის - როგორც ბიზნესებთან, ისე ინდივიდებთან, რომლებიც იზიარებენ მდგრადი განვითარების პრინციპებს.
კომპანიის მიზანია, არა მხოლოდ დანერგოს განახლებადი ენერგიის პროექტები, არამედ ხელი შეუწყოს ეკომეგობრული აზროვნების ჩამოყალიბებას და ყოველდღიურ პრაქტიკაში გადატანას.
სხვა სიახლეები
აშშ-მა Lukoil-ის აქტივებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ვადა 30 მაისამდე გაახანგრძლივა
30.04.2026.10:00
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ოთხშაბათს დაახლოებით ერთი თვით გაახანგრძლივა ვადა, რომლის ფარგლებშიც ენერგეტიკულ კომპანიებს შეუძლიათ შეთანხმებების გაფორმება რუსეთის მეორე უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის - Lukoil-ის უცხოური აქტივების შესაძენად, ნათქვამია უწყების ვებბ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აშშ-მა ვადა უკვე დაახლოებით ხუთჯერ გაახანგრძლივა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში სანქციები დაუწესა Lukoil-ს და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Rosneft-ს.