თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა, პირველად ბაზარზე 13.7%-ით, ხოლო მეორად ბაზარზე 10.1%-ით გაიზარდა - Galt & Taggart
2025 წლის ოქტომბერში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე წინა თვის რეკორდული გაყიდვების შემდეგ მოთხოვნა დანორმალიზდა, თუმცა გაყიდვები პირველად და მეორად ბაზარზე კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ მიწოდების მხარეს, წელს ჯამურად
გაცემული ნებართვების მოცულობამ მცირედით იკლო, თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა შენარჩუნდა - რაც მოთხოვნის დასტაბილურების მიუხედავად, კვლავ ქმნის ჭარბი მიწოდების რისკებს და ზღუდავს ფასის ზრდის
პოტენციალს.
„2025 წლის ოქტომბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,232 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.1%-ით გაიზარდა (10 თვეში +1.6% წ/წ).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 13.7%-ით გაიზარდა (10 თვეში +5.9% წ/წ).
ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), 2025 წლის ოქტომბერში გაყიდვები წლიურად 26.7%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025
წლის 10 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა 19.6%-ით გაიზარდა, გალტ & თაგარტის სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით.
2025 წლის 10 თვეში თბილისში სულ 34,204 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+13.0% წ/წ)“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში.
2025 წლის ოქტომბერში ნებართვა გაიცა 17 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 135,487კვ.მ.-ს შეადგენდა (-44.5% წ/წ). ჯამურად, 2025 წელს გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად
მცირედი 0.6%-ით შემცირდა და კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, შესაბამისად, გაზრდილი მიწოდების რისკები კვლავ საყურადღებოა.
„ფასები 2025 წლის ოქტომბერში, უძრავი ქონების ფასმა პირველად ბაზარზე ზრდა განაგრძო და თვიურად 0.6%-ით გაიზარდა 1,352 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა და 1,286 აშშ დოლარი შეადგინა.
ქირა 2025 წლის ოქტომბერში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი 9.0%-ს მიაღწია“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის ახალი, ისტორიული ეტაპი იწყება - პატივია, რომ მოცემული Beach Club უკვე წარმოადგენს Café del Mar-ის ბრენდს | ნოშრევან ნამორაძე
02.04.2026.01:08