მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

news image

რეკომენდაციები მსხვილი ბიზნესისთვის: რა ვალუტებში ვისესხოთ - კომენტარები მკითხველებისგან

მისასალმებელია, რომ მარტში გამოქვეყნებულ ერთგვერდიან შეჯამებას, თუ რა ვალუტებში უნდა ისესხონ მსხვილმა ბიზნესებმა, საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მართალია, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს, თუმცა, მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, „გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის" ეს ფორმატიც ღირებულია. მეორე მხრივ, რუსთაველის ნათქვამია ისიც, რომ „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად". 

ამდენად, ვაგრძელებთ მკითხველზე მორგებული პუბლიკაციების სერიას, რომელთა მიზანიც თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო აქტიურად დამკვიდრების ხელშეწყობაა. დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ მკითხველებისგან მიღებულ კომენტარებსა და უკუკავშირს ეთმობა.

სანამ კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ, გვსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგია არა მხოლოდ სახელითაა სტრატეგია, არამედ შინაარსითაც. სტრატეგიასა და გეგმას შორის ფუნდამენტური განსხვავებაა: გეგმა გარკვეულ ქმედებათა თანმიმდევრობაა, ხოლო სტრატეგია - გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა არ უნდა გაკეთდეს. როგორც ამ მიმართულების ერთ-ერთი მოწინავე სპეციალისტი როჯერ მარტინი ამბობს, თუ სტრატეგიის საპირისპირო გადაწყვეტილება აშკარად მცდარია, მაშინ კომპანიას სტრატეგია, უბრალოდ, არც გააჩნია. ამდენად, პრაქტიკაში ბევრია დამოკიდებული კონკრეტული ბიზნესის რისკის აპეტიტსა და ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. თუმცა, საერთოა სარგებლის ძირითადი წყარო: მომგებიანობის ზრდა და რისკის შემცირება კომპანიისა (მიკრო) და ეკონომიკის (მაკრო) დონეზე ანალიზის სინთეზის შედეგად.

რაც შეეხება უშუალოდ კომენტარებს, პუბლიკაციაში განხილულ საკითხებს შორისაა სესხის აღებისას ლარში, აშშ დოლარსა და ევროში რეკომენდირებული სტრუქტურის წინა პერიოდებთან შედარებით ცვლილების მიზეზები და მასშტაბი. აღნიშნულია, რომ, სავალო ვალდებულების აღებისას, ეროვნული ვალუტის ოპტიმალური წილის განსასაზღვრად მეტად მნიშვნელოვანი არა ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი, არამედ ლარის სავაჭრო პარტნიორებთან შეწონილი გაცვლითი კურსია. მაგალითისთვის, სხვა თანაბარ პირობებში, თურქული ლირის გაუფასურება გარკვეულწილად აუცილებლად აისახება ლარზე, იმის მიუხედავადაც კი, თუ თავდაპირველად აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსი უცვლელია. სწორედ ეფექტური გაცვლითი კურსის წონასწორული მდგომარეობის - და ამ წონასწორულ მდგომარეობასთან გადახრის - შეფასებით არის შესაძლებელი იმის განსაზღვრა, ზედმეტად გაუფასურებული ან გამყარებული ხომ არ არის ლარი.

აღნიშნული მიზნისთვის, ისევე როგორც ევრო/დოლარის წყვილის შემთხვევაში, თიბისი კაპიტალს საკუთარი რაოდენობრივი მოდელები აქვს შემუშავებული, რომლებიც პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება. შედეგად, მიღებული შეფასება გაცვლითი კურსების ცვლილების მოსალოდნელ ტრაექტორიაზე ღირებულ ინფორმაციას იძლევა, რაც შემდგომ სესხის ოპტიმალური სტრუქტურის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს. 

რასაკვირველია, არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროგნოზირების ჩარჩოც. მაგალითად, მიმდინარე შეფასებით, ლარი როგორც დოლართან, ასევე სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით ზედმეტად გაუფასურებულია. ეს, სხვა თანაბარ პირობებში, ლარში ნაკლები სესხის აღების არგუმენტია, რადგან ლარის წონასწორულ ნიშნულამდე გამყარების ალბათობა მეტია. მიუხედავად ამისა, ჩვენი შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში უკრაინაში ომის დასრულების სცენარის წმინდა ეფექტი ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიურია, რაც უკვე ლარში მეტი სესხის მხარდამჭერი ფაქტორია. თიბისი კაპიტალის ჩარჩო სწორედ ამ ფაქტორების დაბალანსებასა და საბოლოო რეკომენდაციაში ასახვას ითვალისწინებს.

საყურადღებოა, რომ ჩარჩო ძირითადად საშუალოვადიანი პერიოდის მიზნებისთვის არის განკუთვნილი, რადგან მოკლევადიან პერიოდში გაცვლითი კურსები, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო, წონასწორული ნიშნულებიდან ხშირად გადახრილია. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ნიშნული, არამედ ცვლილების ტრაექტორიაც. კერძოდ, გაცვლითი კურსის ცვლილების მოსალოდნელი მიმართულება ღირებულ ინფორმაციას იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეული თარიღისთვის წონასწორული ნიშნული სრულად ჯერ მიღწეული არ იქნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედარებით მოკლევადიანი პროექტებისთვის.

პუბლიკაციაში ასევე მოცემულია სავალუტო სტრატეგიის ილუსტრაცია შერჩეული ეპიზოდების მაგალითზე, რომლებიც მოიცავს ლარის, აშშ დოლარისა და ევროს ზედმეტად გამყარებისა და გაუფასურების პერიოდებს. ამ მხრივ, სხვებთან ერთად, მკითხველისთვის საინტერესოა 2023 წლის ეპიზოდი, როცა, ჩვენი შეფასებით, ლარი ზედმეტად გამყარებული იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვნად მეტი სესხის აღების რეკომენდაციაში აისახა და საკმაო სარგებლის მომტანიც გამოდგა.

გარდა ამისა, განხილულია ჩარჩოს პოტენციური სარგებლის შეფასების მეთოდოლოგია. მკითხველს შევახსენებთ, რომ მხოლოდ ერთი მდგენელის - გაცვლითი კურსების წონასწორული შეფასებისა და პროგნოზების - გამოყენებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.3 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი. შედარებისთვის, ამავე პერიოდში კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი 16.9 მილიარდი ლარის ეკვივალენტს შეადგენდა.

პოტენციური სარგებლის მიღმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არსებობს თუ არა წარმატების რეალური შემთხვევები. ამ მხრივ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მაგალითი საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორში. ბოლო პერიოდში საყურადღებო წინსვლაა, რომ ჩარჩო, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, უფრო ფართო გავრცელებას იძენს.  

ამასთან, გრძელდება მუშაობა ინდივიდუალურ, კომპანიებზე მორგებულ მიდგომებზე. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი რეგულარულად გამოაქვეყნებს უფრო ზოგად რეკომენდაციებსაც, რომლებიც ხელსაყრელია ძირითადი პრინციპების ილუსტრაციისთვის და, უკუკავშირის თანახმად, მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა.

ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩარჩო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად მულტისავალუტო სტრუქტურის მქონე ეკონომიკებისთვის არის გამოსადეგი. ასეთი ქვეყნების მაგალითები, შესაბამის სექტორებთან ერთად, თიბისი კაპიტალმა საქართველოს საინვესტიციო საბჭოს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარმოადგინა.

მართალია, მოცემული პუბლიკაცია უკვე საკმაოდ გასცდა ერთგვერდიანი შეჯამების ფარგლებს, თუმცა სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებლად გასათვალისწინებელი სხვა ბევრი ფაქტორიცაა, როგორებიცაა: 

  • როგორ განვსაზღვროთ, თუ რა ვალუტაშია ბიზნესი ჰეჯირებული;
  • მართლაც არის თუ არა რისკი სრულად ადგილობრივ ვალუტაში სესხის აღება;
  • რატომ მოიაზრებს მულტისავალუტო კალათა ლარში ნაკლები სესხის აღების რაციონალს;
  • რატომ შეიძლება იყოს ოპტიმალური უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფუნდამენტური ფასი ლარშია;
  • არის თუ არა გაცვლითი კურსის სავალუტო რისკზე გადაცემის არხი არაწრფივი;
  • როგორ აისახება ბიზნესის ციკლურობა სესხის სავალუტო სტრუქტურაზე;
  • და ა.შ.

დროისა და ფორმატის გათვალისწინებით, ამ ფაქტორებზე დამატებით უფრო ვრცლად მომავალში ვისაუბრებთ. დასკვნის სახით, გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ პარტნიორებს და მზადყოფნა გამოვთქვათ შემდგომი თანამშრომლობისთვის.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007505-which-currencies-to-borrow-in-follow-up-qa

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ტურიზმის სექტორში საერთაშორისო ბრენდების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - გიორგი დოლიძე

18.05.2026.13:00

ნიშური ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თუმცა მის შედეგებს დრო სჭირდება, - ამის შესახებ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძე განაცხადა. მისი თქმით, პარალელურად აუცილებელია მასობრივი ტურისტული ნაკადების შენარჩუნება, რომელიც ბაზარს სტაბილურ დატვირთულობას უზრუნველყოფს. 

„ვიტყოდი, რომ ნიშური ტურიზმი საკმაოდ კარგია, თუმცა მას დრო სჭირდება და რთულად მისაღწევია. იმისთვის, რომ დრო არ დავკარგოთ და მხოლოდ ნიშურ ტურიზმს არ დაველოდოთ, ამასობაში საკმაოდ გააქტიურებული და კარგად განვითარებული მასობრივი მიმართულებები გვაქვს. ვფიქრობ, ეს პროცესი არ უნდა შეწყდეს, რადგან, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა წლიდან წლამდე მასობრივად გამარაგებს საბაზისო დატვირთულობით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.

მერე უკვე ბაზარი არეგულირებს ყველაფერს და ყველა ლოკაციას, მათ შორის თბილისშიც, უბნების მიხედვითაა დაყოფილი, თუ ზოგიერთ უბანში რომელი სეგმენტის ტურისტი დადის და ზოგიერთში - რომელი. ანუ, საბოლოო ჯამში, სტრატეგიები იქითკენ არის მიმართული, რომ მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ. სწორედ ამიტომ ემატება ფრენები, რაც ზურგს გიმაგრებს, რომ მათ შესაბამისი კომფორტი შეუქმნა, და ამიტომაც შენდება წლიდან წლამდე ამდენი ბრენდული თუ მაღალი კლასის ობიექტი“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.

მისივე თქმით, საქართველოს ტურიზმის სექტორი ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად განვითარდა როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის კუთხით.

„10  წლის წინანდელ პერიოდს რომ შევადაროთ, საგრძნობლადაა გაზრდილი იმ საერთაშორისო ბრენდების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. ეს ხდება სწორედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს სერვისის დონე და ჩამოსულ სტუმრებს მაღალი კლასის დასვენება შევთავაზოთ.

როგორც წეღან ვსაუბრობდით, ამ მიმართულებებისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია გასართობი ღონისძიებების გააქტიურება და გამრავლება, რადგან გართობა სწორედ ის ფართო სპექტრია, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია სხვადასხვა სახის აქტივობა შესთავაზო განსხვავებულ სეგმენტებს. ჩვენ ვიცით, რომ მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტები, როგორც წესი, ჯგუფურად, ავტობუსებით არ გადაადგილდებიან - ისინი უფრო ინდივიდუალურ სერვისებზე არიან ორიენტირებულები და, შესაბამისად, მზად არიან, ამაში თანხაც გადაიხადონ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაც უფრო მეტი გასართობი საშუალება გვექნება ქვეყანაში და რაც უფრო მეტად დავაპოზიციონირებთ, რომ საქართველოში ჩამოსულ სტუმარს ერთდროულად შეუძლია თავის გემოვნებას მოარგოს აქ მიმდინარე აქტივობები, ეს, დროთა განმავლობაში, სწორედ იმ ნიშური მიმართულების სეგმენტთან კიდევ უფრო მიგვაახლოებს“, - აცხადებს HSC Group Hospitality-ის დირექტორი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა