თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
6 ივლისიდან, თიბისი ბანკის საცალო ბიზნესის მიმართულებას სანდრო რთველაძე უხელმძღვანელებს, რომელიც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს (ეროვნული ბანკის დასტურის შესაბამისად).
სანდრო რთველაძე გუნდს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებით უერთდება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის სტრატეგიულ მიმართულებას - საცალო ბიზნესის მართვას და ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას.
სანდრო თიბისის შემოუერთდა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფი OTP-ს აღმასრულებლის პოზიციიდან. დღეს იგი OTP Uzbekistan (Ipoteka Bank) -ის გენერალური დირექტორია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ტოპ 5 ბანკში შედის. სანდროს აქვს მრავალწლიანი წარმატებული კარიერა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ის მუშაობდა ლიბერთი ბანკში, სადაც ბოლო წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას საცალო ბიზნესის მიმართულებით. შემდეგ მან კარიერა უკვე საერთაშორისო მიმართულებით გააგრძელა და მუშაობდა აფრიკულ ბანკ Bayport-ში, სადაც, ციფრული პროცესების დანერგვით მიაღწია საცალო დაკრედიტების მასშტაბურ ზრდას. აფრიკის შემდეგ, ის შეუერთდა OTP ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მსხვილ საბანკო გაერთიანებას, რომლის მთლიანი აქტივები, 2025 წლის ბოლოს 113.6 მილიარდ ევროს შეადგენდა.
„სანდრო ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანად გააძლიერებს. მისი საერთაშორისო გამოცდილება უნიკალურია თიბისის მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაში.“ - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა
08.06.2026.18:13
საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.
EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.
“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.